შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა. დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს. ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კვლავ ვხედავთ გარედან წამოსულ გამამხნევებელ სიგნალებს, რომელიც დამარცხებულ და გაკოტრებულ ძალებს წინააღმდეგობისთვის აქეზებს.
„სამწუხაროა, რომ ბრიუსელი ქართველ ხალხთან და მის არჩევანთან მიმართებაში ირჩევს სრული კონფრონტაციის პოლიტიკას და მარგინალიზებული რადიკალური ჯგუფების ღია და ფარულ მხარდაჭერას, რომელთა ქმედებებიც ყოველდღიურად უფრო მეტად ექსტრემისტული და სასოწარკვეთილი ხდება. ზუსტად ისე, როგორც 2024, 2021, 2020 წლის და კიდევ არაერთ არჩევნებზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ გარედან წამოსულ გამამხნევებელ სიგნალებს, რომელიც დამარცხებულ და გაკოტრებულ ძალებს წინააღმდეგობისთვის აქეზებს.
სწორედ ასეთ წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავიც, როდესაც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა. დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს. ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა.
უფრო ზოგადად რომ შევხედოთ, ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ და არად დაგიდევენ, ღირებულებების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე.
სწორედ ამგვარი ორუელისეული ახალმეტყველებით ცდილობენ ამობრუნებული რეალობის დამკვიდრებას, როდესაც ევროპარლამენტის ხელით ქვეყანაზე მოძალადეს გმირად აცხადებენ, ხოლო ქვეყნის პატრიოტს - მტრად. ლაზარე გრიგორიადისის მაგალითიც საკმარისი იყო თავის დროზე, თუ როგორ გამოგვიცხადა ბროუსელმა გმირად მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი და რა შედეგი მოიტანა ამან. მოძალადის ამ ცრუ გაგმირებამ წარმოშვა ახალი მოძალადეები, ერთ მოლოტოვის კოქტეილს მოჰყვა ათი, ერთ დამწვარ მანქანას - ევროკავშირის დროშით ხელში საქარათველოს პარლამენტის გადაწვის მცდელობა.
ყველაფერთან ერთად, ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით საქართველოს ნამდვილი ხმა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვაწუხებს და რა გვახარებს. ბრისუელში ეს რომ ესმოდეთ, ისიც ემახსოვრებოდათ, რომ სახაროვის პრიზი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრის სახელს ატარებს, რომელიც ჩვენ "მცირე იმპერიას" გვიწოდებდა და საქართველოს დანაწევრებას გულშემატკივრობდა. ისევე, როგორც არ ახსოვთ, რომ სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს, ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას.
სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება. ამ ფაქტის ნამდვილი ირონიაც ამაშია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრის, სახაროვის სახელობის პრიზი გადაეცემა აქტივისტს, რომელმაც სწორედ ქართულ სახელმწიფოზე მიიტანა იერიში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 15:40
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
22 მაისი 2026, 15:38
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არცერთი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინაში არცერთი უნგრელი სამხედროს გაგზავნას არ აპირებს.
22 მაისი 2026, 15:21
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).
22 მაისი 2026, 15:20
მსოფლიო
Reuters: თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე კვლავ დაკეტილი დარჩება, ევროპაში გაზის დეფიციტი შეიქმნება
ევროპაში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, რადგან არსებული მარაგები იწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 15:20
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სპეციალიზებულ მაუწყებელს, რომელსაც პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამები არ აქვს, უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.
22 მაისი 2026, 15:03
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
22 მაისი 2026, 14:59
მსოფლიო
მარკო რუბიო: ნატოს ზოგი მოკავშირის ქცევა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით კარგად აღბეჭდილია და საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოს მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ირანის ომთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
22 მაისი 2026, 14:51
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილისა და ზოდელავას მიმართ განაჩენზე: ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ.
22 მაისი 2026, 14:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ
ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ემიჯნებიან იმ ვითომ გაადამიანურებულ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს, რომელსაც წარმოადგენენ ჩერგოლეიშვილი, გვარამია და ვაშაძე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
22 მაისი 2026, 14:40
საზოგადოება
ბასა ფოცხიშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე: წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, რაც შეეხება ჰიმნს, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები - ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და იანო ალიბეგაშვილი შეასრულებენ
წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქართლის მოქცევის, ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, - განაცხადა 26 მაისის საზეიმო ღონისძიების შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.
22 მაისი 2026, 14:34
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს 8 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
22 მაისი 2026, 14:34
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფექციური დაავადებების კონტროლის, მათ შორის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და ჰეპატიტების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს.
22 მაისი 2026, 14:34
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებებში „მცირე პროგრესს“ მიაღწიეს
აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მცირე პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შვედეთში ნატოს წევრი ქვეყნები საგარეო მინისტრების სამიტის დაწყებამდე.
22 მაისი 2026, 14:29
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაში არეულობაზე: ეს მათი ბუნებრივი მოცემულობაა
რაც შეეხება მათ არეულობას, ეს მათი ბუნებრივი მოცემულობაა, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალებში არსებული დაპირისპირებას.
22 მაისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპული ღირებულებები დღეს გახდა პოლიტიკური შანტაჟის და სპეკულაციის იარაღი
ევროპული ღირებულებები, დემოკრატიული ღირებულებები დღეს გახდა პოლიტიკური შანტაჟის და სპეკულაციის იარაღი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
22 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: როდესაც ფაქტებზე დამყარებული შეფასებები კეთდება საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყოველთვის ლიდერობს. როდესაც ინდიკატორად ერთვება პოლიტიკური შეფასება, საქართველო ყოველთვის კრიტიკის სამიზნეა
უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებებს საქართველოს მიმართ ობიექტური შეფასებები და დასკვნები აბათილებს - ასეთია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობის კუთხით, უმაღლესი შეფასება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის მხოლოდ საქართველომ და მონტენეგრომ დაიმსახურა.
22 მაისი 2026, 14:14
მსოფლიო
ესტონეთის მმართველი კოალიციის რეიტინგი 12%-მდე დაეცა, რაც ისტორიული ანტირეკორდია
ესტონეთის მმართველი კოალიციის რეიტინგი 12%-მდე დაეცა, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ესტონური მედია ორგანიზაცია Emor-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 მაისი 2026, 14:10
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, - განაცხადა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტრომა ემზარ გაგნიძემ.
22 მაისი 2026, 14:08
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
22 მაისი 2026, 14:07
საზოგადოება
36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემდეგ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


