გიორგი გაბუნია ევროკავშირის ლგბტქ+ ახალ სტრატეგიაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ
გიორგი გაბუნია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება მედიასთან გიორგი გაბუნიამ შეაფასა. როგორც კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა აღნიშნა, სწორად ფასდება ის საფრთხე, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს.
„მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიზნად ისახავს, რომ ასეთი მავნებლური იდეისგან მოხდეს საქართველოსა და ქართული საზოგადოების დაცვა. სწორად ვაფასებთ იმ უდიდეს საფრთხეს, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი.
ყველა სიახლე
26 აპრილი 2026, 12:22
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი: ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ორგანიზაციის რეგიონულ ტურნესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დაინტერესება დიდია და ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველთა რაოდენობა იზრდება.
26 აპრილი 2026, 12:17
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი, რომელიც უკვე დღეს ითვალისწინებს ტვირთბრუნვის 20–35%-იან წლიურ ზრდას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას. ანალიტიკოსი წერს, რომ პორტის გამტარუნარიანობა განისაზღვრება 20-30 მილიონ ტონამდე და სხვადასხვა ეტაპზე შეიქმნება ჯერ 3-5 ათასი, ხოლო მოგვიანებით 10-15 ათასი სამუშაო ადგილი. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ტარიფებიდან მიღებული შემოსავალი ქვეყანას მისცემს საშუალებას, მოლაპარაკებები აწარმოოს ნაკადების კონტროლის პოზიციიდან:
26 აპრილი 2026, 11:49
სპორტი
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია. დიდი ათის ფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა ქუთაისის „არესი“ 38:6 დაამარცხეს და ჩემპიონები ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მეექვსედ გახდნენ.
26 აპრილი 2026, 11:48
სპორტი
ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽
ბუდუ ზივზივაძემ გოლი გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ სტადიონზე „ზანკტ პაული“ 2-0 დაამარცხა. მასპინძლები კი მესამე წუთზე სწორედ ქართველმა ფორვარდმა დააწინაურა.
26 აპრილი 2026, 11:41
მსოფლიო
რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბუქარესტი რუსეთს რუმინეთის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.
26 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
საფრანგეთმა და საბერძნეთმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს
2021 წელს გაფორმებული დოკუმენტის მოქმედების ვადის კიდევ 5 წლით გაგრძელებას ხელი ათენში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მოაწერეს. მხარეებმა ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს.
26 აპრილი 2026, 11:34
მსოფლიო
მაკრონი: ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ - ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის მსხვერპლნი და ამ ომის მსხვერპლნიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო
ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
26 აპრილი 2026, 11:32
პოლიტიკა
დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე, ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხის მეტი არაფერი გამოუვა, ხოლო დოროთესგან ისე არ გამოვა მარტინ ლუთერი, როგორც გამხმარ-დაჭიანებული ხისგან სალამური
თარგამაძესთან დოროთე ყურაშვილის „საუბრის" „ფორმულა" ერთი შეხედვითაც იოლი გასაშიფრია. მხოლოდ მცირე ფრაგმენტს ვუყურე და დღესავით ნათელი გახდა: თარგამაძე ცდილობს "განმანათლებლობის" ქართული ვერსიის, ხოლო დოროთე - ეკლესიის რეფორმაციის, პროტესტანტიზმის ქართული ანალოგის გამოგონებას, - წერს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.
26 აპრილი 2026, 11:30
რეგიონი
სნოში პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქი მშობლიურ სოფელ ში გაიხსენეს. სნოში ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს პანაშვიდი გადაიხადეს, რის შემდეგაც პატრიარქის სახლამდე მსვლელობა გაიმართა. ბავშვებმა უწმინდესის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საგალობლები შეასრულეს.
26 აპრილი 2026, 11:29
საზოგადოება
არჩილ გორდულაძე: მნიშვნელოვანია, შევძლოთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც გარედან განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს
მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის გეგმები, რაც ზოგადად აქვს სახელმწიფოს ახალგაზრდობის მიმართ, თითოეულ ადამიანამდე იყოს მიტანილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
26 აპრილი 2026, 11:23
რეგიონი
ბორჯომში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში იმართება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები ხვდებიან.
26 აპრილი 2026, 11:16
მსოფლიო
დელსი როდრიგესი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობას
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობას. საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით მათ და კორესპონდენტთა ვახშმის ყველა დამსწრეს. ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი მათთვის, ვინც მშვიდობის ფასეულობებს იცავს“, - წერს როდრიგესი.
26 აპრილი 2026, 11:05
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
26 აპრილი 2026, 11:03
სამართალი
პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
26 აპრილი 2026, 11:00
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
26 აპრილი 2026, 10:52
სამართალი
პროკურატურა „ტვ. პირველის“ სიუჟეტზე: პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება
საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პროკურატურა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის შესახებ ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ სიუჟეტს ეხმაურება.
26 აპრილი 2026, 10:31
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, პოლიტიკური ძალადობისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული
აშშ-ის პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურის აგენტებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიების გაგრძელება სურდა, თუმცა ვახშამი გადაიდო. სავარაუდოდ მას მომდევნო 30 დღის განმავლობაში ხელახლა ჩაატარებენ.
26 აპრილი 2026, 10:20
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ხორბლის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და დარგის განვითარების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა იყო. აღნიშნული ფორმატი ემსახურება სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და ხორბლის წარმოების მდგრად განვითარებას.
26 აპრილი 2026, 10:08
მსოფლიო
სასტუმროში, სადაც ტრამპი ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდა, სროლა იყო (ვიდეო)
თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მისი ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით თავად ტრამპმა გამოაქვეყნა.
26 აპრილი 2026, 10:06
რეგიონი
გივი მიქანაძე რუსთავში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.


