24 ნოემბერი 2025, 13:49 / სანდო წყარო

კახა კალაძე მედიაორგანიზაციების ევროპული ფონდებიდან დაფინანსებაზე: რატომ გიკვირთ? - ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რომ ფული შემოიტანონ და შემდეგ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებს მოახმარონ

კახა კალაძე

კახა კალაძე

„პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რათა საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპული ფონდებიდან საქართველოში მოქმედი იმ ონლაინ მედიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომლებიც სხვადასხვა პროექტთან, მათ შორის, არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

მისი განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც კი დაასახელა ის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს აფინანსებდნენ.

„რატომ გიკვირთ? პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რათა საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ საქმეებს. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით, რომ უცხოეთიდან შემოდის თანხა, რომელიც მიდის ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდება ექსტრემიზმის გაძლიერებას, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ამას ხომ არ ვიტყუებოდით? ხომ კონკრეტული ფაქტები ვაჩვენეთ საზოგადოებას? აშშ-ს პრეზიდენტიც გამოვიდა და დაასახელა ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალებებს აფინანსებდნენ. ხომ ყველაფერი ცხადი და ნათელია? ამიტომ არის გამჭვირვალობა და აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება Eagle Hills-ის ინვესტიციას, თბილისის მერი განმარტავს, რომ აღნიშნული პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.

„აღნიშნული ინვესტიციის წინააღმდეგ რატომ მიდის ბრძოლა? საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირდაპირ ინვესტიციას, თუნდაც ქართული სამშენებლო კომპანიების გაძლიერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და ა.შ. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯაროა. კომერციული საიდუმლოება არის კონკრეტულად კომპანიის მოგებასთან დაკავშირებული ციფრები, რასაც აქვს თავისი ახსნა. ეს კომპანია მარტო საქართველოში კი არ არის შემოსული? იგი სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს. ალბათ სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს ინვესტიციებს და რატომ უნდა იყოს საჯარო რომელიღაცა სხვა ქვეყნისთვის ის ინფორმაცია, თუ რა პირობებით არის ეს კომპანია საქართველოში შემოსული? ის ჩვეულებრივი კომპანიაა, თავისი ბიზნესინტერესები აქვს და ყოველთვის ეცდება, რომ თავისი ინტერესები დაიცვას, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მედია ორგანიზაცია „მთის ამბების“ მთავარ საერთაშორისო დონორებთან - „დოიჩე ველესთან“ და გერმანიის საელჩოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე აცხადებს, რომ სახელებს მნიშვნელობა არ აქვს - დაფინანსების წყარო არის ერთი.

„სახელები არაფერს ნიშნავს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თანხები, რომლებიც საქართველოში შემოდის, შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით შემოვიდეს, მაგრამ წყარო არის ერთი, გარედან. ვიცით, ვინ არიან არაფორმალური მმართველები, არაფორმალური მმართველობა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მტერია. სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, რომ ეს თანხები შემოიტანონ ფარულად და შემდეგ მიმართონ თუნდაც საპატრიარქოს, სარწმუნოების წინააღმდეგ. არ გახსოვთ კონკრეტული კამპანიები ამ ყველაფრის? ეს ყველაფერი გარედან იყო თავსმოხვეული და გარედან შემოსული თანხებით ხდებოდა აღნიშნული პერფორმანსების დაფინანსება. რომ ჩაეძიოთ და ნახოთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები თუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, იკვეთება ინტერესი, რომ ქვეყანაში არ იყოს სტაბილური სიტუაცია და სხვადასხვა ტრაგედია გამოყენებული იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განმარტა დედაქალაქის მერმა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია

წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:37

პოლიტიკა

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

ნანა ჩაჩუა

02 აპრილი 2026, 00:37

საზოგადოება

ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.

თამთა მეგრელიშვილი

02 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას

მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:07

პოლიტიკა

წულუკიანი რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება

ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას. თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:06

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: მიზანია, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ - ეს სანქცია პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას

ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ მორიგ ჯერზე შემოიჭრან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში იგივე ძალები, ვინც მანამდე „იმედში“ ნიღბებით შემოიჭრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 00:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული და ძალიან ლამაზი გამზირი

„რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ოპონენტების მიერ მუნიციპალიტეტის მერიისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არც ოპოზიციას და არც მის მიერ მართულ მედიას რეალური არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებულები.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ

ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, სანქციები აღარ არის მჭრელი იარაღი.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

წულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი

„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მიერ უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ

ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახელმწიფო თუ რელიგიურ ძალებს, სადღაც არ მოსწონდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - მცდელობაა ცალკეული მეუფეების დისკრედიტაციის, მათ შორის პატრიარქის მოსაყდრის და მსგავსი ტიპის დისკრედიტაციის კამპანია არ გვახსოვს. ვინ შეიძლება იყოს ჩართული ამაში, შესაძლოა ქვეყნის გარედანაც მონაწილეობდნენ?

ნინო ფოჩხუა

01 აპრილი 2026, 23:40

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება

მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 23:36

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ ძალიან მცირედით ვართ დამოკიდებულნი ჰორმუზის სრუტეზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მცირედით“ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვამაც გაზისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:36

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი

ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლო-ბოლო ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედეგი არ დგება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას. წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა მაინც უკვირს ოპოზიციის მიერ 26 მაისის თარიღის შერჩევა.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია

„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 23:20

მსოფლიო

Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 23:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი უწმინდესის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ

რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას. თეა წულუკიანს საერო ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მაქსიმალური სიმშვიდე შესძინოს.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:14

პოლიტიკა

კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან

რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:12

პოლიტიკა

კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას

თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია.