პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე: დიასპორა სულ უფრო მეტად გახდება სამიზნე, რომ მათი გამოყენებით, საქართველოს ხელისუფლებაში უცხო ძალებზე დაქვემდებარებული ძალები მოიყვანონ, ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს ეს წესი
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დიასპორა სულ უფრო მეტად გახდება სამიზნე უცხო ძალებისა, რომ მათი გამოყენებით, საქართველოში უცხო ძალების მიმართ ლოიალური და დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მოიყვანონ და ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს ეს წესი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები, მათ შორის ემსახურება დიასპორის უფლებების დაცვას და მათი წნეხისგან გათავისუფლებას.
პაპუაშვილმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ცდილობდნენ ზეწოლის განხორციელებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები პოლიტიკური პარტიისთვის თუ პოლიტიკოსისთვის მიეცათ არჩევნებში ხმა. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან მოიყვანა მიხაილ როთის ქმედებები, რომელიც 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
„საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან უცხო იურისდიქციაში, სადაც საქართველოს სახელმწიფო მათ ვერ იცავს, მათ შორის შეზღუდული აქვს დაცვის შესაძლებლობა საარჩევნო უფლების მხრივ. სულ უფრო მეტად იმატებს მსოფლიოში სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები. ამაზე საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატებშიც, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშიც, რომ ერევიან მათ არჩევნებში. ეს უპირველესყოვლისა ჩვენ ვნახეთ 2024 წელს, როდესაც ჩვენ არჩევნებში უხეშად, პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერივნენ, იმისთვის რომ დაედოთ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი. მათ შორის ევროკავშირის ელჩი ჩაერთო ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიაში, მიტინგებს მართავდნენ უცხო ქვეყნების მინისტრები აქ, და ახლა როგორ ვანდოთ მათ, რომ მათ ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებზე არ იქნება ზეწოლა, გავლენა, იმისთვის რომ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი დაიდოს. ამის ფაქტები არის, მათ შორის: ბატონი, როთი რომელიც გახლდათ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი, 2024 წლის არჩევნების წინ პირადად იყო ჩართული ბერლინში ამომრჩევლების მობილიზება-ზეწოლაში. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება, ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცი ხმა, კაი დედმამიშვილი ხარ იქ მყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიოს ხელისუფლების წარმომადგენელს. ჩართული ჰყავდათ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ასე შემდეგ. დიასპორა დააპირისპირეს დიასპორას და ჩვენ ვნახეთ ფაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში სხვა ქვეყნებში, სადაც დიასპორისვე წარმომადგენლები ემუქრებოდნენ მათ, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, რო ჩაუშვებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში თუ სხვა უწყებებში, რომ მომხდარიყო მათი დეპორტაცია. ასეთი საჯარო განცხადებაც იყო, სადაც ვნახეთ, რომ ერთ-ერთი ქართველი იმუქრება, რომ არჩევნები ჩაივლის და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე ინფორმაცია მიეწოდება ყველას, მათ შორის გერმანიის მთავრობას. ასეთი მდგომარეობა იყო 2024 წლის არჩევნების წინ, როდესაც დიასპორის წარმომადგენლების ზოგიერთი ნაწილი წააქეზეს საკუთარივე თანამემამულეების წინააღმდეგ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტებში თუ საგარეო საქმეთა სამინისტროებში შავი სიები გაეგზავნათ იმ ქართველებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეიძლება შემდეგ რაიმე ხინჯი მოენახათ მათი ყოფნის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით და დეპორტაცია მოეხდინათ.
ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ეფექტიანი ინსტრუმენტები გვქონდეს უცხო ქვეყნებში, ამიტომ იმისათვის, რომ მათ შორის დიასპორა იყოს დაცული წნეხისგან, ზეწოლისგან ვინაიდან ისინი სულ უფრო მეტად და მეტად გახდებიან სამიზნე უცხო ძალებისა, რომ მათი გამოყენებით, საქართველოში უცხო ძალების მიმართ ლოიალური და დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მოიყვანონ [ხელისუფლებაში], ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს წესი, რომელიც მოქმედებს ზუსტად იმ ქვეყნებში, სხვათა შორის, სადაც ჰყავთ ძლიერი დიასპორა. ეს ცვლილებები ემსახურება მათ შორის დიასპორის უფლებების დაცვას და მათგან წნეხის მოხსნას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ
იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
03 აპრილი 2026, 12:13
საზოგადოება
Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.
03 აპრილი 2026, 12:08
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 12:07
მსოფლიო
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება
რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.
03 აპრილი 2026, 12:03
საზოგადოება
„ასეთ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ასეთივე ვითარებაა ამ ეტაპზე პროგრამის მოქმედების არეალის სხვა მუნიციპალიტეტებშიც“ - ლაშა გეგეჭკორი ვიდეოს აქვეყნებს
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
03 აპრილი 2026, 11:55
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სჯერა, რომ რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება, უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, რა გააკეთონ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელს ისევ აკრიტიკებს და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
03 აპრილი 2026, 11:47
საზოგადოება
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა
სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს.
03 აპრილი 2026, 11:25
საზოგადოება
კობა კობალაძე ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის მოგონებების პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის შესახებ გამოცემული წიგნის -„მეშვიდე კონტინენტის ქართველის“ პრეზენტაცია გაიმართა.
03 აპრილი 2026, 11:23
მსოფლიო
POLITICO: აშშ-ს ირანში სამიზნეები ეწურება
პენტაგონს ირანში სულ უფრო ნაკლები დასაბომბი სამიზნე რჩება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 11:16
პოლიტიკა
სეფაშვილი: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა, ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც აგებულია ტყუილზე - საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ტყუილზეა აგებული.
03 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი იქნება გაფართოებული კრების წინმსწრები
სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი წინმსწრები იქნება გაფართოებული კრების, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.
03 აპრილი 2026, 11:13
რეგიონი
ბათუმის დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას და სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარდგება.
03 აპრილი 2026, 11:12
სამართალი
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
03 აპრილი 2026, 11:03
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:56
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
03 აპრილი 2026, 10:47
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:44
რეგიონი
ლევან მეხუზლა: რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:31
მსოფლიო
აბას არაღჩი: სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანში ხიდის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სამოქალაქო ობიექტების განადგურება ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.
03 აპრილი 2026, 10:27
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:25
სამართალი
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.


