ლატვიელი პოლიტიკოსი ალექსეის როსლიკოვსი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში: დღეს თქვენთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე მეორედ დამაკავეს, პოლიციამ წამართვა ტელეფონი, პირდაპირ ქუჩაში გაჩხრიკეს ჩემი ავტომობილი, მათი მიზანია ჩემზე ზეწოლა
ალექსეის როსლიკოვსი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
დღეს თქვენთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე მეორედ დამაკავეს, პოლიციამ წამართვა ტელეფონი, პირდაპირ ქუჩაში გაჩხრიკეს ჩემი ავტომობილი, და რატომ? მათი მიზანია ჩემზე ზეწოლა, სანამ არ შევწყვეტ ჩემს საქმიანობას ან ქვეყნიდან არ გამაქცევენ, მშვენიერი არჩევანია პირდაპირ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიელმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური პარტია „სტაბილურობისთვის“ დამფუძნებელმა ალექსეის როსლიკოვსმა, რომელიც ლატვიის სეიმის ყოფილი დეპუტატია, ახლა კი რიგის საკრებულოში პარტიას „სტაბილურობისთვის“ წარმოადგენს.
მან „იმედის კვირას“ განუცხადა, რომ ლატვიის ხელისუფლება მას და მის თანაპარტიელებს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის.
„რაც უფრო თავისუფალი ხარ, რაც უფრო ძლიერია შენი სუვერენიტეტი, რაც უფრო გიყვარს შენი დროშა და მთა ბარი, ენა, ჰიმნი და წინაპრები, უფრო მეტად მიუღებელი ხარ, არავის და არაფერს უნდა წარმოადგენდე, უსამშობლო უნდა იყო“, - აღნიშნა როსლიკოვსმა.
ევროკავშირში ლატვიელმა პოლიტიკოსმა ქვეყნის გაწევრიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს მოუწევს, განსაზღვრულ წესებს დაემორჩილოს.
„დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ უბრალო მომხმარებლებად გაქცევენ, როგორც ეს ჩვენ გაგვიკეთეს, წარმოებას დახურავენ, შემოიღებენ განსაზღვრულ წესებს, რომელთაც უნდა დაემორჩილოთ, ქართველებს მოგიწევთ ფრანგული ღვინით ქეიფი, გაიძულებენ, რომ ქართული ღვინის წარმოება მკაცრად განსაზღვრულ კვოტებში მოექცეს. ევროკავშირი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ურთიერთსარგებლის მიღების მიზნით, იქცა დათქმების, ვალდებულებების და შეზღუდვების კავშირად.
ჩვენ იმ ევროკავშირში შევედით, რომელსაც უფრო დიდი, მდიდარი და თავისუფალი უნდა გავეხადეთ და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს საფუძველი გვეცლება ხელიდან და სწორედ ეს გახლავთ კიდევაც ევროკავშირის მიზანი, არავითარი საზღვრები, არავითარი დროშა, არავითარი კუთვნილება ერისადმი და მშობლიური მიწისადმი. ახალგაზრდებს აჯერებენ, რომ ეს არის თავისუფლება“, - განმარტა ალექსეის როსლიკოვსმა.
ალექსეის როსლიკოვსმა ლატვიის საქართველოსადმი დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
„საქართველო მოსალოდნელ გამოწვევას შეეტაკა, როგორც კი გამოავლინეთ ხასიათი, როგორც კი განაცხადეთ, რომ მზად ხართ მეგობრობისთვის, მაგრამ გარკვეული პირობებით, აი სწორედ აქ დაიწყო პრობლემების წყება. თქვენ, როგორც ძირძველ ერს, არ გსურთ გაუგებარ ყალიბში მოქცევა და სწორედ ამიტომაც გესხმიან გამწარებულები თავს. თქვენ, ჩვენი ქვეყნის სტუმარი იმსახურებთ მასპინძლობას, მაგრამ საზღვარზე მიზანმიმართულად შეგაჩერეს, ქვეყანაში შემოსვლას გიკრძალავდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ქვეყნიდან ხართ რომელიც ლატვიას ახლა გულზე არ ეხატება.
მე მუდამ ვამბობ, რომ ევროპა ფურცელზე, რეალური ევროპისგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება. თქვენ გიყვებიან ევროპაში დიდ პენსიაზე, იაფ მედიკამენტებზე, ხელმისაწვდომ მკურნალობაზე, მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემაზე, რომ თქვენ ჩიტის რძე არ მოგაკლდებათ და მაინც სად არის ჩემს მიერ ჩამოთვლილი, აქ ევროპაში? უკვე 20 წელია ევროკავშირში ვართ, სკოლები და საავადმყოფოები დაიკეტა, რამდენიმეწლიანი რიგებია ექიმებთან.
წელს, ლატვიის სეიმმა, ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ, გააუქმა საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფი, საინტერესოა თუ რატომ? ვისაუბროთ ღიად, თქვენი გამოყენება სურდათ, როგორც ავტომობილის ბამპერის, სურდათ თქვენი ავტომობილზე მიბმა და 120 კილომეტრი საათში სიჩქარით რუსეთზე შეჯახება, ეს იყო და სხვა ვერსია შეუძლებელია. როგორც კი თქვენ თქვით, რომ არ გსურდათ იყოთ საზარბაზნე ხორცი, გამოგიცხადეს, რომ ცუდები ხართ, მე არ ვეთანხმები ჩემი ქვეყნის ამ პოზიციას, საქართველოს ლატვიისთვის არაფერი დაუშავებია“, - დასძინა როსლიკოვსმა.
ლატვიელმა პოლიტიკოსმა ევროკავშირის მომავალიც განიხილა და აღნიშნა, რომ ამ კავშირს დიდი დღე არ უწერია.
„დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა არ გახლავთ განვითარებისკენ მიმართული, ევროკავშირს დიდი დღე არ უწერია, ნებისმიერი იმპერია ინგრევა ადრე თუ გვიან, ეს გარდაუვალია, მოვიდა დასასრული, ამ დასასრულის გახანგრძლივება კი მხოლოდ ომით, აგრესიით და კონფლიქტით შეიძლება, ყველაფერი, რასაც ასე წარმატებით ართმევენ თავს ევროპაში“, - აღნიშნა ალექსეის როსლიკოვსმა.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.


