პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს
მაია ბითაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სანქციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
„როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, აღნიშნული ნორმა დედაქალაქში 2019 წლიდან მოქმედებს და საკრებულოს მიერ უკვე განისაზღვრა ადგილები და დადგინდა შესაბამისი წესები, რომელიც ავალდებულებს მეწარმეებს, რიგ შემთხვევაში, რეალიზაციის დროს გამოიყენონ გარკვეული შესაფუთი მასალები იმისთვის, რომ აღნიშნული პროდუქტების რეალიზება იყოს უსაფრთხო.
მისივე თქმით, ცვლილების მიღების შემთხვევაში ანალოგიური ნორმა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება.
კანონპროექტის თანახმად:
• მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 5000 ლარით.
• მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2 500 ლარით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 20:31
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის სხდომაზე. „ქრონიკის სიუჟეტი“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის სხდომაზე. საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებები ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობას ეხებოდა.
31 მარტი 2026, 20:28
საზოგადოება
გლოვა ქართულ ეკლესიაში და სინოდის სხდომის მოლოდინი. პატრიარქის სურვილი და სასულიერო პირთა პოზიცია. „ქრონიკის სიუჟეტი“
მგლოვიარე ეკლესია და სინოდის სხდომის მოლოდინი. არაუგვიანეს 2 თვისა, ქვეყანას 142-ე პატრიარქი უნდა ჰყავდეს. ის საპატრიარქო ტახტს, სიცოცხლის ბოლომდე ჩაიბარებს.
31 მარტი 2026, 20:21
მსოფლიო
ტრამპი: ირანი მიწასთან გავასწორე, მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ ირანის ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება და სხვა ქვეყნებს თავად შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა.
31 მარტი 2026, 20:18
პოლიტიკა
სატელეფონო საუბარი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის - ხელისუფლება პოზიტიურ დინამიკას ხედავს და კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვაშინგტონი-თბილისი. სატელეფონო საუბარი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის. ორმხრივი ინტერესის სფეროები, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება - ხელისუფლება პოზიტიურ დინამიკას ხედავს და კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.
31 მარტი 2026, 19:56
მსოფლიო
ტრამპი: არც კი ვფიქრობ ირანის გამდიდრებულ ურანზე, ის იმდენად ღრმად არის დამარხული
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის არც კი ფიქრობს ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებზე, რომელთა ამოღებაც, ექსპერტების თქმით, გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თეირანმა არ შეძლოს ბირთვული იარაღის დაჩქარებული ტემპით შექმნა.
31 მარტი 2026, 19:52
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
პარლამენტმა 70 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 19:47
ეკონომიკა
Global Terrorism Index 2026: საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ნულოვან ნიშნულზეა, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აქცევს
საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტერორიზმის კუთხით.
31 მარტი 2026, 19:28
მსოფლიო
ჰეგსეტი: აშშ ბომბებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ვიდრე ირანი თავის ამბიციებზე უარს არ იტყვის
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ „ბომბებით აწარმოებს მოლაპარაკებებს“, ვიდრე ირანი თავის ამბიციებზე უარს არ იტყვის.
31 მარტი 2026, 19:18
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ საკითხებთან ერთად, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 19:11
მსოფლიო
ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და თეირანი გააფრთხილა, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
31 მარტი 2026, 19:04
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 19:01
საზოგადოება
აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
31 მარტი 2026, 18:52
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
31 მარტი 2026, 18:42
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, 74 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლითაც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესი იცვლება.
31 მარტი 2026, 18:38
პოლიტიკა
პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 82 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე „საქსტატის“ საბჭოს წევრების დანიშვნის წესს შეეხება.
31 მარტი 2026, 18:36
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:33
საზოგადოება
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:25
ჯანდაცვა
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 90 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
31 მარტი 2026, 18:19
მსოფლიო
თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწვავზე ფასები დაეცემა როგორც კი ირანთან ომი დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.


