14 ნოემბერი 2025, 11:57 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი „ჰერტის სკოლის“ მიერ გახარიას დაქირავებაზე: ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა, იმისა, თუ როგორ ხდება მოქალაქეობით ქართველი პოლიტიკოსების დაქირავება იმისთვის, რომ შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ჰერტის სკოლის“ მიერ გიორგი გახარიას დასაქმებას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვხედავთ მსგავს ხაზს, რაც იყო სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში.

„მათ შორის NED-თან დაკავშირებული „ჰერტის სკოლა“, რომელიც NED-თანაც თანამშრომლობდა. ამ სკოლას პირდაპირ ხელფასზე აჰყავს ქართველი პოლიტიკოსი და ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის მათ შორის ეს ყველაფერი გაფორმებული. თითქოს, მან უნდა აწარმოოს კვლევა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და მისი დაფინანსება ასევე მოიცავს მის ვიზიტებს და ინტერვიუებს ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან.

პირდაპირ ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება. გასაგებია, რომ ეს ე.წ. ინტერვიუები სინამდვილეში არის სამივლინებო ხარჯები მისთვის, რომ იაროს სხვადასხვა დედაქალაქში, ბრიუსელში და ჰქონდეს პარტიული შეხვედრები ევროკომისიისა თუ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. ასე რომ, პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების დაქირავება იმისთვის, რომ გაატარებინონ თავისი დღის წესრიგი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გერმანიაში დაფინანსების დროს ყურადღებას აქცევენ დასაფინანსებელი პირის პოლიტიკურ აქტიურობას.

„როგორც წესი, შეზღუდვებია ხოლმე, როდესაც პოლიტიკოსზეა საუბარი, ვინაიდან არ მოხდეს იმ ინსტიტუციის პოლიტიზება და ამა თუ იმ პოლიტიკოსის პლატფორმასთან გაიგივება. აქაც კი საკუთარი ეთიკის სტანდარტებს გადაუხვია ამ დაწესებულებამ და პირდაპირ რადიკალი ოპოზიციონერი, ადამიანი, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი მძიმე დანაშაულებში, მათ შორის აქციის ძალადობრივად დაშლაზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომაც იმსჯელა, პირდაპირ აჰყავთ თანამშრომლად. ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა, იმისა, თუ როგორ ხდება მოქალაქეობით ქართველი პოლიტიკოსების დაქირავება, იმისთვის, რომ შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა, შესაძლებელია თუ არა გახარიას ექსტრადირება.

„იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი - მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა მათ შორის გერმანიაში, რა თქმა უნდა, ნაკლები იმედია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ამ შემთხვევაში ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონკრეტულად გახარიასთვის წაყენებული ბრალდებების შესახებ კი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროკურატურის შესაფასებელია.

„ორივე საკითხზე გამოძიება დიდხანს მიდიოდა. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წარედგინა გახარიასთვის, ბრალი წარდგენილია. ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტაცია, სასამართლო იმსჯელებს, რამდენად დასტურდება მისი ბრალი.

სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა საქართველოს ხელახალი გამოძიება. გიორგი გახარიამ თავად აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა იმ აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით რომელიც არანაირად არ აუქმებს იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქცია იყო პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი - ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ იმავე განაჩენში თქვა და შტურმის გამო სხვა ბრალდებულებიც არიან. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ყველაფერს სასამართლო დაადგენს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პარტნიორებმა ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარია დაასაქმეს. ის „ჰერტის სკოლის“ თანამშრომელი გახდა.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

01 აპრილი 2026, 13:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად, ყოველდღე, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე

როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, ვინ არიან პოლარიზაციის მთავარი ავტორები, კარგად ჩანს, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

01 აპრილი 2026, 13:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: კარგი იქნება, თუ „ფარასთან“ დაკავშირებულ სპეკულაციებს სამართლებრივად გაეცემა პასუხი

კარგია, რომ, მათ შორის, „ფარას“ თემაც სტრასბურგის სასამართლოში წავიდა, იმედია, რაც შეიძლება მალე დასრულდება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა.

01 აპრილი 2026, 13:45

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინოვაციის ჯილდო გადაეცა

აზიის განვითარების ბანკში (ADB) ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციის ჯილდო მიიღო. აღნიშნული ჯილდო კომპანიის მიერ განხორციელებული პროგრესის, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისა და სექტორში მიმდინარე რეფორმების ეფექტიანად განხორციელების აღიარებას წარმოადგენს. ინფორმაციას გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კირ სტარმერი

01 აპრილი 2026, 13:43

მსოფლიო

კირ სტარმერი: რა წნეხიც არ უნდა ხორციელდებოდეს ჩემზე, მაინც ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით ვიმოქმედებ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წნეხს განახორციელებენ გარედან მასზე და მისი გუნდის წევრებზე.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 13:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნატოდან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განვიხილავ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს ნატოდან გასვლის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ ომს არ შეუერთდა.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 13:17

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით შესული საჩივრების განხილვის ეს ეტაპი ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს... შეიძლება დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს – როგორც სახელმწიფოს, ისე მომჩივნებს. საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ისე არსებით ნაწილზე. ანუ ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა - საერთოდ, რამდენად შეიძლება მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება, საერთოდ, ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად, ეს განხილვის ეტაპი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

01 აპრილი 2026, 13:13

საზოგადოება

„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ

„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 13:10

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

01 აპრილი 2026, 13:06

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.

01 აპრილი 2026, 13:00

რეგიონი

ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს

რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 12:50

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი „ფარაზე“: ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

ვიქტორ ორბანი

01 აპრილი 2026, 12:49

მსოფლიო

ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს.

01 აპრილი 2026, 12:49

საზოგადოება

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 12:36

პოლიტიკა

ძამაშვილი „ფარას“ კანონთან დაკავშირებულ „ენჯეოების“ საჩივარზე: ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. ეს ნიშნავს, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა სიცრუეა

ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით „ენჯეოების“ საჩივარზე, რომლითაც მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 12:31

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა

სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის პროექტი დროებით შეაჩერა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

01 აპრილი 2026, 12:27

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:16

მსოფლიო

WSJ: არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ითხოვს და ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად საამიროები ლობირებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისმიერ მოქმედებებს მწვანე შუქს აუნთებს. საამიროების დიპლომატებმა მოუწოდეს აშშ-ს, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებს, შექმნან კოალიცია, რომელიც სრუტის ძალისმიერი გზით გახსნაზე იზრუნებს.

01 აპრილი 2026, 12:15

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თანახმად, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განხორციელდება.

01 აპრილი 2026, 12:12

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:05

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.