ზურაბ ქადაგიძე: ევროპა ბოლომდე დაიქვემდებარა „დიფ სთეითმა", რომელმაც კონტინენტს ერთდროულად მოუტანა ენერგოკრიზისი, ინდუსტრიების გადინება ამერიკა-აზიაში და პოლიტიკური პარალიზება
ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
ჯეი დი ვენსის განცხადებას „ფანტაზიაა იმაზე ფიქრი, რომ თუ ჩვენ მეტ ფულს, შეირაღებას მივცემთ, ან სანქციას დავაწესებთ, გამარჯვება ახლოს იქნება“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.
მისი თქმით, ჯეი დი ვენსის ეს გზავნილი იდენტურია საქართველოს ხელისუფლების პოზიციის, რომელსაც წლების განმავლობაში არ იმჩნევდა ევრობიუროკრატია და რადიკალური ოპოზიცია.
„ფანტაზიაა, რომ მეტი ფული, მეტი იარაღი და მეტი სანქცია გამარჯვებას მოიტანს"- ჯეი დი ვენსის ეს გზავნილი ფაქტობრივად ისეთივე მკაფიო გაფრთხილებაა, როგორსაც საქართველო წლებია ავრცელებდა, მაგრამ ე.წ. ევრობიუროკრატია და ქართველი უსამშობლოები არასდროს იმჩნევდნენ, რადგან მათთვის საქართველო მეათეხარისხოვანი იყო და ყოველთვის ფასობდა, რა დავალება გაიცემოდა გლობალური "პოლიტ-კონიუნკტურისჩიკებისგან".
და რა დაგვემართებოდა, მათ გზას რომ გავყოლოდით? საქართველო დღეს აღმოჩნდებოდა იქ, სადაც უკრაინა და ევროპაა - ბიუროკრატიული ავანტიურის მძევალი.
სანქციებით ჩამოქცეული ეკონომიკა, ენერგოდამოკიდებული, სუვერენიტეტ ჩამოშლილი, მუდმივი პროვოკაციის ზღვარზე და თუ ბოლომდე გავყვებოდით „დიფ სთეითის ნარატივს“, ომით გაუბედურებული, ყოფილი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიებსაც დიდი სიამოვნებით გაინაწილებდნენ მავანნი!
ევროპა ბოლომდე დაიქვემდებარა „დიფსთეითმა“, რომელმაც კონტინენტს ერთდროულად მოუტანა ენერგოკრიზისი, ინდუსტრიების გადინება ამერიკა-აზიაში და პოლიტიკური პარალიზება.
უკრაინა კი გადააქცია ომისა და უბედურებების ველად, სადაც დაპირებები გაიცემა, მაგრამ გაცემული სიცოცხლე - უკან აღარასდროს ბრუნდება.
საბედნიეროდ, საქართველომ გაუძლო ზეწოლას და გონიერებით ცდილობს სამშვიდობოს გაიკვალოს გზა!
ვინც უცხოელი „აპარატჩიკების“ მითითებებს ბრმად კოპირებდა და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ კი არა “პროექტად” აღიქვამდა, დღესაც აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას, მაგრამ ქვეყანა უკვე სხვაგან დგას - რეალიზმში, სუვერენიტეტში და იმ პოლიტიკაში, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემყარება და არა ილუზიებს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ვეღარასდროს ვერაფერს დააძალებენ შანტაჟით, ტყუილებით და განსაკუთრებით, „ფსევდო-დასავლური“ ინსინუაციებით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 19:53
საზოგადოება
სიმონ გულედანი: ცხოველთა დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი დეზინფორმაცია, მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად
გავრცელებული ინფორმაცია ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.
01 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქზე, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
01 აპრილი 2026, 19:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:25
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი უარყოფს ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა.
01 აპრილი 2026, 19:20
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:20
საზოგადოება
გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია.
01 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:08
პოლიტიკა
პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.
01 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
01 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


