18 ნოემბერი 2025, 23:39 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ხელისუფლების მიერ, დღემდე გატარებულმა პოლიტიკამ საქართველო ბეწვის ხიდზე გაატარა - ფაქტია, რომ ბიძინამ ყველას მოუგო და ეს მოგება დიდ წილად განაპირობა ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებულმა მისმა პოლიტიკამ

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ხელისუფლების მიერ, დღემდე გატარებულმა პოლიტიკამ საქართველო ბეწვის ხიდზე გაატარა, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

იგი პოსტში საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკას, ასევე მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნასთან და „პრორუსულობის“ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მიდგომებს მიმოიხილავს.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს...

როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოს მხრიდან პირდაპირი მოთხოვნა და წნეხი იყო იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა, ჩვენი ოპოზიცია პირდაპირ პასუხობს, რომ ეს არის ტყუილი, ამერიკა ამას არ მოითხოვდა საქართველოსგან, რადგან ეს იქნებოდა უბედურების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქართველ ხალხს ასე არ გაიმეტებდა.

სულ რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპის დიდ სახელმწიფოებს არ უნდოდათ რუსეთ-უკრაინის ომში ასეთი დიდი დოზით ჩართვა, მაგრამ უზარმაზარი წნეხი იყო აშშ-ს მხრიდან, რომ სწორედ ასე ღრმად ჩაბმულიყო ევროპა ამ ომშიო.
ამაზე ტრამპმა უპასუხა, რომ დიახ, იმისათვის რომ ეს ომი გაჩაღებულიყო, სწორედ ბაიდენის ბოლო ხელის კვრა დაჭირდა ამას.
რა გამოდის? როდესაც საქართველოს ხელისუფლება გაიძახის, აშშ-ს ელჩის მხრიდან უდიდესი წნეხის ქვეშ ვართ, რომ აუცილებლად გავხსნათ საქართველოში მეორე ფრონტი, ეს ოპოზიციისთვის ფეიკი, ტყუილი, ცილისწამება, პრორუსული განცხადებაა, ხოლო როდესაც უნგრეთის პრემიერი აშშ-ს მხრიდან ევროპელების მიმართ წნეხზე საუბრობს და ფაქტობრივად აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი ამ ფაქტს უდასტურებს, მაშინ ამაზე ოპოზიციას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, რადგან იცის, რომ ტრამპის და ორბანის ნათქვამის ფეიკად, ტყუილად, ცილისწამებად ან პრორუსულ განცხადებად შეფასება მათთვის წამგებიანია.

ოპოზიციის მხრიდან ეს ანტისახელმწიფოებრივი (და არა ანტისახელისუფლებო) პოზიცია სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავიხსენებთ, რომ მათი შეფასებით ამერიკული „ფარას“ კანონიც რუსულია, გამჭვირვალობა ზოგადად რუსულია, რუსულია ტელეკომპანია „იმედიც“, რომელსაც 3-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ყველა დანარჩენ ტელევიზიებს ჯამურად, პრორუსულია ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, მათი მილიონზე მეტი ამომრჩეველიც პრორუსი ყოფილა. და ა. შ. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს რუსული „ნადეჟდა“, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა პრო-რუსული ყოფილა და მაშინ რატომ დასჭირდებოდა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება?

სააკაშვილი პუტინთან შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებდა, პუტინი #1 პოლიტიკოსიაო, სალომე ზურაბიშვილი კი ლავროვს მსოფლიოს #1 დიპლომატად მიიჩნევდა, მანამდე, 2003 წელს რუსეთის გამოგზავნილმა ივანოვმა ნაცებს გადასცა ძალაუფლება, რის შემდეგაც ნაცებმა ჯერ სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსებს, ხოლო შემდეგ პროვოკაციული თუ გაუთვლელი ომის საშუალებით დამატებითი ტერიტორიებიც მიართვეს, რასაც საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და იქ რუსული ბაზების დაბრუნება მოჰყვა, ამის შემდეგაც რუსეთში კულტურულ ღონისძიებებს ატარებდნენ, სააკაშვილი ხელგაშლილი ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე, მათი ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ბიუჯეტიდან დღესაც რუბლებს იღებს. და ყოველივე ამის შემდეგ მაინც ბიძინა და ოცნებაა „პრორუსი“? მოკლედ ,ამაზეა ნათქვამი - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.

ხელისუფლების მიერ, დღემდე გატარებულმა პოლიტიკამ საქართველო ბეწვის ხიდზე გაატარა. შიდა და გარე მტრები გაფაციცებულები უყურებენ, როდის დაუცდება ფეხი, მაგრამ პრაგმატულად წარმოებულმა პოლიტიკამ დღემდე ის შედეგი გამოიღო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების მიუხედავად, რუსეთი ვერ ავლენს საქართველოს დაბომბვის სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ხდებოდა ამის წახალისება.

ფაქტია, რომ ბიძინამ ყველას მოუგო და ეს მოგება დიდ წილად განაპირობა ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებულმა მისმა პოლიტიკამ.

„ოცნების“ პოლიტიკოსები ზოგს მოსწონდა, ზოგს - არა, მაგრამ ხალხს სჯეროდა ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეული კურსის და ეს განაპირობებდა დიდწილად ბიძინას და მისი გუნდის გამარჯვებას 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებში.
ამჯერად მიმდინარეობს უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვის სხვადასხვა მოდელების დამუშავება და პრაქტიკული მცდელობები, თუმცა, დღემდე ვერც დაანონსებულმა ერთდღიანმა დამხობამ, ვერც ერთწლიანმა უწყვეტმა პროტესტებმა და ვერც ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მხარდაჭერილმა, წახალისებულმა „პროტესტის უწყვეტობამ“ შედეგი ვერ გამოიღო. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია: ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა დღეს ბევრად ჭარბობს ოპოზიციის მომხრეებს და არც უახლოეს მომავალში ჩანს, რომ ეს რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს", - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

01 აპრილი 2026, 16:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.

01 აპრილი 2026, 16:40

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.

01 აპრილი 2026, 16:18

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.

კირ სტარმერი დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 16:11

მსოფლიო

ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

01 აპრილი 2026, 16:00

თავდაცვა

გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.

ფლორიან ფილიპო

01 აპრილი 2026, 15:57

პოლიტიკა

ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა

საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება.

01 აპრილი 2026, 15:48

რეგიონი

გივი მიქანაძემ ონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა

EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

ბექა გიუნაშვილი

01 აპრილი 2026, 15:40

საზოგადოება

ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას

სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, - განაცხადა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:38

პოლიტიკა

მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული, მტკიცებულებაა, როგორ უსამართლოდ გვექცევიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება

რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.

01 აპრილი 2026, 15:24

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

01 აპრილი 2026, 15:21

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.

01 აპრილი 2026, 15:17

რეგიონი

თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:13

რეგიონი

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.

01 აპრილი 2026, 15:01

პოლიტიკა

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:56

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.