ეკა სეფაშვილი ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში მონაწილეობს
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე ქვეყნების ევროინტეგრაციის/ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების (COSAP)კონფერენციაზე.
დეპუტატმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საკითხებზე, რის წინაშეც საქართველო დგას.
„ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და ქვეყანა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, რათა შეძლოს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია.
„როგორც იცით, ამ წლის ბოლოს ევროკავშირის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში გაფართოების შესახებ, რომელიც აფასებს ქვეყნების პროგრესს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ეს ანგარიში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ არ იყო სიმართლეზე დაფუძნებული და არ ასახავდა ქვეყანაში არსებულ რეალობას.
მინდა რამდენიმე მომენტს გავუსვა ხაზი.
პირველ რიგში, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ ერთგული რჩება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა. ჩვენ ასოცირების შეთანხმების, დაახლოებით, 70%-ზე მეტი შევასრულეთ. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება არა მხოლოდ ჩვენი ვალდებულებაა, არამედ ეს არის ევროკავშირის მხარის ვალდებულებაც. მანაც უნდა შეასრულოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ, ევროკავშირი ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს- ვგულისხმობ დიალოგის პროცესს, რომელიც ევროკავშირის კომისიის მხრიდან შეჩერდა.
ევროკომისიის მხრიდან იყო ხმამაღალი განაცხადები, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი - რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს პროცესი არ არის შეჩერებული. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას, ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას და ევროპულთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ამ სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებენ ჩვენი საჯარო მოხელეები, ჩვენი სხვადასხვა ორგანოები. ჩვენი საშინაო დღის წესრიგი ისეა განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, რომ პირდაპირ ეთანხმება და პასუხობს ევროინტეგრაციის პროცესს.
2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთადერთი, რაც მოხდა, ის იყო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ვერ გამოეყენებინათ ევრობიუროკრატებს, როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და განვაცხადეთ, რომ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკებების
დაწყებას 2028 წლამდე არ მოვითხოვდით.
რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად მხოლოდ 2028 წელს ვიქნებით, რადგან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების სრული სპექტრი ამ დროისთვის შესრულდება. მანამდე,თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაფართოებისთვის მზად არ იქნებოდა 2030 წლამდე. ამიტომ, ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ 2028 წელს დაგვეწყო, როდესაც ასოცირების შეთანხმებას სრულად შევასრულებდით და როდესაც თავად ევროკავშირი იქნება მზად წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და გაფართოებისთვის, რათა კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთოს ევროპის ერთიან ბაზარზე.
ამჟამად რა ხდება? თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეწყვიტეს დიალოგი ქართულ მხარესთან, რაც, ვფიქრობ, დემოკრატიული ნაბიჯი არ არის, რადგან დემოკრატია დაფუძნებულია დიალოგზე, გაზიარებაზე, კამათზე. ევროკავშირის მხრიდან დიალოგის პროცესის შეჩერება, ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება და გაძლიერება. საქართველო მთელი ამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მხრივ, ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე,"- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე ქვეყნების ევროინტეგრაციის/ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების (COSAP)კონფერენცია, საპარლამენტო კომიტეტებისთვის ფორუმს წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში საპარლამენტო კომიტეტებს შეუძლიათ განიხილონ და ითანამშრომლონ ევროკავშირში (EU) ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რეგულარული შეხვედრების მეშვეობით ფორუმზე ხდება საშინაო რეფორმების, ევროკავშირის გაფართოების პროცესისა და საერთო გამოწვევების განხილვა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.
01 აპრილი 2026, 17:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.
01 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:07
საზოგადოება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
01 აპრილი 2026, 16:59
პოლიტიკა
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე: ეს ის ხალხია, მიშას „ნაშებზე“ საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევს - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას "ნაშებზე" საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. "რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და საოჯახო საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ნორმალურად რომ მიიჩნევენ. ზუსტად აქ ჩანს ნათლად მათი ეკლესიისადმი და სასულიერო საკითხებისადმი დამოკიდებულება. პირადად მაინც არ მქონდეს მათგან მოსმენილი მაგათი მიდგომები მსგავს საკითხებზე," - წერს გამსახურდია.
01 აპრილი 2026, 16:54
კულტურა
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
01 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.
01 აპრილი 2026, 16:40
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
01 აპრილი 2026, 16:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
01 აპრილი 2026, 16:11
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
01 აპრილი 2026, 16:00
თავდაცვა
გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.
01 აპრილი 2026, 15:57
პოლიტიკა
ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა
საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება.
01 აპრილი 2026, 15:48
რეგიონი
გივი მიქანაძემ ონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
01 აპრილი 2026, 15:40
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა
EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
01 აპრილი 2026, 15:40
საზოგადოება
ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას
სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, - განაცხადა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა.
01 აპრილი 2026, 15:38
პოლიტიკა
მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული, მტკიცებულებაა, როგორ უსამართლოდ გვექცევიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.
01 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება
რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.
01 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
01 აპრილი 2026, 15:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.
01 აპრილი 2026, 15:24
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.


