imedi /  30 მარტი 2026, 16:33 / სანდო წყარო

ნინო ცხვარაძე: თავისუფალი მედია ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა ფაქტებით მანიპულირებას. ისწავლეთ წყაროს გადამოწმება და ნუ აკადრებთ საზოგადოებას იმას, რაც პროფესიულ და მორალურ სტანდარტებთან ახლოსაც არ არის

ნინო ცხვარაძე

ნინო ცხვარაძე

ბათუმის საკრებულოში „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარემ - ნინო ცხვარაძემ, საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართ ოპოზიციურ მედიებს.

ცხვარაძემ განაცხადა, რომ გარკვეული მედია საშუალებები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა წევრების მიმართ მორალური ზეწოლის წახალისებას. ნინო ცხვარაძე გამოეხმაურა ოპოზიციური მედიის მიერ ვაშინგტონში, თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლის გაშუქებასაც:

„როდესაც მედია ოფიციალური ვიზიტის შინაარსს ადამიანურ მღელვარებაზე თავდასხმით ანაცვლებს, ეს აღარ არის ჟურნალისტიკა — ეს მანიპულაციაა. მიზანი ერთია, ხალხმა განიკითხოს ქალი და დედა, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს ის სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც ქვეყნის სახელით კეთდება“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ნინო ცხვარაძემ ოპოზიციურ მედიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ფატებით მანიპულირება და გადაამოწმონ წყაროები.

„ფრაქცია „ხალხის ძალის“ სახელით მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და გარკვეული მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს, რაც „ჭიქაში ქარიშხლის“ კლასიკური ნიმუშია. საკრებულოს თავმჯდომარის თუ ნებისმიერი საჯარო მოხელის სატელეფონო ხარჯების განხილვა, სანამ მას „სკანდალად“ შეფუთავდით, სამართლებრივი ჩარჩოების ცოდნას მოითხოვს. ნებისმიერი უწყების ბიუჯეტი და მისი განკარგვა რეგულირდება კანონმდებლობით, დადგენილი ლიმიტებითა და ფუნქციური საჭიროებებით. იაფფასიანი ინტერპრეტაცია, რომ ეს „პირადი ფუფუნებაა“, მხოლოდ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.

გადაამოწმეთ წყაროს წყარო. პროფესიული ჟურნალისტიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება ზედაპირულობა. სტრუქტურულ ჯაჭვში სხვადასხვა უწყების ბიუჯეტის მართვის გაცნობის გარეშე, ნებისმიერი ინფორმაცია ხდება დეზინფორმაცია. „მოხრიკო“ ხასიათის მატარებელი ნიუსები მხოლოდ დროებით რეიტინგს გმატებთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ანგრევს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ.

პატივი ეცით საზოგადოებას, რომელიც იმსახურებს სრულფასოვან, არგუმენტირებულ და ანალიტიკურ ინფორმაციას და არა მანიპულაციურ „შეფუთვებს“. ნუ ეცდებით ხალხის შეცდომაში შეყვანას და საკრებულოს, მისი თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირებზე მიზანმიმართულად მორალური ზეწოლის წახალისებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციფრებით.

ამ სიცრუის პარალელურად, ვხედავთ კიდევ უფრო საგანგაშო ტენდენციას. მაშინ, როდესაც ვაშინგტონში, შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით გაიმართა მასშტაბური გლობალური სამიტი – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელშიც 45 ქვეყნის ლიდერის მეუღლე მონაწილეობდა, ქართული მედიის ნაწილი სრული კადრებიდან კვლავ იმ მცირე მონაკვეთს გლეჯდა, სადაც ადამიანური მღელვარება ჩანს .სანამ თქვენ ამ კადრებით იკვებებოდით და პირველ ლედიზე არნახული ბულინგით ტკბებოდით, სამიტზე განიხილებოდა ისეთი უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიცაა: ოჯახური ფასეულობების განსაკუთრებული როლი და ოჯახური ჯანმრთელობის საკითხები; საქართველოს კულტურული იდენტობის წარმოჩენა, რაზეც „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტმაც კი აღნიშნა, რომ ამერიკელები აუცილებლად უნდა ეზიარონ ქართულ კულტურას.

