28 სექტემბერი 2025, 20:26 / სანდო წყარო

სტუდენტური მოძრაობები რადიკალიზაციის წინა ხაზზეა. ვინ აფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგებს და რა გზებით ხორციელდება ეს დაფინანსება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

სტუდენტური მოძრაობები რადიკალიზაციის წინა ხაზზეა. მათ არ აინტერესებთ არც ერთი ოპოზიციური ლიდერის პოზიცია - ეს არის ულიდერო სექტორი და ულიდერო რადიკალები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ლიდერის შექმნას და მათი ბრძოლის ხაზი ცალსახად გადის დესტაბილიზაციასა და ქუჩის ხელოვნურ პროტესტზე, - განაცხადა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჩიხლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „იმედის კვირა“ დაინტერესდა, რა ტრენინგები ტარდება საქართველოში ძალადობისა და ტერორიზმის წახალისების მიზნით.

„გსმენიათ თუ არა, რა ტრენინგები ტარდება დღეს საქართველოში ძალადობისა და ტერორიზმის წახალისების მიზნით? ,,იმედის კვირის“ მიერ მოპოვებული კადრები და ფოტოები სწორედ ამას ადასტურებს. ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა - მესამე სერია. ამჯერად მოგიყვებით ფაქტებზე, რომელთა დაჯერებაც ბევრს შეიძლება გაგიჭირდეთ.

ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ როდესაც თქვენი შვილები მაგალითად საქართველოს უმაღლესი სკოლის მიერ გამოცხადებულ პროგრამაში ერთვებიან, და ფიქრობთ რომ ამ დროს ეცნობიან სხვადასხვა სფეროს, წევრიანდებიან საინტერესო კლუბებში და ესწრებიან მასტერკლასებს, სინამდვილეში ესწრებიან ამ ფრაზეოლოგიით შენიღბულ ტრენინგებს, სადაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ლექტორ-მასწავლებლები ღიად ქადაგებენ, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ მათ დაუკავშირდნენ ის მშობლები, რომლებმაც კადრებში საკუთარი შვილები ამოიცნეს.

„მათ გვითხრეს, რომ არ სურთ არასრულწლოვანების იდენტიფიცირება. როგორც პასუხისმგებლობიანი მედია, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავავრცელებთ არც მათ ფოტოებს და არც სახელებსა და გვარებს.

დადასტურებული ინფორმაციით „ფრანკლინის კლუბის“ ბაზაზე შეიქმნა ახალი, მკაცრად გასაიდუმლოებული სასწავლო ცენტრი. სივრცე მდებარეობს „საქართველოს უნივერსიტეტის“ იმ ფლიგელში, სადაც აქამდე „ფრანკლინის კლუბი“ ფუნქციონირებდა - იგივე ლექტორები, იგივე დამფუძნებლები და იგივე მიზნები.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები: არა მხოლოდ უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები, არამედ სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფები აკონტროლებენ ტერიტორიის პერიმეტრს, რათა გარეთ არანაირი ინფორმაცია არ გავიდეს.
ეს არის „ფრანკლინის კლუბის“ ახალი ვერსია, რომელიც კვლავაც ფუნქციონირებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ბაზაზე.

სტუდენტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, სკოლის მოსწავლეებიც კი - ბუნებრივია, ამდენს ვსაუბრობ და გაინტერესებთ მთავარი - ვინ აფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგებს? და რა გზებით ხორციელდება ეს დაფინანსება?

ჩვენ ვაგრძელებთ დეტალურ გამოძიებას და წარმოგიდგენთ სრულ სურათს იმ სქემებისა, რომლებითაც ხდება ანტისახელმწიფოებრივი გეგმების დაფინანსება მათ შორის სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ჟურნალისტი სანდრო გამსახურდია დაუკავშირდა სქემაში მონაწილე ყველა პირს, რომლებმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

„ბოლო ორი დღეა, ყველა მათგანი მხოლოდ დახურულ ჩატებში გასცემს ინსტრუქციებს. ინსტრუქცია ერთია: არავინ გააკეთოს კომენტარი, უარყონ სასწავლო ცენტრის არსებობა და დაელოდონ დამატებით მითითებებს.

რაც შეეხება ადგილზე მოსვლასა და ტრენინგს მოუწოდებენ მონაწილეებს, ისე დაიგეგმონ, რომ კამერების ობიექტივში არ მოხვდნენ, რადგან სასწავლებლის ტერიტორიაზე ,,იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფია მობილიზებული. პროცესს სრულად კურირებენ ხელმძღვანელი პირები, რომლებიც თავად იღებენ პასუხისმგებლობას, რომ არც ერთი დეტალი არ გასაჯაროვდეს.

მიუხედავად გასაიდუმლოებული სწავლებისა, ქართული სპეცსამსახურების მიერ ყველა ანტისახელმწიფოებრივი სქემა სრულად გაშიფრულია. დადგენილია ყველა პირი, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებს, მათ შორის - თბილისში მყოფი უცხოელი კურატორებიც, რომლებიც ანგარიშვალდებულები მხოლოდ და მხოლოდ გარე პატრონების წინაშე არიან.

სტუდენტური მოძრაობები რადიკალიზაციის წინა ხაზზეა. მათ არ აინტერესებთ არც ერთი ოპოზიციური ლიდერის პოზიცია - ეს არის ულიდერო სექტორი და ულიდერო რადიკალები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ლიდერის შექმნას და მათი ბრძოლის ხაზი ცალსახად გადის დესტაბილიზაციაზე და ქუჩის ხელოვნურ პროტესტზე“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 20:24

სამართალი

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და ფიზიკურად ძალადობდა მათზე.

24 აგვისტო 2026, 20:12

პოლიტიკა

მორიგი პოლიტიკური შეტევა აბასთუმანში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე - ფაქტები პოლიტიკური თავდასხმის პირისპირ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მორიგი პოლიტიკური შეტევა ქველმოქმედებაზე - სანამ ოპოზიციური ფლანგი აბასთუმანში მილიონიან საქველმოქმედო პროექტებს, ულტრათანამედროვე ფილტვის ცენტრსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის, ადგილობრივები და მედიკოსები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე საუბრობენ.

ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 20:08

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ვერ შეძლებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს უფლებას არ მისცემს, იგი დააშინოს.

24 აგვისტო 2026, 20:07

კულტურა

„ღამის სერენადების“ მონაწილეები აღტაცებულმა მაყურებელმა ბისზე რამდენჯერმე მიიწვია

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აგვისტო 2026, 19:43

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევის მთავრობის დამხობამდე გააგრძელებს.

დონალდ ტრამპი

24 აგვისტო 2026, 19:27

მსოფლიო

ტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აგვისტო 2026, 18:51

მსოფლიო

Euronews: ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ

ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ, - წერს Euronews-ი.

24 აგვისტო 2026, 18:40

მსოფლიო

CNN: ირანმა ნატოს წევრი ბულგარეთი გააფრთხილა, არ დაუშვას საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა თუ ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის

ირანმა ორშაბათს ნატოს წევრი ბულგარეთი გააფრთხილა, არ დაუშვას საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა თუ ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის და დასძინა, რომ ნებისმიერი თავდასხმის კერაზე დარტყმის უფლებას იტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

24 აგვისტო 2026, 18:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი სრული კოლაფსის წინაშეა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ირანი „სრული კოლაფსის წინაშეა“.

რაფაელ გლუკსმანი

24 აგვისტო 2026, 18:18

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილი საფრანგეთის საპრეზიდენტო რბოლაში ებმება“

საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა, რათა ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალოს - რაფაელ გლუკსმანს იმედი აქვს, რომ კონკურენციას გაუწევს რადიკალ მემარცხენე ლიდერს, ჟან-ლიუკ მელანშონს, და ელისეს სასახლისთვის ბრძოლაში მემარცხენე ძალების ძირითადი კანდიდატი გახდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილი საფრანგეთის საპრეზიდენტო რბოლაში ებმება“.

24 აგვისტო 2026, 18:10

სპორტი

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა

ეკვადორმა კადეტ ძიუდოისტთა შორის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.

24 აგვისტო 2026, 18:05

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დამატებითი ამანათების მიღება იწყება

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს, - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 17:53

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 2025-2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ, 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 58%-ით აღემატება

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლიდან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერა, სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება. პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ მეურნეობები და გაზარდონ წარმოების შესაძლებლობები.

ცოტნე ანანიძე

24 აგვისტო 2026, 17:36

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: გვარამია წარუმატებელი შურისმაძიებელია, რომელიც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს შურისძიებისკენ მოუწოდა. ანანიძის შეფასებით, გვარამია წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება.

24 აგვისტო 2026, 17:25

მსოფლიო

დასავლური მედია უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერს

დასავლური მედიის რამდენიმე გამოცემა უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერს. Economist-ი აღნიშნავს, რომ კორუფციული სკანდალების ფონზე, ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია და უახლოეს დღეებში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება გამძაფრდება.

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 17:10

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებით, ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და დანაშაულს არ აღიარებს

„სამართლებრივად ბრალდებას აქვს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მან უნდა დაუმტკიცოს ის, რაც არ ჩაუდენია ირაკლი ღარიბაშვილს“, - აღნიშნა ლილი გელაშვილმა.

24 აგვისტო 2026, 17:05

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ უკრაინა ევროკავშირში საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგნაცი ნემჩინცკი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება. მისი განმარტებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ ომში მყოფი ქვეყანა გაერთიანებას შეუერთდეს.

შემოსავლების სამსახური

24 აგვისტო 2026, 17:00

სამართალი

საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის ,,კინოლოგიის სამმართველოს" სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, სგპ „სარფში“ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

თამარ ბაგრატიონი

24 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა

SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურთა მეუღლეებს აერთიანებს, ყოველწლიურად პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.