პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე

25 აგვისტო 2026, 19:45

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

რატი იონათამიშვილი

25 აგვისტო 2026, 18:37

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარე ძალების აგენტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, -წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ჯაბა ხუბუა

25 აგვისტო 2026, 17:55

ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი „დანაშაული“ საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს „დანაშაული“ არ აპატიონ - აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით

ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა - საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე ძნელაძე

25 აგვისტო 2026, 17:23

ალექსანდრე ძნელაძე „ფონდი ქართუს“ მიერ გამოსყიდულ სესხებზე: „ქართუ ფონდმა“ დაადასტურა, რომ ამ სესხებზე მოთხოვნა არ არსებობს - ადამიანებს ძალიან მოკლე ვადაში შეექმნათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ან გამარტივებოდათ, ან არ ჰქონდათ და გაუჩნდათ ეს ხელმისაწვდომობა

„ქართუ ფონდის“ გარდა არავის არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს აღნიშნული სესხი, რადგან სესხები, რომელიც შეიძინა „ქართუ ფონდმა“, მხოლოდ მას ეკუთვნის აღნიშნული ვალდებულებები, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ქართუ ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

25 აგვისტო 2026, 17:09

თენგიზ შარმანაშვილი ფავლენიშვილსა და შენგელიას მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგზე: ამ ხალხს მრჩეველი არავინ ჰყავს? „ნაციონალები“ ლარსთან სააკაშვილის მიერ რუსების საქართველოში მოწვევასთან და საჩუქრების ჩუქებასთან არიან ასოცირებული და ეს მეორე რიგის ნაციონალები მათ ამ იარას კიდევ ერთხელ აშიშვლებენ? - შემდეგი ბრიფინგი რუსებისთვის გადაცემულ ენერგოობიექტებთან ჩაატარეთ

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბესო შენგელიას მიერ ლარსის გამშვებ პუნქტზე გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

თამთა მეგრელიშვილი

25 აგვისტო 2026, 16:28

თამთა მეგრელიშვილი: ფონდმა „ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა. გარკვეული მოქალაქეების მცდელობა საზოგადოებას დააჯერონ, რომ ძველი ვალების ამომღები კომპანიები კვლავ ითხოვენ იმ ძველი სესხების დაფარვას, მისი შინაარსის არასერიოზულობიდან გამომდინარე უხერხულია

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ფონდმა ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის კერძო ფინანსური დახმარება, რომელმაც ასობით ათას მოქალაქეს მძიმე ეკონომიკური ტვირთი შეუმსუბუქა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ფონდის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ეხმიანება.

თორნიკე ფაღავა

25 აგვისტო 2026, 16:19

თორნიკე ფაღავა: ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულები არიან იმით, რომ როგორმე ავნონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები

ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.

25 აგვისტო 2026, 15:43

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}