აქვე ვიკითხავ: სად არის აქ ქალისადმი პატივისცემა? სად არის სახელმწიფო ინსტიტუციების დაფასება? პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, მრავალშვილიანი დედა და, უბრალოდ, ქალი — მედიამ „სახრავ ობიექტად“ აქციეთ, რათა საზოგადოებას მორიგი ნეგატიური საკვები მიაწოდოთ და აიძულოთ, განიკითხონ ადამიანი ბუნებრივი ემოციის გამო.

სენსაციების დევნაში დაკარგეთ პროფესიული სახე.

როდესაც მედია ოფიციალური ვიზიტის შინაარსს ადამიანურ მღელვარებაზე თავდასხმით ანაცვლებს, ეს აღარ არის ჟურნალისტიკა — ეს მანიპულაციაა. მიზანი ერთია, ხალხმა განიკითხოს ქალი და დედა, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს ის სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც ქვეყნის სახელით კეთდება.

ნუ დაიყვანთ საზოგადოებას იაფფასიანი „მოხრიკო“ ხასიათის ინფორმაციის საზომამდე. თავისუფალი მედია ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა ფაქტებით მანიპულირებას. ისწავლეთ წყაროს გადამოწმება და ნუ აკადრებთ საზოგადოებას იმას, რაც პროფესიულ და მორალურ სტანდარტებთან ახლოსაც არ არის“ - განაცხადა ნინო ცხვარაძემ.

ყველა სიახლე

30 მარტი 2026, 18:09

ეკონომიკა

ნინო წილოსანი: მაღაზიებთან, ქსელურ მარკეტებთან, დისტრიბუტორებთან თუ სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ დიდია შესაძლებლობა, რომ პროდუქტები გაიაფდეს

„მინდა გავაჟღერო არაერთხელ დასმული კითხვა, რომ ფასების კომისიის მუშაობის პროცესში რატომ არ გაიაფდა პროდუქტებსა თუ მედიკამენტებზე ფასები. მინდა ავხსნა, რომ ეს ვერ იქნებოდა და არც უნდა ყოფილიყო მყისიერი შედეგის მომტანი. ჩვენ აქ არც ვინმეს დასაშინებლად ვართ და არც არასწორი მექანიზმებით არ ვოპერირებთ. პარლამენტის კომისია გულისხმობს, რომ საჯაროდ იყოს განხილული ამ პრობლემის ყველა მდგენელი, საზოგადოება საქმის კურსში იყოს, სად არის ის რესურსი, რომელსაც სახელმწიფო აუცილებლად გამოიყენებს, რომ ეს საკითხი დაარეგულიროს.

მიხეილ სარჯველაძე

30 მარტი 2026, 18:04

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობთ, რომ უნდა გაფართოვდეს წრე იმ მედიკამენტებისა, რომელზეც დაწესდება რეფერენტული ფასები. სახელმწიფო აქტიურად ჩაერევა იმ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტად და ეფექტიანად დავიცვათ მომხმარებლების ინტერესი

თუკი ბიზნესისგან მოდის ეს ინიციატივა, რომ გადაიხედოს მედიკამენტების რეფერენტული ფასები, ვშიშობ ამ შემთხვევაში იგულისხმება მოთხოვნა ფასების გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

30 მარტი 2026, 17:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: სამართლიანი რეგულირება ნიშნავს იმას, რომ ოპტიმალურ ფასად, სამართლიან ფასად მიეწოდებოდეს მედიკამენტი პაციენტს და მეორეს მხრივ, მოხერხებადი იყოს ბიზნესისთვის

სამართლიანი რეგულირება ნიშნავს იმას, რომ ოპტიმალურ ფასად, სამართლიან ფასად მიეწოდებოდეს მედიკამენტი პაციენტს და მეორეს მხრივ, მოხერხებადი იყოს ბიზნესისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“.

30 მარტი 2026, 17:54

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ეხება სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლას.

30 მარტი 2026, 17:50

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ორი შეთანხმება განიხილა.

