17 ნოემბერი 2025, 12:50 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, ამ საქმეში საკუთარ თავს ამხელს - თვითმმართველობის არჩევნების წინ უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით შემოაპარეს სააკაშვილი, რათა ქვეყანა აერიათ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, შესაბამისად, ამხელს საკუთარ თავს ამ საქმეში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფაქტები თვითონ ღაღადებენ სიმართლეს.

„აბა, ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი?! ვიცით, მხილებული არის იმ ადამიანის მხრიდან, ვინც უშუალოდ მის ტრანსპორტირებას ახდენდა. მისი შემოპარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეებში ორგანიზებული იყო უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ, კერძოდ, მისი ხელმძღვანელის მოადგილის გია ლორთქიფანიძის მიერ. სად არის დღეს გია ლორთქიფანიძე?! ისევ იქ არის. ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, შესაბამისად, ამხელს საკუთარ თავს ამ საქმეში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით საქართველოში შემოაპარეს სააკაშვილი, რათა ქვეყანა აერიათ. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ იმთავითვე ჩანდა, რომ უკრაინაში საქმე ომისკენ მიდიოდა.

„ეს კიდევ გვაფიქრებინებს, თუ რა იყო მეორე ეტაპი ამ ქაოსის მოწყობის, თუკი შეძლებდნენ, სააკაშვილს ჩააგდებინებდნენ ხელში ხელისუფლებას, მერე ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ უკრაინიდან ზარი გაისმებოდა, მიდით, საქართველო და შევარდით ახლა ერთ ან მეორე რეგიონშიო. ხომ არავის ეპარება ეჭვი, რომ ზუსტად ამას გააკეთებდნენ?! თავად ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორი პარტიები არ ამბობდნენ, რომ დაუწესებდნენ სანქციებს, ჩაკეტავდნენ საზღვრებს, წავიდოდნენ ესკალაციაზე. გახსოვთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება, რომ ერთი, 10 ათას რუს ჯარისკაცს აქ დავაკავებდითო, აქ რომ ომი დაგვეწყო. ეს უნდოდათ მათ! უნდოდათ, რასაც ეკა გიგაური ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეოს წარმომადგენელი ამბობდა, რომ შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ, ახლა რუსეთი სუსტი არისო; ეს არის რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ ასეთ ყოფას ჯობია, რომ ბომბები გვესხმოდეს და ჩვენი ბავშვები და ქალები იღუპებოდნენო. ეს ერჩივნა მას. აი, ეს უნდოდათ, მოეწყოთ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ და მათ შორის, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა ამის საშუალება არ მისცეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება

რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.

01 აპრილი 2026, 15:24

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

01 აპრილი 2026, 15:21

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.

01 აპრილი 2026, 15:17

რეგიონი

თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:13

რეგიონი

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.

01 აპრილი 2026, 15:01

პოლიტიკა

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:56

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01 აპრილი 2026, 14:54

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს - „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე აშშ-ში ვიზიტთან და უცხოელი პატრონებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით.

ბექა ვაჭარაძე

01 აპრილი 2026, 14:53

პოლიტიკა

ფოთის მერი ევროპის საბჭოს 50-ე პლენარულ სესიაზე: არჩევნების შედეგები ასახავს საზოგადოების თავისუფალ ნებას. ეს იყო არჩევანი სტაბილურობასა და განვითარებაზე, ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ მომავალს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე

ფოთის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

01 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:40

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის - ორი საფლავი.

01 აპრილი 2026, 14:33

ეკონომიკა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელევს.

01 აპრილი 2026, 14:28

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.

ლევან მახაშვილი

01 აპრილი 2026, 14:27

ეკონომიკა

ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი

კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.

მამა გიორგი გოგიჩაიშვილი

01 აპრილი 2026, 14:25

საზოგადოება

მამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება

მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა

01 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.

ზვიად ცაბაძე

01 აპრილი 2026, 14:10

საზოგადოება

„რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს

ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. ოპოზიციური მედიასაშუალებები ტირაჟირებენ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ზვიად ცაბაძის კომენტარს, რომელიც სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს.