არჩილ გორდულაძე გიორგი შარაშიძეს: ჯერ კონსტიტუცია წაიკითხეთ, სანამ რამეს იტყვით. საგამოძიებო ფუნქციების მიცემა კონკრეტული ფორმის არმქონე დაწესებულებისთვის, აკნინებს პროკურატურას, შსს-ს, სუს-ს, რომელთაც საგამოძიებო ფუნქციები აქვს
არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ადამიანი, რომელიც კორუფციაზე საუბრობს და მისი პატრონი გაქცეულია ქვეყნიდან, ადამიანი, რომელმაც მილიონი კვადრატული მეტრი დაუკარგა ჩვენს ქვეყანას, წესით ხმას საერთოდ არ უნდა იღებდეს“ - ამ სიტყვებით მიმართა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიორგი შარაშიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე.
გორდულაძის პასუხი გიორგი შარაშიძის კითხვას მოჰყვა, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას ეხებოდა.
გიორგი შარაშიძე მიესალმება აღნიშნულ ცვლილებებს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დამოუკიდებელი ყოფილიყო და მას გამოძიების ფუნქციაც ჰქონოდა.
„თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ აუდიტის სამსახურში აღნიშნული საკითხის გადატანა არის სწორიო. ამავდროულად იქვე, ჩვენ მოგვმართეთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროსთვის უნდა მიგეცათ საგამოძიებო ფუნქციებიო და უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელიო. მე მოგიწოდებთ, რომ ჯერ კონსტიტუცია წაიკითხეთ, სანამ რამეს იტყვით და გაიაზრეთ რა გვიწერია ჩვენს მთავარ კანონში იმიტომ, რომ თქვენ პარლამენტის წევრი ბრძანდებით და როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით, თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ ურყევად დაიცვათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციას თუ წაიკითხავთ აღმოაჩენთ, რომ არსებობს სამართლებრივი სისტემა და წესრიგი, რომელზეც არის დაყრდნობილი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა. მათ შორის, ისიც, რომ საგამოძიებო ფუნქციების მიცემა კონკრეტული ფორმის არმქონე დაწესებულებისთვის, ეს პირველ რიგში, აკნინებს მაგალითად, საქართველოს პროკურატურას, რომელიც კონსტიტუციითვე გარანტირებულია, რომ არის დამოუკიდებელი და მისი ფუნქცია არის, რომ საგამოძიებო უფლებამოსილებები ჰქონდეს. ამავდროულად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამოძიების ფუნქცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, და თქვენ, ამბობთ, რომ უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გამოვაცალოთ მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციები და უნდა გადავცეთ არაკონსტიტუციურ ორგანოს. ახლა ეს თქვით და ვერ გაექცევით ამ თქვენს ნათქვამს. მათ შორის, როდესაც თქვენ თვითონვე ბრძანეთ, რომ დიახ, დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს უნდა გადაეცეს საკითხი“, - მიმართა შარაშიძეს გორდულაძემ.
როგორც არჩილ გორდულაძე აცხადებს, შარაშიძე აბსოლუტურ ტყუილებს ტირაჟირებს და მოუწოდებს, საკითხების უტრირებას თავი დაანებოს და ერთხელ მაინც თქვას სიმართლე.
„რაც შეეხება დანაშაულებს და დანაშაულების ჩადენას. დიახ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუ ვინმეს აქვს ჩადენილი დანაშაული კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის, თქვენი გაქცეული ლიდერიც, რომელიც ახლა წასულია, თვითონაც ვერ გაურკვევია ტრენინგებს ატარებს თუ კვლევებს და ერთი ჩვეულებრივი დაფინანსებული პირი გახდა უცხო ქვეყნის სამსახურში, რომელიც აქამდეც იყო. ყველაფერზე ხელმომწერი და ყველაფრის გამკეთებელი რომ გახდა, მათ შორის, მგონი, ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი არ დაუტოვებია ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ დგამდა. ახლა გამოდიხართ და მესაუბრებით, რომ დიახ, სწორს აკეთებთ, მაგრამ კეთილი უნდა გენებათ და არასწორი ნაბიჯები უნდა გადაგედგათო.
სამწუხაროდ ძალიან ბევრი ისეთი მითითება მივიღეთ, ევროპული ბიუროკრატიისგანაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო. მაგალითად, მიშელის შეთანხმება, რომელიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას გულისხმობდა მაგრამ დიახ, მოგვიწია ამის გაკეთება თქვენი ლიდერიდან გამომდინარე, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის წევრების გამოისობით, რომლებიც პარლამენტში თითი თითზე არ ადებდნენ, რომ კონკრეტული საკითხი გადაეჭრათ ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენი ქვეყნის ღალატის ხელმომწერები რომ ხართ, კონკრეტულად თქვენც, და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ წერილს წერილზე რომ იწერებით, როგორც შულავერის კომიტეტის წევრებს შეეძლოთ და აკეთებდნენ, იმავეს რომ აკეთებთ ახლაც თქვენ და უბრალოდ პატრონი რომ გყავთ შეცვლილი და ბოლშევიკური წიაღსვლიდან და შეგნებიდან რომ ვერ ხართ გამოსული, ახლა დგახართ აქ და აბსოლუტურ ტყუილებს ტირაჟირებთ. ძალიან კარგად ვიცით, ვინ ბრძანდებით თქვენც, ვინ არის თქვენი პატრონიც, ვინ არის თქვენი გუნდის ლიდერი, რომელიც ახლა სტიპენდიატი რომ გახდა სალომე ზურაბიშვილივით, პასუხისმგებლობას რომ გაურბის და აქ გულზე მჯიღს რომ იცემდა და ამბობდა, დიახ ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელიო და მერე ისე გაქრა, როგორც თვითმფრინავის კვალი იშლება ხოლმე ცაში, ამ მორალის ადამიანები ხართ თქვენ და გთხოვთ საკითხების უტრირებას თავი დაანებეთ და კეთილი ინებეთ, რომ ერთხელ მაინც თქვათ სიმართლე“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა
01 აპრილი 2026, 19:08
პოლიტიკა
პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.
01 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
01 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
01 აპრილი 2026, 17:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
01 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
01 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს
ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:54
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას
იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.