30 მარტი 2026, 17:48

საზოგადოება

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების საკითხებზე ეროვნული ფორუმი გაიმართა

„სურსათის დანაკარგები წარმოადგენს მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევას, მათ შორის საქართველოშიც, და გავლენას ახდენს როგორც მწარმოებლებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე. ამიტომ მისი მართვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და საჭიროებს კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივ ჩართულობას. საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონი და სტრატეგია, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სურსათის უსაფრთხოებისა და დანაკარგების შემცირების მიმართულებით. ამ პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას, რაც ხელს უწყობს სურსათის ეფექტიან და მიზნობრივ განაწილებას“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

მარიამ ჩახვაშვილი

30 მარტი 2026, 17:34

ეკონომიკა

მარიამ ჩახვაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია

შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია, რადგან საბოლოო მომხმარებელი ხარისხის გაუმჯობესებას მიიღებს, - განაცხადა „გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა და სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 მარტი 2026, 17:30

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთი მზად არის არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, ჩვენც არ ვუპასუხებთ დარტყმით მათ ენერგეტიკაზე

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, პარტნიორები ივიწყებენ, რომ უკრაინას თავდაცვისთვის რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება. კერძოდ, პატრიოტის სისტემები.

პროკურორი თამარ იაკობიძე

30 მარტი 2026, 17:30

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 14 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები განიხილეს, მათ შორის ვიდეო-მტკიცებულებები. პროკურატურის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაკავებულების ბრალეულობა დასტურდება.

ისმაილ ბაგაი

30 მარტი 2026, 17:16

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფენ

ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი დიალოგი ამ დრომდე არ დაწყებულა და მხარეები შუამავლების საშუალებით ლაპარაკობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაგაიმ ვაშინგტონის მიერ ირანისთვის გადაცემულ მოთხოვნებს გადაჭარბებული და არარეალისტური უწოდა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა კი აგრესიის გამო ირანის ლეგიტიმურ ქმედებად შეაფასა.

არჩილ გორდულაძე

30 მარტი 2026, 17:15

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან - ათწლეულების განმავლობაში მათი მიზანია ქართული ეკლესიის ჩამონგრევა, რადგან სურთ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ხალხი მოუსმენს და ენდობა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და კონკრეტული ჯგუფების მიზანი ეკლესიის დისკრედიტაციაა. როგორც მან აღნიშნა, კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ გარედან არის მართული.

გიორგი ვოლსკი

30 მარტი 2026, 17:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი თემურ ალასანიას განცხადებაზე: ქართველი ერი საკმაოდ უხერხული „პარტნიორი“ გამოდგა მათთვის, ვინც ცდილობს, რომ საქართველო დაჩაგროს. ეს ჯგუფი შესაბამის დამოკიდებულებას გამოხატავს იმ ხალხის მიმართ, ვინც მათ ჭკუაზე არ დადის

ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ თემურ ალასანიას მოსაზრებაა ასეთი. მან უბრალოდ ღიად გამოხატა ეს მოსაზრება საკმაოდ უხეში და მძიმე სიტყვებით და შეფასებებით, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

30 მარტი 2026, 17:09

მსოფლიო

ბრიტანეთმა Apple-ის შვილობილი კომპანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის დააჯარიმა

Apple-ის ირლანდიაში რეგისტრირებულმა ფილიალმა შავ სიაში შეყვანილ რუსულ კომპანიას 2022 წლის ივნისსა და ივლისში, ჯამურად 635 ათასი გირვანქა სტერლნგის ოდენობის თანხა ორჯერ გადაურიცხა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსული სტრიმინგ პლატფორმა, რომელთან ტრანზაქციის გამოც Apple-ი დაჯარიმდა, 2022 წლის მაისამდე რუსეთის უმსხვილეს ბანკს, „სბერბანკს“ ეკუთვნოდა.

30 მარტი 2026, 17:01

საზოგადოება

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საქმიანობის ანგარიში კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ წარადგინა. მისი თქმით, კონსერვატორია საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 2025 წელს კონსერვატორიამ პირველად მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია და მოიპოვა ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელების უფლება.

30 მარტი 2026, 16:31

პოლიტიკა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.

30 მარტი 2026, 16:29

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო: ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

ვახტანგ ცინცაძე

30 მარტი 2026, 16:07

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

დონალდ ტრამპი

30 მარტი 2026, 16:03

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან“ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

„მიღწეულია დიდი პროგრესი, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით შეთანხმებას მალე არ მივაღწიეთ (რაც, ალბათ, მაინც მოხდება) და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მშვენიერ სტუმრობას ირანში მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილისა და კუნძულ ხარკის (და შესაძლოა ყველა გამამტკნარებელი ქარხნის!) აფეთქებითა და სრული განადგურებით, რომლებსაც ჩვენ მიზანმიმართულად ჯერ არ შევხებივართ, - წერს ტრამპი.

30 მარტი 2026, 16:02

პოლიტიკა

დიასპორის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობისა და 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.