პაპუაშვილი: ყველას ჰქონდა არჩევანი, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არა, შევარდნილიყო სასახლეში ან არა. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა - არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის სითამამე ჰყოფნის, შედეგის მიღების სითამამეც უნდა ეყოს
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მათ, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც ელით,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, ყველამ იცოდა, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ. იცოდნენ და მაინც მივიდნენ. მისი თქმით, ნეპალი ვერ შედგა. სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ.
„ყველამ ყველაფერი იცოდა.
იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. იცოდნენ რომ, თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავ სიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ.
კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოესარჩლებოდა. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშს დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ.
ეს იცოდა ოთხში ოთხ საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა - პოლიტიკოსმაც და ენჯეოშნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ. იცოდნენ და მაინც მივიდნენ.
ნეპალი ვერ შედგა. სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ.
ყველას ჰქონდა არჩევანი - აჰყოლოდა ან არ აჰყოლოდა, მისულიყო ოთხში ოთხზე ან არ მისულიყო, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა, შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.
ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ჰყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა ეყოს.
მათ კი, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით,” - წერს პაპუაშვილი.
ყველა სიახლე
26 ივლისი 2026, 17:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძიზე სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნო და „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
26 ივლისი 2026, 17:37
სპორტი
ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაძაბული გამოსვლების, სამი სპორტსმენის თანაბარი შედეგისა და ძლიერი წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქალთა შორის ჩემპიონი ესპანელი სანდრა ბოტას მედემი გახდა.
26 ივლისი 2026, 17:36
რეგიონი
უძლიერეს მამაკაცთა შორის ბათუმში „შავი ზღვის ღია თასის“ რიგით მესამე შეჯიბრება გაიმართა
ტურნირის მონაწილეებმა ძალები ექვს დისციპლინაში მოსინჯეს. მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენმა, 52 წლის ნუგზარ გოგრაჭაძემ კი 286 კილოგრამი კბილებით ასწია და გინესის ახალი რეკორდი დაამყარა.
26 ივლისი 2026, 17:31
მსოფლიო
გამოკითხვა: ბრიტანელების მხოლოდ 6%-ია მზად, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს
ბრიტანელების მხოლოდ 6%-ია მზად, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს. YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხული 2 300 რესპონდენტიდან 6%-მა გამოთქვა მზადყოფნა, გაერთიანებული სამეფოსთვის ხელში იარაღი აიღოს, 14%-მა განაცხადა, რომ ომში იმ შემთხვევაში წავა, თუ გამოიძახებენ, 17%-მა ომში წასვლაზე უარი თქვა, 52%-მა კი განაცხადა, რომ სხვადასხვა მიზეზით, ბრძოლა არ შეუძლია.
26 ივლისი 2026, 17:30
სპორტი
ნიკოლოზ ჩიქოვანმა საფეხბურთო კლუბ „უოტფორდის“ შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი გაიტანა
ნიკოლოზ ჩიქოვანმა საფეხბურთო კლუბ „უოტფორდის“ შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი გაიტანა.
26 ივლისი 2026, 17:21
სპორტი
გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი „ვილიარეალის“ შემადგენლობაში - ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ვალენსიის გუნდმა „პეესვე ეინდჰოვენი“ 3-1 დაამარცხა
გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი „ვილიარეალის“ შემადგენლობაში - ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ვალენსიის გუნდმა „პეესვე ეინდჰოვენი“ 3-1 დაამარცხა.
26 ივლისი 2026, 17:20
საზოგადოება
ტურისტები, რომლებიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები, ექიმის განცხადებით, ერთ მათგანს ხელის ამპუტაცია დასჭირდა
ისინი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, შედეგად 13 მგზავრი დაშავდა.
26 ივლისი 2026, 17:11
მსოფლიო
ბრიტანეთში მიგრაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
ინგლისის საპორტო ქალაქ დუვრში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ლა-მანშის სრუტეზე ემიგრანტთა ნავების გადასვლის შესაჩერებლად მკაცრი ზომების გატარება მოითხოვეს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მათ უკონტროლო მიგრაციის შეჩერებების უუნარობაში დაადანაშაულეს. აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
26 ივლისი 2026, 17:08
მსოფლიო
ენდი ბერნემი: პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვა. ეს არის ის, რაც მოგეთხოვება
„ჩემი ძლიერი მხარე ხალხთან, საზოგადოებასთან სიახლოვეა და ეს პრემიერ-მინისტრის რანგშიც არ შეიცვლება. პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვა. ეს არის ის, რაც მოგეთხოვება, თუ გსურს, რომ ეს საქმე ჯეროვნად შეასრულო“, - განაცხადა ბერნემმა.
26 ივლისი 2026, 17:03
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა პუტინისადმი ტოკაევის მოწოდებაზე: ეს რეალისტური, დროული და გონივრული გზავნილია
„ეს რეალისტური, დროული და გონივრული გზავნილია. უკრაინამ შესთავაზა რუსეთს ომის შეჩერება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ და დიპლომატიურ გზაზე გადასვლა, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას კვლავ უარყოფს. პუტინის პრესსპიკერმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის ეს წინადადებაც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო“, - წერს ანდრეი სიბიგა.
26 ივლისი 2026, 15:32
მსოფლიო
რუმინეთში 3 დღის განმავლობაში მესამე რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს
„დღეს დილით, 10:13 საათზე, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა F-16 რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, სულინა-კილიას რაიონში, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო“, - დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 15:14
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრების გამო კიდევ 55 ათასი ადამიანია ევაკუირებული
საფრანგეთის 6 ქალაქიდან კიდევ 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტყის ხანძრები, რომლებმაც მთელ ქვეყანაში დიდი ზიანი გამოიწვია, კიდევ უფრო გაძლიერდა.
26 ივლისი 2026, 14:36
კულტურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა. ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.
26 ივლისი 2026, 14:28
მსოფლიო
კეტი პერიმ თეთრი სახლი მისი სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო გააკრიტიკა
„შოკირებული და აღშფოთებული ვარ, რომ ჩემი სიმღერა გამოიყენება ფონად თეთრი სახლის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოებში. მე ამას არ ვეთანხმები, ჩემთვის ეს არ უთხოვიათ და ამას არანაირად არ ვამართლებ“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 14:22
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. მიზეზი საბრძოლო მასალების მარაგის ამოწურვის საფრთხე გახდა.
26 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
ბულგარეთში, ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს
ბულგარეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს.
26 ივლისი 2026, 14:16
მსოფლიო
იტალიაში რკინიგზის მშენებლობისა მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
მასობრივი არეულობების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დროებით დაიკეტა ადგილობრივი ავტომაგისტრალიც. ლიონსა და ტურინს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ალპებში 57- კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება 26 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
26 ივლისი 2026, 14:13
მსოფლიო
მიუნხენში მერცის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მიუნხენის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები ფრიდრიხ მერცის მთავრობას სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
26 ივლისი 2026, 14:12
საზოგადოება
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
უფლის რწმენა ჩვენ გულში ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა, - განაცხადა ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ.
26 ივლისი 2026, 14:06
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED-განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.


