imedi /  22 დეკემბერი 2017, 13:38 / სანდო წყარო

გორში აქციაზე დევნილმა თავი დაიზიანა

გორის საკრებულოს შენობასთან აქციაზე აფხაზეთიდან ერთ-ერთმა დევნილმა ვიტალი გამხუაშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ.

გორში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბინების უსამართლოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ სიაში იყვნენ, თუმცა საცხოვრებელი ფართით ვერ დაკმაყოფილდნენ. დევნილები გორის გამგეობის შენობაში არიან.

შენობასთან დაცვის პოლიციაა მობილიზებული. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია დღეს საჩივრებს განიხილავს. გორში დევნილებისთვის გადასაცემი ბინების სიები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან დევნილებს.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2026, 18:57

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური უსაფრთხოებისთვის - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით მოწვეულია უმაღლეს დონეზე

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

09 სექტემბერი 2026, 18:53

მსოფლიო

უკრაინული მედია: სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე კვლავ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ერთი წლის ვადით გაგრძელებაზე. ამის მიზეზი სლოვაკეთის პოზიცია გახდა.

09 სექტემბერი 2026, 18:44

მსოფლიო

მედია: უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე

უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას ამის შესახებ Telegram-არხები და რეგიონის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

09 სექტემბერი 2026, 18:16

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებები განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა.

ნიკოლოზ სამხარაძე

09 სექტემბერი 2026, 18:13

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 18:11

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს განხორციელებული აქვს 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. 2012 წელს თუ გვყავდა 8 ათასი მეზღვაური, დღეს უკვე 21 ათასი მეზღვაური გვყავს, რაც ნათლად აჩვენებს ზრდის ტენდენციას

2012 წლიდან დღემდე, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს განხორციელებული აქვს 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. 2012 წელს თუ გვყავდა 8 ათასი მეზღვაური, დღეს უკვე 21 ათასი მეზღვაური გვყავს, რაც ნათლად აჩვენებს ზრდის ტენდენციას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 18:10

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა

ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ამომრჩევლებმა საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - 2024 წელს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი სხვადასხვა პარტია რომ გააფერადეს, მხარს რას უჭერდნენ? - ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ და ხელისუფლებაში რომ იყვნენ რას გააკეთებდნენ? ამ ადამიანებს ანდობდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს?

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შავ დღეშია, მათ შორის ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე. ვხედავთ, რომ ქვეყანაში შავი ფულის შემოსვლა მინიმუმამდე დასულია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 18:04

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი დიდია - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი

ჩვენ გავამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2026, 17:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი

„კალასების, კოსების თუ სხვა ევროკომისრისა და არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლის განცხადებები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციასა და გულისწუხილს, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას არის მისული. სწორი შეფასებაა, შეგვიძლია დავეთანხმოთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.'' - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2026, 17:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევრო სტრუქტურების მიმართ სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იზრდება

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუროკრატების მხრიდან, რომელიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევრო ბიუროკრატებზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2026, 17:58

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე მარტა კოსის განცხადებაზე: მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?!

„ყველა კანდიდატ ქვეყანას მოუწოდებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ლიდერსა და ადმინისტრაციასთან არ გქონდეთ ურთიერთობა, თუ გინდათ ევროკავშირის წევრი გახდეთო. სკანდალია ხომ? ერთი კითხვაც არსებობს - ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ყველაფერზე რა პოზიციას აფიქსირებენ, ან საერთოდ დააფიქსირებენ თუ არა. კანდიდატ ქვეყნებს თუ უკრძალავ ურთიერთობას, მოქმედ წევრებზე რა ხდება?! მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?! მოქმედი ბიუროკრატია სრულიად აცდენილია რეალობასთან, სრულიად გასულები არიან დიპლომატიური ჩარჩოებიდან, პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობებში არიან შემჩნეულები და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ წესით გონიერი ადამიანი ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2026, 17:50

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროპული ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ თურმე გმირობაა სამართალდამცავი ორგანოსთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და ამ ყველაფერში ღიად, საჯაროდ ფულის გადახდა, შემდეგ სახელმწიფოსთვის დაბრალება, რომ ამაზე პასუხის მოთხოვნა თურმე არის დემოკრატიული უკუსვლა

„არსებობს ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიის წარმომადგენლები ევროკავშირის მხრიდან, რომელთა მიზანიც ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია 2022 წლის თებერვალში. უკრაინაში დაწყებული მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებულად გამძაფრებულები და აგრესიულები არიან არა მხოლოდ ჩვენი გუნდის მიმართ, არამედ არჩევანის გამკეთებელი ხალხის მიმართ“.

ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპი

09 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

მერცმა თეთრ სახლთან დაგეგმილი საუბარი გააუქმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ულტრამემარჯვენეებს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა , ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ რეგიონულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების საჯაროდ აღნიშვნიდან რამდენიმე საათში მიიღეს.

ალის ვაიდელი

09 სექტემბერი 2026, 17:38

მსოფლიო

ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს - „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურს

გერმანიის პარლამენტში ხმაური იყო. ერთმანეთს კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი დაუპირისპირდნენ. ვაიდელმა მერცი ქვეყნის გაკოტრებასა და ომის პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა, ასევე დაუწუნა მიგრაციული პოლიტიკაც.

გიორგი ვოლსკი

09 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

გია ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, რომელმაც არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები [გარეჯის], როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს.

ლევან მაჭავარიანი

09 სექტემბერი 2026, 17:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს

თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს, ერთის მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან, მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციაზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი ნატალი ჰარპი

09 სექტემბერი 2026, 17:27

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა ნატალი ჰარპსა და თეთრი სახლის სხვა თანამშრომლებს, სადღესასწაულო საჩუქრად 45 000 დოლარი გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ოთხ თანამშრომელს, მათ შორის აღმასრულებელ ასისტენტს ნატალი ჰარპს, მნიშვნელოვანი სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა - 45 000 დოლარი. ინფორმაციას The Guardian-ი, ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფინანსურ დეკლარაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

09 სექტემბერი 2026, 17:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას [„ასავალ -დასავალი“] უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღოს ამ პოლიტიკურ ასპარეზზე

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას [ასავალ-დასავალი] უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, დავით გარეჯის ირგვლივ საკითხზე საუბრისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

09 სექტემბერი 2026, 17:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი სპეკულაცია დავით-გარეჯთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული

„ნებისმიერი სპეკულაცია დავით-გარეჯთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი და იმედია, ყველაფერს ძალიან მალე მოეფინება ნათელი“, - აღნიშნა სამხარაძემ.