03 ნოემბერი 2025, 13:46 / სანდო წყარო

აბაშიძე: ნაცმარგინალები ზეიმობენ, „დიპ სტეიტის" ბენეფიციარმა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ივანიშვილი მედიის ე.წ. „მიმტაცებლად" შერაცხა, არ იმჩნევენ, რომ RSF ტრამპის მოწინააღმდეგეცაა, სპონსორთა სიაში კი-სოროსი, NED, USAID, ევროკავშირი

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ფრანგული RSF ე.წ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდანაა წასული. მათი სამარცხვინო ლოგიკით, ალბათ, "ქართული ოცნება" პარტიზანული ორგანიზაციაა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი "მუდმივმოქმედი პრეზიდენტი" - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მედიის მდგომარეობის გლობალური შეფასებებისას, RSF-ს ხშირად გამორჩენია ან რბილად გაუკრიტიკებია თავის დროზე ულტრამემარცხენეების მიერ მართული აშშ-ის აღმასრულებელნი და ამჟამად მაკრონის ეპოქის საფრანგეთი. ასე რომ დასკვნა მარტივია - ვინც იხდის, ის უკვეთავს "დასკვნა-შეფასებებს".

„ნაცმარგინალები ზეიმობენ, "დიპ სტეიტის" ბენეფიციარმა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბიძინა ივანიშვილი მედიის ე.წ. "მიმტაცებლად" შერაცხა, თუმცა არ იმჩნევენ, რომ RSF ტრამპის მოწინააღმდეგეცაა, მის სპონსორთა სიაში კი - სოროსი, NED, USAID, ევროკავშირი და მსგავსნი.
ფრანგული RSF ე.წ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდანაა წასული. მათი სამარცხვინო ლოგიკით, ალბათ, "ქართული ოცნება" პარტიზანული ორგანიზაციაა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი "მუდმივმოქმედი პრეზიდენტი" .
საჯარო წყაროებიდან აშკარად ჩანს, რომ RSF-ის (Reporters sans frontières) შეფასებები არაერთხელ დაადანაშაულეს მიკერძოებაში და პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში. ყბადაღებული პუტინისა და ლუკაშენკოს თემები რომ გვერდით გავწიოთ, RSF უპირისპირდება ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც სუვერენიტეტისტია. განსაკუთრებით კონსერვატორებს. ამ პარიზული, ვითომ მიუკერძოებული ორგანიზაციის სამიზნეთა სიაშია: ტრამპი (პირველი ვადისას) ორბანი, ფიცო, მასკი, ნეთანიაჰუ, მოდი და სხვა.
წლებია ფრანგულ RSF-ს აზიანებს არაერთი ცნობა, რომ გამოირჩევა არაზუსტი დასკვნებით, შერჩევითი ფოკუსითა და აღქმებზე დაფუძნებული ანალიზით. მედიის მდგომარეობის გლობალური შეფასებებისას კი, RSF-ს ხშირად გამორჩენია ან რბილად გაუკრიტიკებია თავის დროზე ულტრამემარცხენეების მიერ მართული აშშ-ის აღმასრულებელნი და ამჟამად მაკრონის ეპოქის საფრანგეთი.
ასე რომ დასკვნა მარტივია - ვინც იხდის, ის უკვეთავს "დასკვნა-შეფასებებს", - წერს აბაშიძე.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 10:06

მსოფლიო

შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას - რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია

შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში მასიურ ესკალაციასა და საჰაერო დარტყმების მკვეთრ შეწყვეტას შორის მერყეობს, თუმცა, ზესახელმწიფოს ძნელად თუ შეუძლია საომარი მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე.

01 აპრილი 2026, 10:02

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 240 წარმომადგენელი გადაამზადა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.

01 აპრილი 2026, 09:53

ეკონომიკა

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო

მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მიიღო - „ვილა მოსავალი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „თიკო ისთეით“, „ბი ჯი ვაინსი“ და „ასკანელი ძმები“.

01 აპრილი 2026, 09:53

მსოფლიო

Foreign Policy: აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის არცერთი ვარიანტი ირანში წარმატებული არ იქნება

როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ ინტენსიურდება, ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა, სულ უფრო შესაძლებელი ხდება. კითხვა აღარ არის, შესაძლებელია თუ არა სახმელეთო შეჭრა, არამედ სად შეიძლება ის დაიწყოს და შეძლებს, თუ არა ამერიკული მხარე სტრატეგიული შედეგების მიღწევას, იუწყება ჟურნალი Foreign Policy.

01 აპრილი 2026, 09:38

სამართალი

კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.

აბას არაღჩი

01 აპრილი 2026, 09:30

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.

01 აპრილი 2026, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში

ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

01 აპრილი 2026, 08:35

კულტურა

ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა

სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.

01 აპრილი 2026, 08:30

მსოფლიო

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.

01 აპრილი 2026, 08:29

რეგიონი

ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.

01 აპრილი 2026, 08:27

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

გურამ მაჭარაშვილი

01 აპრილი 2026, 08:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული

კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

01 აპრილი 2026, 08:19

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია

ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აპრილი 2026, 08:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

01 აპრილი 2026, 08:04

პოლიტიკა

საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.

01 აპრილი 2026, 08:00

საზოგადოება

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.

01 აპრილი 2026, 02:23

სპორტი

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 02:11

მსოფლიო

ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 02:01

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან

ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.