06 ოქტომბერი 2025, 22:21 / სანდო წყარო

პრემიერი: ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა დამხობის აქციას, ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს, რა განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა, მისთვის მთავარია ჭეშმარიტება

საზოგადოება თვალდახუჭული აღარ მიჰყვება არც აშშ-ის ელჩს, არც ევროკავშირის ელჩს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე რევოლუციური პროცესების ძირითადი ინსტრუმენტი იყო პოლიტიკური პარტიები, კლასიკური ფორმით მუშაობდნენ უცხოური სპეცსამსახურები ქვეყანაში, შემდეგ შეცვალეს ტაქტიკა.

„რევოლუციურ პროცესებს მოგვიანებით, ერთ შემთხვევაში სათავეში ჩაუდგნენ მედიის წარმომადგენლებიც კი, მედია პირობითია ამ შემთხვევაში, იცით, ვისაც ვგულისხმობ და შემდეგ უკვე სათავეში ჩაუყენეს ენჯეოები. ენჯეოები გახდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მთავარი ინსტრუმენტი რევოლუციური პროცესების წარსამართად და შემდეგ როცა ენჯეოებიც გაცვდა, ამას დაემატა მოგვიანებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება USAID და NED-ის დახურვის თაობაზე, რამაც შეზღუდა ენჯეოების დაფინანსება, ამას დაემატა ასევე გამჭვირვალობის კანონი. კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს საზოგადოებისთვის, თქვენ გახსოვთ რამხელა ფარსში ვცხოვრობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, ენჯეოებს უწოდებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. არავითარი კავშირი არ აქვს ამ ცნებასთან, ჯერ ერთი სამოქალაქო საზოგადოება არის აბსურდი, როგორც ტერმინი, გამოდის, რომ არსებობს არასამოქალაქო საზოგადოებაც. ჯერ სამოქალაქო და საზოგადოება უკვე ერთგვარი სინონიმებია, მერე როგორ შეიძლება, ვინმეს დაარქვა, თუნდაც ერთ ადამიანს, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, არასამოქალაქო საზოგადოება. საზოგადოება თავიდან ბოლომდე თავის შინაარსით არის სამოქალაქო. იყო რამდენიმე ენჯეო, ჩაკეტილი წრე, ვინც უცხოეთიდან ფინანსდებოდა, როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტი და ამათ უწოდებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას და კიდევ ათასგვარ რამეს. ეს იყო ფარსი, რომელშიც ვცხოვრობდით მთელი ამ წლების განმავლობაში. გახსოვთ, რამდენად მტკივნეული იყო ამ ფარსისთვის ფარდის ახდა და ამ ფარდის ახდას ერქვა გამჭვირვალობის შესახებ კანონი. მთელი ისტერიკა მოაწყვეს ამასთან დაკავშირებით. გახსოვთ მთელი ცრუპენტელობა ამერიკის ელჩის, ევროკავშირის ელჩის ყველაფერი იკადრეს, ყველანაირი სამარცხვინო ტყუილი იკადრეს, რადგან მთავარ ფარსს ავხადეთ ჩვენ ფარდა გამჭვირვალობის შესახებ კანონით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანეს მაშინ შეცდომაში, ახალგაზრდები, არა ახალგაზრდები.

„პირველ დღეს მახსოვს, ნეიტრალური ადამიანებიც გამოვიდნენ, ვისაც არ აქვთ კავშირი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან იმდენად რთული იყო ამ სინამდვილის გააზრება მაშინ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ იყო ეს აღქმა, რომ აშშ-ის ელჩი თუ რამეს იტყოდა, როგორი ტყუილიც არ უნდა ყოფილიყო, აშკარა ტყუილი, მაინც რაღაცნაირად უნდა გაჰყოლოდი ამ ყველაფერს. ან როცა ევროკავშირის ელჩი იკადრებდა ასეთ ტყუილს, მაინც რაღაცნაირად უნდა გაჰყოლოდი. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა რაც გვაქვს ჩვენ არის ის, რომ საზოგადოება ასე აღარ ფიქრობს. საზოგადოება თვალდახუჭული აღარ მიჰყვება არც აშშ-ის ელჩს, არც ევროკავშირის ელჩს. ევროკავშირის პრესსპიკერი გამოვიდა და პირდაპირ მხარი დაუჭირა დამხობის აქციას. არ აინტერესებს ეს ქართულ საზოგადოებას. ქართული საზოგადოება მსჯელობს ძალიან მარტივად, უყურებს, რა განცხადება გააკეთა ევროკავშირის პრესსპიკერმა, აღარ აინტერესებს ეს ევროკავშირია თუ ბრიუსელია, კრემლია თუ ვაშინგოტნია, თუ რა არის. მისთვის ერთადერთი მთავარი არის ჭეშმარიტება, სწორ რამეს უჭერს მხარს ევროკავშირის პრესსპიკერი თუ უჭერს ქვეყნისთვის არასწორ რამეს, ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის უხეშად არასწორი განცხადება გაკეთდა ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან და აღარ გაჰყვა ამას. სხვანაირი ვითარება იყო ჯერ კიდევ 2023 წელს და 2024 წელს, როდესაც ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების ცრუპენტელობამ გამოიწვია ვნებათაღელვა ჩვენს საზოგადოებაში. დღეს ასე აღარ ფიქრობს საზოგადოება და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

