18 ნოემბერი 2025, 19:22 / სანდო წყარო

მაია ბითაძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მიიღეს მონაწილეობა

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა მაია ბითაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ სტამბულში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მიიღეს მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თურქეთს სტუმართმოყვარეობისთვის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას სტამბოლში ჩვენი შეხვედრის მასპინძლობისთვის. წლევანდელი თემა - „მრავალმხრივი თანამშრომლობის აღორძინება დიალოგის გზით“, უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. იმ დროს, როდესაც გლობალური ვაჭრობა, დაკავშირებადობა და მდგრადი ზრდა კვლავ მშვიდობის საფუძველია, ჩვენი, როგორც პარლამენტარების პასუხისმგებლობა უფრო აშკარაა, ვიდრე ოდესმე. დღევანდელი საერთაშორისო გარემო გაურკვევლობით ხასიათდება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე ოკუპაცია ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ღრმა ზეწოლას ასახავს. ამ ვითარებაში, წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის პროგრესს.

„ეს რეალურ შესაძლებლობას ქმნის რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდისთვის. როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის სახელმწიფო, საქართველო მზადაა დარჩეს ნეიტრალური და საიმედო პარტნიორი, ხელი შეუწყოს მდგრად კავშირსა და მდგრადობას მთელ ჩვენს რეგიონში. ფაქტები თავისთავად მეტყველებს. საქართველოს როლი შუა დერეფანში სწრაფად იზრდება: მხოლოდ 2024 წელს, სატრანსპორტო ნაკადის მოცულობა 62%-ით გაიზარდა, ხოლო რკინიგზის მოდერნიზაცია სწრაფად ზრდის მის გამტარუნარიანობას. ამავდროულად, ახალი მაგისტრალების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების პროექტირება და მშენებლობა, წყალქვეშა კაბელის პროექტი სტრატეგიულ პოტენციალთან ერთად, გაცილებით მეტს წარმოადგენს, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ისინი ქმნიან საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური უსაფრთხოების საფუძველს, უზრუნველყოფენ ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო და საიმედო მარშრუტს, ამცირებენ გეოპოლიტიკურ რისკებს და აძლიერებენ ინვესტორების ნდობას. მაგრამ, ეს ყველაფერი შეუძლებელია ქვეყანაში მშვიდობის, გამჭვირვალე მმართველობისა და საგარეო სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე - რაც ჰელსინკის საბოლოო აქტის ძირითადი ვალდებულებაა. სწორედ ამიტომ უნდა ვისაუბროთ გულწრფელად ეუთო-ს როლთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დროს ზოგიერთმა აქტორმა სცადა ეუთო-ს ინსტრუმენტალიზება ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოში.

„ასეთი ჩარევა ძირს უთხრის ნდობას, აღვივებს პოლარიზაციას და ასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას, იმ დროს, როდესაც რეგიონი ებრძვის ომებს, დეზინფორმაციას, კლიმატურ კრიზისს და რესურსების დეფიციტს. მხოლოდ სანდო, მიუკერძოებელ ეუთო-ს შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილურობა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ მდგრადობას და იყოს პლატფორმა ნამდვილი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. საქართველო ატარებს თავის ზომაზე გაცილებით დიდ ღირებულებებს: თავისუფლებას, სუვერენიტეტს, მშვიდობასა და დაკავშირებადობას. როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, საქართველო მზადაა კიდევ უფრო გააღრმაოს თავისი როლი როგორც საიმედო პარტნიორმა და მნიშვნელოვანმა ჰაბმა - ხელი შეუწყოს უსაფრთხო ვაჭრობას, მდგრად მიწოდების ჯაჭვს და საერთო კეთილდღეობას სულ უფრო რთულ გლობალურ გარემოში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ საკუთარ გამოსვლაში.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 17:27

სამართალი

ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

01 აპრილი 2026, 17:26

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 აპრილი 2026, 17:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს

ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ბიძინა გიორგობიანი

01 აპრილი 2026, 17:19

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ

ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ნიკა ობოლაძე

01 აპრილი 2026, 17:18

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. თქვენ რომ გეგონათ, მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე - ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ვყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები

პარტია „ობოლაძე დემოკრატების" გენერალური მდივანი ნიკა ობოლაძე ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება.

მამა ირაკლი ჭინჭარაული

01 აპრილი 2026, 17:18

საზოგადოება

მამა ირაკლი ჭინჭარაული: ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი. მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია

ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.

01 აპრილი 2026, 17:17

სამართალი

„POSTV“-ის ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტებმა ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს

„POSTV“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს „POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.

01 აპრილი 2026, 17:14

პოლიტიკა

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 17:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.

01 აპრილი 2026, 17:11

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 17:10

მსოფლიო

მომავალ წელს ტალინის 20 სკოლაში გაკვეთილების რუსულ ენაზე ჩატარება იქნება ნებადართული

ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა გრძელვადიანი და დინამიკური პროცესია, რომელიც კადრებით დაკომპლექტებასა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

01 აპრილი 2026, 17:07

საზოგადოება

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

გიორგი გამსახურდია

01 აპრილი 2026, 16:59

პოლიტიკა

გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე: ეს ის ხალხია, მიშას „ნაშებზე“ საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევს - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება

გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას "ნაშებზე" საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. "რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და საოჯახო საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ნორმალურად რომ მიიჩნევენ. ზუსტად აქ ჩანს ნათლად მათი ეკლესიისადმი და სასულიერო საკითხებისადმი დამოკიდებულება. პირადად მაინც არ მქონდეს მათგან მოსმენილი მაგათი მიდგომები მსგავს საკითხებზე," - წერს გამსახურდია.

01 აპრილი 2026, 16:54

კულტურა

საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

მიხეილ ყაველაშვილი

01 აპრილი 2026, 16:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.

01 აპრილი 2026, 16:40

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.

01 აპრილი 2026, 16:18

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.

კირ სტარმერი დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 16:11

მსოფლიო

ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

01 აპრილი 2026, 16:00

თავდაცვა

გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.

ფლორიან ფილიპო

01 აპრილი 2026, 15:57

პოლიტიკა

ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა

საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება.