ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას
ავთანდილ კასრაძე
ფოტო: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო დელეგატებს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ ტრანსფორმაციაზე ტრადიციული ეკონომიკური მოდელიდან ცოდნაზე დაფუძნებულ, მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაზე.
„ბოლო წლებში შევქმენით ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემა, განვავითარეთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და შევქმენით კონკურენტული გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას”, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
გამოსვლაში სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა „DO IT”-ის პროგრამის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ გადამზადებული პროფესიონალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის ზრდაში.
ავთანდილ კასრაძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სააგენტოს მხარდამჭერ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებისა და საკუთარი სერვისების/პროდუქტების დახვეწის შესაძლებლობას აძლევს.
„გვაქვს უნიკალური მხარდამჭერი მექანიზმი სტარტაპებისთვის და, ამ პროგრამის ფარგლებში ისინი საქმიანობის პირველი სამი წელიწადი სარგებლობენ ნულოვანი საგადასახადო განაკვეთით, რაც დამწყებ კომპანიებს საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ ზრდასა და პროდუქტის განვითარებაზე”- განაცხადა GITA - ს თავმჯდომარემ.
ავთანდილ კასრაძემ ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისში რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობას ინოვაციისა და ციფრული მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.
ავთანდილ კასრაძემ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ინოვაციური ეკოსისტემები ვერ განვითარდება იზოლაციაში და საერთაშორისო პარტნიორობა და გლობალურ ბაზრებზე წვდომა აუცილებელია. მისივე თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში საქართველოში იმუშავებს ოთხი წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორის პროგრამა, რომლებიც თითქმის 160 სტარტაპს დაუჭერს მხარს მსოფლიო დონის მენტორობით, ინვესტიციებზე წვდომითა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობით.
„ტექნოლოგიური განვითარება დღეს მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საკითხი აღარ არის — ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. საქართველოსთვის ინოვაცია წარმოადგენს ეკონომიკური ტრანსფორმაციის მთავარ მამოძრავებელ ძალას, ჩვენი საზოგადოებების მდგრადობის, კონკურენტუნარიანობისა და მომავლის უსაფრთხოების ფორმირებას”, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტი რუმინეთის მთავრობისა და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟით პარლამენტის სასახლეში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ინოვაციების სფეროს ლიდერებს აერთიანებს. სამიტში მონაწილეობას ასევე იღებდა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ეუთოს განცხადებაზე: სულ რაღაც 24 საათში გამოჩნდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო ნაბიჯების მცდელობა რეალობას არ შეესაბამებოდა
ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში.
11 მარტი 2026, 17:59
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის FIM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა - ერეკლე ბერიძემ, ლიზი არეშიძემ და თეიმურაზ ფხაკაძემ - ტექნოლოგიური სტარტაპი SilkRoute AI დააფუძნეს. წარმატებულ სტუდენტურ სტარტაპს უკვე ჰყავს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი, წამყვანი ესპანური კომპანია - NatureBrain.
11 მარტი 2026, 17:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული თავდასხმები და უსამართლო დამოკიდებულება გადასინჯული უნდა იყოს
„გასათვალისწინებელია, რომ მან განცხადება საკუთარი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე გააკეთა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სომხეთის ევროინტეგრაციას უკავშირდება. თუმცა, იყო ძალიან კონკრეტული გზავნილები, რაც გვაფიქრებინებს, რომ საერთო ჯამში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები, უნდა იყოს გადასინჯული“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.
11 მარტი 2026, 17:53
მსოფლიო
ერდოღანი ირანში მიმდინარე ომზე: ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე ის გაფართოვდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გახვევს. თუ დიპლომატიას შანსს მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში მიმდინარე ომს გამოეხმაურა.
11 მარტი 2026, 17:36
მსოფლიო
Reuters: ირანთან ომში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა
ირანთან ომის დაწყებიდან 10 დღეში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 მარტი 2026, 17:32
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას
ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას. ხალხმა ეს არ იცის და ვფიქრობ ის ნარატივი, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს არის ორგანული პროტესტი, წარმოადგენს ევროპის ელიტის მცდარ ნარატივს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.
11 მარტი 2026, 17:31
სპორტი
ირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ტურნირის მასპინძლები აშშ, მექსიკასა და კანადა არიან. ირანის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ირანს მუნდიალზე, თუმცა სავარაუდოდ, ეს აზიის კონფედერაციის სხვა ნაკრები იქნება.
11 მარტი 2026, 17:29
სამართალი
პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გადაიყვანეს, რათა ამ გზით მისთვის შიმშილობის შეწყვეტა ეიძულებინათ.
11 მარტი 2026, 17:26
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. პოზიტიურია თითოეული ეს კომუნიკაცია, ის სიგნალები, რომელიც ცალკეული ევროპარლამენტარის მხრიდან მომდინარეობს
სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.
11 მარტი 2026, 17:18
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. ევროკავშირი კი არ სცემს პატივს, რადგან არ ემხრობა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.
11 მარტი 2026, 17:13
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს
დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.
11 მარტი 2026, 17:05
პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: ძლიერი და ღირსეული ადვოკატურა ძლიერი, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი ჭოჭუას უმასპინძლა.
11 მარტი 2026, 17:05
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის
„ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.
11 მარტი 2026, 16:58
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს
Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.
11 მარტი 2026, 16:57
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
11 მარტი 2026, 16:45
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში.
11 მარტი 2026, 16:39
ეკონომიკა
„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა. რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.
11 მარტი 2026, 16:24
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტით ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
11 მარტი 2026, 16:09
საზოგადოება
პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.


