რიმა ბერაძე: მოუთმენლად ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, სულ მალე, საბოლოოდ გავაჯანსაღებთ პოლიტიკურ ველს, სადაც აგენტების და ქვეყნის მტრების ადგილი არ არის
რიმა ბერაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენს ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა მოგვეცა საშუალება ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ. ქვეყნის მტრები და აგენტები ვეღარასოდეს შეძლებენ ზიანი მიაყენონ მოსახლეობას, ისინი დაიკავებენ კუთვნილ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავის გამოსვლაში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება გადავწყვიტეთ, უარი ვთქვით გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებაზე, უარი ვთქვით სხვის ომში ჩვენი ხალხის გაწირვაზე, მტკიცედ გავაგებინეთ ყველას, რომ გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებზე მიიღება მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, დაიწყო ღია დაპირისპირება ჩვენი ხელისუფლების შეცვლის და ქართველი ერის განადგურების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ძალები გაერთიანდა, ამ პატარა ერმა, რთულ მსოფლიო პოლიტიკურ ქარტეხილებში, მაინც მოვახერხეთ გადარჩენა.
რას არ გვაბრალებდნენ: ხან რუსეთუმეები ვიყავით, ხან ვითომ „რუსულ კანონებს“ ვიღებდით, ხან ქვეყანას ვარუსებდით, ხანაც უკანა ეზოდ ვღობავდით. რა არ დაგვაბრალეს თვითონ უცხოური ძალების აგენტებმა, რომ როგორმე მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი რევოლუციამდე მიეყვანათ“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, ქვეყნაში სისხლიანი რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა იყო და ამისათვის საჭირო კოლოსალური თანხები ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზით შემოდიოდა და სრულიად არ იყო გამჭირვალე.
„ასეთ ზეწოლას ხშირად ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ქვეყნებიც ვერ უძლებენ და რამ გადაგვარჩინა ჩვენ? სამშვიდობოზე ქვეყანა ჩვენმა სიმართლემ, უკომპრომისო სიმტკიცემ და ხალხის მხარდაჭერამ გაიყვანა. ყველა ჩვენგანი ვაანალიზებდით, რომ სასწორზე ერის განადგურება იდო და მზად ვიყავით საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვეცვა ქვეყნის ინტერესები. ქართველი ხალხი ბრძენია, მას საუკუნოვანი ისტორიული მეხსიერება აქვს და კარგად ცნობს მტერსა და მოყვარეს, ასევე იცის მოღალატეების ცნობა. ჩვენმა ხალხმა დაინახა ჩვენი ეროვნული დამოკიდებულება და გადამწყვეტ, ბოლო ორ არჩევნებში დაანახა მთელ მსოფლიოს სად დგას საქართველო.
საქართველო დგას მტკიცედ, საკუთარი ღირსების, მშვიდობის და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე!
ქართველი ხალხის ამ მხარდაჭერამ, ჩვენმა სიმტკიცემ და ამ ერთობამ გადაგვარჩინა და საშუალება მოგვცა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარების პროცესი. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შევძელით გაერთიანებული ოპოზიციის სრული ლუსტრაცია, ეს პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე გასულ წლებში“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ეკუთვნის.
„კომისიის დასკვნა დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე. ადამიანები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ რეჟიმს, ფაქტებით ასაბუთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ტოტოლიტარული რეჟიმის სიმძიმეს.
ყველა მოუთმენლად ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, სულ მალე, საბოლოოდ გავაჯანსაღებთ ქართულ პოლიტიკურ ველს, სადაც აგენტებისა და ქვეყნის მტრების ადგილი არ არის!
ჩვენს სიმართლეს კიდევ უფრო ამტკიცებს პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერებისთვის ბრალის წარდგენა. ყველამ მოვისმინეთ ჩანაწერები, სადაც ოპოზიციის ლიდერები ღიად და სიამაყით საუბრობენ იმაზე, როგორ გააქვთ ქვეყნიდან საიდუმლო ინფორმაცია, როგორ დადიან საქაღალდეებით და ითხოვენ ქვეყნისა და მისი ხალხის დასჯას“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 11:50
საზოგადოება
დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია
თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
01 აპრილი 2026, 11:46
მსოფლიო
თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
01 აპრილი 2026, 11:43
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო
ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
01 აპრილი 2026, 11:40
ტაბლოიდი
ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔
2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.
01 აპრილი 2026, 11:38
საზოგადოება
სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება
სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 11:33
პოლიტიკა
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.
01 აპრილი 2026, 11:31
საზოგადოება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
01 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.
01 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი
დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.
01 აპრილი 2026, 11:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.
01 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.
01 აპრილი 2026, 11:12
პოლიტიკა
ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.
01 აპრილი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.
01 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
მარკო რუბიო: თუ რთულ დროს ევროპელები საკუთარი ბაზებით სარგებლობის უფლებას არ მოგვცემენ, რა საჭიროა მაშინ ნატო?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი შექმნილი იყო არა მხოლოდ ევროპაში ამერიკული ბაზების განთავსებისთვის, არამედ საჭიროების ჟამს ევროპული სამხედრო ბაზებით სარგებლობისთვის.
01 აპრილი 2026, 10:55
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია⚽
ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.
01 აპრილი 2026, 10:39
ტექნოლოგიები
მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
01 აპრილი 2026, 10:37
მსოფლიო
რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.