გიზო ვასაძე

15 აგვისტო 2026, 01:09

საზოგადოება

საბურთალოს რაიონის გამგებელი: ცხელი ხაზის მეშვეობით, ჩვენი რაიონის თანამშრომლები ყველა შეტყობინებაზე ადგილზე მიდიან და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება - ყველა შეტყობინებაზე რეაგირება გვექნება

უხვი ნალექის შედეგად ცენტრალურ საბურთალოზე რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სანიაღვრე სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპისთვის ყველა პრობლემა აღმოფხვრილია, - განაცხადა ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ.

დონალდ ტრამპი

15 აგვისტო 2026, 00:27

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს

„მას შემდეგ, რაც ირანის დამარცხებას დავასრულებთ... ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ“, - განაცხადა ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.

15 აგვისტო 2026, 00:04

საზოგადოება

თბილისის მერია: დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია

„განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე. საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.

14 აგვისტო 2026, 23:23

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 22:49

საზოგადოება

ახალი სტანდარტი სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებისას - რის უფლება ენიჭებათ მგზავრებს გრაფიკის ცვლილების, რეისის შეფერხების ან დაგვიანების შემთხვევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რკინიგზით გადაადგილებისას მგზავრებს დამატებითი უფლებები მიენიჭათ. ეს ეხება რეისის დაგვიანებას, შეფერხებას ან გრაფიკის ცვლილებას. მგზავრს შეეძლება ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჩივრის შედგენა.

ლევან გუგავა

14 აგვისტო 2026, 22:37

სპორტი

პარაძიუდოისტი ლევან გუგავა ევროპის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი ლევან გუგავა (J2 -81კგ) ევროპის ჩემპიონია.

მარიამ ქვრივიშვილი

14 აგვისტო 2026, 22:26

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

14 აგვისტო 2026, 22:00

რეგიონი

უსაფრთხო გადაადგილება გუდაურისა და სტეფანწმინდისკენ - ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კურორტ გუდაურისკენ, ასევე სტეფანწმინდამდე მგზავრობა მალე უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო იქნება. ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება.

14 აგვისტო 2026, 21:43

პოლიტიკა

ფინანსების გამჭვირვალობა და საქართველოს დადებითი შედეგი - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 139 სახელმწიფო შეაფასა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფისკალური გამჭვირვალობა საქართველოში. მსოფლიოს 139 სახელმწიფოდან ნახევარზე მეტი მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მათ შორის არის ჩვენი სამეზობლო, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მოლდოვა.

14 აგვისტო 2026, 21:37

პოლიტიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის შს მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყირგიზეთის შს მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. ულან ნიაზბეკოვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ქართველმა კოლეგამ და სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის ხელმძრვანელმა უმასპინძლეს.

შალვა პაპუაშვილი

14 აგვისტო 2026, 21:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე

კახა კალაძე

14 აგვისტო 2026, 21:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

14 აგვისტო 2026, 21:09

პოლიტიკა

შტურმი ტურიზმზე და ქვეყნის დამაზიანებელი კამპანია - ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას? ესკალაციის მიზანი ოკუპაციის პირობებში. ხელისუფლება გარედან მართული ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს.

14 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ ყაველაშვილი

14 აგვისტო 2026, 20:56

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

14 აგვისტო 2026, 20:42

პოლიტიკა

ქართველებისთვის წაყენებული მძიმე ბრალდების გავრცელება ბარამიძის არჩევანი იყო - სეპარატისტების გააქტიურება და გამოძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გია ბარამიძემ სეპარატისტებს საბაბი მისცა, სამი ათეული წლის შემდეგ ისტორიის დამახინჯება და ქართველების დადანაშაულება კიდევ ერთხელ სცადონ. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამ მასშტაბის მავნებლობის ავტორმა კი აღმოჩნდა, რომ ტყუილის ტირაჟირებას შეგნებულად მოაწერა ხელი.

14 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო

„ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო - მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული“.

ირაკლი კობახიძე

14 აგვისტო 2026, 20:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება“.

14 აგვისტო 2026, 20:19

პოლიტიკა

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან 10 ათასამდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 ბადრი ვადაჭკორია

14 აგვისტო 2026, 20:05

საზოგადოება

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია

ბადრი ვადაჭკორია მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.