18 ნოემბერი 2025, 10:47 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: რა ღირს ევროპული სოლიდარობა? ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა იყო სტრატეგიული არჩევანი, რაც მათ კომუნალურ გადასახადების ქვითრებზე იკითხება

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

„გვიახლოვდება და სულაც, დაგვეწყო კიდეც გათბობის სეზონი - შეშა, გაზი, დენი. საკუთარი სახლების გადასახედიდან, იმ ქვეყნის პოზიციებიდან, სადაც უმადური მოსახლეობის კოეფიციენტი, ვინც არ აფასებს მშვიდობას და სტაბილურობას, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში - გავიხედოთ ჩვენი მისწრაფებების სანუკვარ გეოგრაფიაში“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ევროპული საზოგადოების უმრავლესობა ჯერ კიდევ უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა აშკარად იზრდება ამ ყველაფრით გადაღლილობა და მიმდინარე ზამთარი, დიდი ალბათობით, გახდება დაძაბულობის დამაგროვებელი მომდევნო ეტაპი.

„ევროკავშირი 2025-26 წლის ზამთარში ენერგეტიკული კატასტროფის გარეშე შედის - გაზის საცავები შევსებულია, მიწოდებები დივერსიფიცირებულია, სისტემები – გამძლე. ამიტომ ნუ დაუჯერებთ ევროსკეპტიკოსებს - თითქოს ევროპაში ენერგოარმაგედონია.

თუმცა მშვიდი ფასადის მიღმა იმალება გაცილებით ღრმა პროცესი: სოციალურ-ეკონომიკური გადაღლილობა, რომელსაც ზამთარი მხოლოდ მეტად გამოაჩენს. უკრაინის თემა კი, რომელიც უკვე გახდა ევროპული პოლიტიკური „დენთი", ამ ბზარებს კიდევ უფრო აძლიერებს. მართალია, ევროპა არანაირად არ გაიყინება, ზამთარი იქნება თბილი, თუმცა - ძვირი. ენერგიის ფიზიკური დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ საფასო სტრუქტურა მკვეთრად გაიზარდა. ელექტროენერგია და გათბობა კვლავ უფრო ძვირია, ვიდრე ეს 2022 წლამდე იყო, ხოლო ტარიფების კომპენსაციის მექანიზმები სახელმწიფო ბიუჯეტებს ტვირთად აწვება და გადამხდელებს აღიზიანებს.

გარდა იმისა, რომ ევროპელს ზამთარში სითბო ექნება, მას, ასევე, ექნება გაძვირებული გადასახადებიც, რომლებიც უკვე „ახალ ნორმად“ იქცა. სწორედ ეს ნორმალიზებული სირთულე წარმოშობს სოციალურ დაძაბულობას: ხალხი ვერ ხედავს, როდის დაუბრუნდება ცხოვრება ხელმისაწვდომ ჩარჩოებს.

სოციალური დაძაბულობა ევროპაში უკვე გადავიდა ფაზაში: „სადაც ვიწროა - იქ გაწყდეს“. ბოლო ორი წლის პროტესტები შემთხვევითი ეპიზოდები არ იყო და ისინი უფრო ღრმა კრიზისის ნაწილია:
გერმანია - სტაგნაციამ, ძვირმა ენერგიამ და ინდუსტრიის სუბსიდირებამ შექმნა უსამართლობის განცდა. ზამთარი აქ გაძლიერებულ პროტესტებს მოიტანს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მხარეში და გააძლიერებს მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს: „ჩვენ ვიხდით სხვების ომისა და სანქციების ფასს“;
საფრანგეთი - სოციალური ხარჯების შემცირება და ვაი-ვაგლახით დამტკიცებული „გაძნელებული ბიუჯეტი“ თითქმის გარანტირებულად გამოიწვევს გაფიცვებს ტრანსპორტსა და საჯარო სექტორში. ფრანგული ქუჩა კვლავ ყველაზე მგრძნობიარე პოლიტიკური ბარომეტრია;

სამხრეთ ევროპა - ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და საბერძნეთი ერთდროულად იტვირთავენ სულ ცოტა სამ კრიზისს: დაბალი ხელფასები, ძვირი იჯარა და შრომითი რეფორმები. ზამთარმა აქ შეიძლება მოიტანოს ადგილობრივი პროტესტების ჯაჭვი, განსაკუთრებით, ცხოვრების მაღალი ღირებულების წინააღმდეგ;

ცენტრალური ევროპა - პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ომის ჩრდილში ცხოვრობენ. მასშტაბური მშვიდობის მარშები ყველაზე რეალურია სწორედ აქ. დამატებითი აქტიურობა მოჰყვება უკრაინელი მიგრანტების სოციალური პაკეტების დებატებს, რომლებიც ზამთრის ფასების ზრდით კიდევ უფრო მძაფრდება.

რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ „ძაღლის თავის დამარხვა“ აქ სწორედ უკრაინულ ფაქტორშია: ზამთარი კვლავ აჩენს მთავარ კითხვას - რა ღირს ევროპული სოლიდარობა? რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა იყო სტრატეგიული არჩევანი და კომუნალურ გადასახადების ქვითრებზე ადვილად იკითხება: „ვიხდი არა მხოლოდ გაზის, არამედ გეოპოლიტიკის ტარიფსაც“.

ამ ყველაფრის ფონზე, ევროკავშირი ზრდის ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის და განიხილავს რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას, რისი შანსიც მინიმალურია. საზოგადოების უმრავლესობა ჯერ კიდევ უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა აშკარად იზრდება ამ ყველაფრით გადაღლილობა. მიმდინარე ზამთარი, დიდი ალბათობით, არ იქნება ერთბაშად „თლა“ კრიზისული, მაგრამ გახდება დაძაბულობის დამაგროვებელი მომდევნო ეტაპი. ასე რომ, მოსალოდნელია პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერება - „სტრატეგიული ევროპული კურსის“ მხარდამჭერებსა და „შიდა პრიორიტეტების“ მომხრეებს შორის;
ასევე, ველოდებით პროტესტების ზრდას იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური პრობლემა უკვე ქრონიკული გახდა;

რადიკალური პარტიების გაძლიერებას, რომლებიც ჰპირდებიან „მშვიდობას“, „სტაბილურობას“ და „გარედან მოხვეული ავანტიურების დასრულებას“.

გაზაფხულზე ევროპა შესაძლოა კიდევ უფრო სოციალური ნერვიულობითა და პოლიტიკური ფრაგმენტაციით შეხვდეს რეალობას, ვიდრე - ზამთრის დასაწყისში.

უკრაინული თემა კი კვლავ დარჩება ცენტრალურ ღერძად, რომლის გარშემოც ტრიალებს ენერგეტიკული გადასახადები, ბიუჯეტები და პოლიტიკური რისკები.

P.S.: მე კი დღეს შეშა უნდა მომიტანონ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 19:10

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 19:08

პოლიტიკა

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 აპრილი 2026, 19:07

მსოფლიო

ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

01 აპრილი 2026, 18:51

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 18:29

მსოფლიო

ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.

221577

01 აპრილი 2026, 18:29

საზოგადოება

დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.

ვატო ქიზიყურაშვილი

01 აპრილი 2026, 18:24

პოლიტიკა

ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში

ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

01 აპრილი 2026, 18:23

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.

01 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.

რატი იონათამიშვილი

01 აპრილი 2026, 18:16

პოლიტიკა

რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში

გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილი

01 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები

„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

ალის რუფო

01 აპრილი 2026, 18:12

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 18:03

მსოფლიო

მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 18:00

პოლიტიკა

პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.

თამარ იოსელიანი

01 აპრილი 2026, 17:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

01 აპრილი 2026, 17:58

მსოფლიო

მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს

Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 17:58

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.

01 აპრილი 2026, 17:54

მსოფლიო

Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს

ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

01 აპრილი 2026, 17:54

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას

იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.