imedi /  17 ნოემბერი 2025, 22:00 / სანდო წყარო

პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: პროექტი და ხელშეკრულება არის უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

იგლ ჰილსის" პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, როდესაც ერთ პროექტს ამხელა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, ბიუჯეტსა და დასაქმებაში, იქ საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სარგებელი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

„ეს არის უნაკლო პროექტი. რაც შეეხება თვითონ ხელშეკრულებას, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვან, რაზეც შეიძლება, შიში ჰქონდეთ. მაგალითად, ითვალისწინებს თუ არა ეს ხელშეკრულება, რომ, სიგიჟეს ვამბობ, მაგრამ გინდა თუ არა - 10 000 არაბი უნდა ჩამოსახლდეს საქართველოში და ასე შემდეგ, პირობითად ვამბობ. ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვან, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დასვან ნებისმიერი კითხვა. ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ბიუჯეტში, წელიწადში, საშუალოდ, პლუს 700 მლნ ლარი, რაც ორი სხვადასხვა ფორმით შევა ბიუჯეტში: ეს არის გადასახადები - დაახლოებით 500 მლნ და პლუს 200 მლნ მოგება ამ 33%-დან. ეს არის ეკონომიკაში დამატებითი შენატანი. დაახლოებით, 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, უზარმაზარი მასშტაბის ეფექტზეა საუბარი, ეს მეორე. რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. დასაქმება - აქაც კონკრეტული მონაცემები გამოვიტანეთ, რამდენი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება ქვეყანაში, უზარმაზარი მაჩვენებლებია. როდესაც ერთ პროექტს ამხელა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, ბიუჯეტში, დასაქმებაში, იქ საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სარგებელი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. სარგებელი არის უზარმაზარი, ნაკლი - არავითარი,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ოპონენტების ერთ-ერთი მესიჯია არაბიზაცია, რაც არის სპეკულაცია და მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტებს მოუსმინოს საზოგადოებამ და არა ცარიელ მესიჯებს, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე.

„რაზე საუბრობენ ოპონენტები, რომ სად წარმოუდგენიათ ასეთი ნაკლი და რისკები, ერთი მესიჯია - არაბიზაცია. აქ მინდა გავიხსენო, რომ 2022 წელს სამჯერ გაშალეს კამპანია რუსიფიკაციასთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას გაექცა ვითარება, იმდენი რუსი იყო შემოსული, რომ წალეკავდნენ საქართველოს, ეს უსაფრთხოებას შეუქმნიდა პრობლემას, უცბად რუსეთი გამოაცხადებდა, რომ ამ მოქალაქეების დასაცავად შემოიჭრებოდა საქართველოში, ათასი სიგიჟე ისმოდა მაშინ, რასაც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩვენი კეთილსინდისიერი თანამოქალაქეც აჰყვა, შეცდომაში შეიყვანეს ბევრი ადამიანი, ემოციური ფონი იყო და ეს გასაგებიცაა, ვერავის გაამტყუნებ ამაში. ამიტომ არის მთავარი, რომ არგუმენტებს მოუსმინოს საზოგადოებამ და არა ცარიელ მესიჯებს, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე. სამი ტალღა იყო ამ კამპანიის, ერთი - როცა დაიწყო ომი, პირველი ტალღა იყო მაშინ იმიგრაციის, მეორე იყო როდესაც ტურისტული სეზონი დაიწყო და მესამე იყო, როდესაც სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთის ხელისუფლებამ. სამი ტალღა იყო და სამივე შემთხვევაში ვეუბნებოდით ჩვენ ძალიან თამამად საზოგადოებას, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდით ყველაფერზე, ყველაფერი იყო კონტროლქვეშ და არავითარი რისკები არ იქნებოდა. რაც ვთქვით, ის შევასრულეთ სამი წლის თავზე.
რაც შეეხება ციფრებს, როცა არაბიზაციაზე არის საუბარი. მთლიანობაში, დაახლოებით, დაგეგმილია 16 000 ბინის, ან საცხოვრებელი სახლის გაყიდვა. აქ საუბარია, დაახლოებით, 5-6 წლიან პერიოდზე. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში, დაახლოებით, 3 000-მდე ბინა შეიძლება გაიყიდოს ორივე ლოკაციაზე ერთად, ჯამურად. ეს ეხება როგორც გონიოს, ისე კრწანისის ტერიტორიას. უცხოელებზე, ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, საშუალოდ, იყიდება 15 000 ბინა, 5-ჯერ მეტი და ამას არ შეუქმნია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები. აქ საუბარი ზედმეტია, რომ რაიმე დემოგრაფიული კატასტროფა შეიძლება შექმნას ამ პროექტმა. მითუმეტეს, აქ საერთოდ არ არის საუბარი კონკრეტულად არაბებზე. სამარცხვინო თემაა, რაზეც გვიწევს საუბარი, მაგრამ თუ ვინმეს კონკრეტული ეთნოსი არ მოსწონს, არაბი, ან რუსი და ა.შ. აქაც არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტული ეთნოსისთვის ამ ბინების გაყიდვაზე. რას ეფუძნებოდა Emaar-ის და Eagle Hills-ის ხელმძღვანელის განცხადება 60 %-იან ვარაუდთან დაკავშირებით. მათ აქვთ ძალიან კარგად გაშლილი მარკეტინგული ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამის გამო მას აქვს ეს მოლოდინი, რომ დაახლოებით 60%-იანი იქნება გაყიდვების მაჩვენებელი უცხოელებზე. თუმცა, გამომდინარე საფასო პოლიტიკიდან, ფასები, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება უშუალოდ კომპანიის მიერ, მაგრამ ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს საფასო პოლიტიკის შესახებ, სავსებით შესაძლებელია, რომ რაც არის სტანდარტული მაჩვენებელი - 80 % ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში აშენებულ ბინებს, დიდი ალბათობით ახლოს იქნება ამ მაჩვენებელთან, ჩვენი ვარაუდით. დანარჩენს ყველა ნახავს, როგორ წარიმართება ეს პროცესები. არც ერთ კონკრეტულ ეთნოსზე არ არის საუბარი, არის კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი, შესაბამისად, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია. თურქეთის საზღვრიდან საკმაოდ შორს არის, ეს არის ბათუმის მიმდებარე ტერიტორია, ათასი სპეკულაცია ვრცელდება, არც ღირს რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. რეალურად, შენდება სუპერთანამედროვე ტიპის სივრცე, რაც იქნება ახალი, მათ შორის, ტურისტული სივრცე, რაც ძალიან საინტერესოს და მიმზიდველს გახდის კონკრეტულად აჭარის რეგიონს, თბილისს. მხოლოდ და მხოლოდ უპირატესობა აქვს ამ პროექტს, არავითარი ნაკლი. დანარჩენზე ჩვენ ვიღებთ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა

EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

ბექა გიუნაშვილი

01 აპრილი 2026, 15:40

საზოგადოება

ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას

სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, - განაცხადა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:38

პოლიტიკა

მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული, მტკიცებულებაა, როგორ უსამართლოდ გვექცევიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება

რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.

01 აპრილი 2026, 15:24

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

01 აპრილი 2026, 15:21

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.

01 აპრილი 2026, 15:17

რეგიონი

თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:13

რეგიონი

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.

01 აპრილი 2026, 15:01

პოლიტიკა

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:56

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01 აპრილი 2026, 14:54

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს - „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე აშშ-ში ვიზიტთან და უცხოელი პატრონებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით.

ბექა ვაჭარაძე

01 აპრილი 2026, 14:53

პოლიტიკა

ფოთის მერი ევროპის საბჭოს 50-ე პლენარულ სესიაზე: არჩევნების შედეგები ასახავს საზოგადოების თავისუფალ ნებას. ეს იყო არჩევანი სტაბილურობასა და განვითარებაზე, ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ მომავალს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე

ფოთის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

01 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:40

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის - ორი საფლავი.

01 აპრილი 2026, 14:33

ეკონომიკა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელევს.

01 აპრილი 2026, 14:28

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.

ლევან მახაშვილი

01 აპრილი 2026, 14:27

ეკონომიკა

ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი

კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.