14 ნოემბერი 2025, 00:56 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: გამოვედით ნეიტრალიტეტის ინიციატივით და მოვთხოვეთ „ქართულ ოცნებას“, მკაფიო მესიჯები ევროკავშირთან მიმართებაში. იმ ორგანიზაციებში გაწევრიანებისკენ მისწრაფება, სადაც შენს ქვეყანას სუვერენიტეტს ულახავენ, თავის მოტყუებაა

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კაკაბაძე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება.

„„ომი მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა, უცოდინარობა - ძალა“ (ჯორჯ ორუელი).

დღევანდელი საქართველოს მიმართ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან გამოთქმული შეფასებები ჯორჯ ორუელის უკვდავ თხზულება „1984“-ს გვახსენებს, რომელსაც შეესიტყვება ქართულ რეალობაში კარგად ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის არქიფო სეთურის მოწოდება თავისი მოახლისადმი: „უკუღმა ასინეთა, უკუღმა!“ გავიხსენოთ საქართველოსადმი ამ სტრუქტურების თუ კონკრეტული ევროპარლამენტარების დამოკიდებულება:

1. ამერიკული „ფარას“ მსგავსი კანონის მიღება ევროპული ქვეყნებისთვისაც კარგი და საჭიროა, მაგრამ „ფარას“ ზუსტი ანალოგის კანონის მიღება საქართველოსთვის დამღუპველია, რადგან თქვენთან ეს კანონი რუსულიაო;

2. რუსეთთან ომი საქართველოსთვის კარგი და სასარგებლოა, დასავლეთისთვის - ცუდი და საშიშიაო;

3. სააკაშვილის რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო, ოცნების მმართველობა -სისხლიანიაო;

4. მიშას დროს თქვენი მშვიდობიანი მასშტაბური პროტესტები, სადაც ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, რადიკალიზმი იყო, მიშისტების დღევანდელი აქციები კი, სადაც სამთავრობო შენობები, პოლიციელები, კერძო თუ სახელმწიფო ქონებები იწვოდა და ნადგურდებოდა - მშვიდობიანი პროტესტიაო;

5. არჩეული ხელისუფლება არალეგიტიმურია, ხოლო ამომრჩეველთა უმრავლესობის მხრიდან 10 ჯერ დაწუნებული ოპოზიცია ლეგიტიმურიო;

6. ვადაგასული პრეზიდენტი ლეგიტიმურია, ხოლო პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი - არალეგიტიმურიო.

7. დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, სადაც ვერც ოპოზიციამ და მათმა წარმომადგენლებმა, ვერც საერთაშორისო დამკვირვებლებმა ვერ წარმოადგინეს მასობრივი გაყალბების ვერც ერთი ნიმუში, მაინც გაყალბებულია, რადგან ევრო-მონებმა ვერ გაიმარჯვეს და ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

8. ევროკავშირი არავის აძალებს ლგბტ თემთან დაკავშირებით მათ მიერ აღიარებული კანონმდებლობის მიღებასო და ამავე დროს იღებს 2026-2030 წლების სამოქმედო გეგმას, რომლითაც ნებისმიერი არასრულწლოვანიც უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაიტაროს სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლების დაუკითხავად და ამ კანონის მიღება ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო იქნებაო.

9. ევროპაში (მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში) რადიკალური პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და გაუქმება დემოკრატიაა, ხოლო საქართველოში იგივე ქმედება - დიქტატურაო.

10. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგად გამოქვეყნებული რეიტინგებით კანონის უზენაესობის ინდექსით, კორუფციის აღქმის ინდექსი, ადამიანური განვითარების ინდექსით, ეფექტიანი მმართველობის ინდექსით, ადამიანის თავისუფლების დონის ინდექსით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და მოლდოვა-უკრაინას ბევრად უსწრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკური ზრდის ტემპზე (საქართველო -9.4%, მოლდოვა - 1,5%, უკრაინა 2,5%), მაგრამ ევროკავშირი გვიცხადებს, უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ყველა პარამეტრით უსწრებსო.

ამიტომ და მხოლოდ ამიტომ გამოვედით ნეიტრალიტეტის ინიციატივით და მოვთხოვეთ „ქართულ ოცნებას“, მკაფიო მესიჯები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში, რადგან იმ ორგანიზაციებში გაწევრიანებისკენ მისწრაფება, სადაც შენს ქვეყანას სუვერენიტეტს ულახავენ, არაობიექტურად აფასებენ, სადაც არც გელიან, მხოლოდ თავის მოტყუება და მოქალაქეების ილუზიების ტყვეობაში დატოვებაა“, - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 13:17

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით შესული საჩივრების განხილვის ეს ეტაპი ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს... შეიძლება დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს – როგორც სახელმწიფოს, ისე მომჩივნებს. საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ისე არსებით ნაწილზე. ანუ ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა - საერთოდ, რამდენად შეიძლება მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება, საერთოდ, ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად, ეს განხილვის ეტაპი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

01 აპრილი 2026, 13:13

საზოგადოება

„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ

„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 13:10

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

01 აპრილი 2026, 13:06

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.

01 აპრილი 2026, 13:00

რეგიონი

ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს

რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 12:50

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი „ფარაზე“: ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

01 აპრილი 2026, 12:49

საზოგადოება

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

01 აპრილი 2026, 12:49

მსოფლიო

ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 12:36

პოლიტიკა

ძამაშვილი „ფარას“ კანონთან დაკავშირებულ „ენჯეოების“ საჩივარზე: ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. ეს ნიშნავს, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა სიცრუეა

ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით „ენჯეოების“ საჩივარზე, რომლითაც მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 12:31

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა

სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის პროექტი დროებით შეაჩერა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

01 აპრილი 2026, 12:27

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:16

მსოფლიო

WSJ: არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ითხოვს და ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად საამიროები ლობირებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისმიერ მოქმედებებს მწვანე შუქს აუნთებს. საამიროების დიპლომატებმა მოუწოდეს აშშ-ს, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებს, შექმნან კოალიცია, რომელიც სრუტის ძალისმიერი გზით გახსნაზე იზრუნებს.

01 აპრილი 2026, 12:15

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თანახმად, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განხორციელდება.

01 აპრილი 2026, 12:12

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:05

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

01 აპრილი 2026, 12:03

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

01 აპრილი 2026, 11:50

საზოგადოება

დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია

თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

01 აპრილი 2026, 11:50

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე, ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 11:46

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

01 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.