შალვა პაპუაშვილი: გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად - ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
უპირველეს ყოვლისა, მე კვლავ გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად, როდესაც ის შეაფასეს როგორც ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა, - განუცხადა ბულგარეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ.
„მეორე, რაც დაადასტურა დღეს სასამართლომ, არის ის, რომ ის წესები, რომლებიც მათ შორის საბანკო-საფინანსო სისტემაში არსებობს ევროპის კონტინენტზე, ძალიან ადვილად ირღვევა, როდესაც არაფორმალური მმართველობა ერევა ხოლმე ასეთ პროცესებში. რამდენიმე წელია ეს დავა მიმდინარეობს და ვნახეთ როგორ თავხედურად, უხეშად, ისტორიულად და ზოგადად, მსოფლიო საფინანსო სისტემაში ყველაზე რეპუტაციული ბანკის გამოყენებით, Credit Suisse-ის გამოყენებით როგორი ავაზაკური რეკეტი განხორციელდა. ამას ასე თავხედურად, ღიად, შუაგულ შვეიცარიაში აკეთებს ბანკი დაუსჯელად. ამას დღისით, მზისით ავაზაკურად უყურებდა მთელი ევროპა, უყურებდა მთელი საბანკო სისტემა, ევროპის მათ შორის და ნული რეაქცია ჰქონდათ ამაზე.
თქვენ გახსოვთ, მათ შორის ამ დავის მიმდინარეობის პერიოდში სტატიებს უბლოკავდნენ ბიძინა ივანიშვილს. განცხადებებს არ აქვეყნებდნენ მედიაში და რაც აჩვენებდა, რომ არაფორმალური მმართველობა ევროპის კონტინენტზე არა მხოლოდ საბანკო სისტემას მართავს ჩვეულებრივად ხელით, არამედ მედიასაც მართავს პირდაპირ ხელით და ბლოკავდნენ განცხადებებს თუ სხვა სახის მასალას მედიაში ამ დავასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის შეზღუდვები და სანქციები, რომლებიც თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აბსოლუტურად სასაცილო საბაბით იყო გამოგონილი, როგორც ჩანს შესაძლოა ახლა ეს გამოიყენონ საბაბად იმისთვის, რომ არ მისცენ მას წვდომა ანგარიშებზე.
„მესამე, ამ დავის ნაწილიც იყო ზუსტად ის, რომ სხვა შეზღუდვებიც მოეფიქრებინათ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ იცოდნენ რა, ეს იყო აბსოლუტური თავხედური ქცევა ბანკისა, რომელიც ადრე თუ გვიან სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდებოდა, ამ მომენტისთვის თავი დაეზღვიათ და სხვა მექანიზმები აემუშავებინათ. ამ მხრივ იყო კიდევაც ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ მას იმედი არ აქვს ვინმე კანონის უზენაესობას იმ დონეზე აღიარებს, რომ აი ამ მარცხის შემდეგ მაინც მისცენ შესაძლებლობა, რომ მას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ანგარიშებზე. ასე რომ, ის შეზღუდვები და სანქციები, რომლებიც თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აბსოლუტურად სასაცილო საბაბით იყო გამოგონილი, როგორც ჩანს შესაძლოა ახლა ეს გამოიყენონ საბაბად იმისთვის, რომ არ მისცენ მას წვდომა ანგარიშებზე.
მე ერთ რამესაც გავუსვამ ხაზს, ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდვაზე, რომელიც დააწესა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელსაც დღევანდელი ადმინისტრაცია მოიხსენებს როგორც „ავტოკალმის“ პრეზიდენტს, რომელმაც თვითონაც არ იცოდა რას აწერდა ხელს.
ასე რომ ზუსტად ახლა არის ის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა გაიაზროს კიდევ ერთხელ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაცია იღებდა სხვა ქვეყნების და ერების დასაზიანებლად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 23:02
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
01 აპრილი 2026, 22:57
საზოგადოება
გიუნაშვილი: ელიზბარაშვილის განცხადება, თითქოს ხდება ცხოველების ცოცხლად დაწვა, არის უმძიმესი დანაშაული – ცილისწამება. ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი მექანიზმი ჩემი და სააგენტოს საქმიანი რეპუტაციის დასაცავად
მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ 1 აპრილს გავრცელებული ვიდეომიმართვა არის ყალბი ინფორმაციის, აბსურდული ბრალდებებისა და ცილისწამების კრებითი მაგალითი, - წერს მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი ბექა გიუნაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც გიუნაშვილი აღნიშნავს, ეს ბრალდებები ემსახურება მისი, როგორც სააგენტოს დირექტორის და მთლიანად „შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს“ დისკრედიტაციას.
01 აპრილი 2026, 22:43
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით – ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას.
01 აპრილი 2026, 21:44
პოლიტიკა
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს
ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, - ასე შეაფასა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
01 აპრილი 2026, 21:18
ეკონომიკა
გიორგი გაბუნია: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა გაგრძელდება
ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გლობალური ადაპტაციის კორექტირებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
01 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
ტრამპი დღეს დაგეგმილ მიმართვაზე: მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ
დაძაბულობა აშშ-სა და ნატოელ მოკავშირეებს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის სამხედრო ალიანსიდან გაყვანას. ამის მიზეზად მან ევროპელი წევრების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკისთვის ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმა დაასახელა.
01 აპრილი 2026, 21:12
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.
01 აპრილი 2026, 20:58
საზოგადოება
სურსათთან შეხების მქონე პლასტმასის ჭურჭლის მოხმარება უკვე აკრძალულია - დარღვევა გაფრთხილებით ან ჯარიმით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, კონტეინერებისა და ჭიქების რეალიზაცია აიკრძალა. კანონდამრღვევს ათას ლარიანი ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია დაეკისრება.
01 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ვარლამ წიკლაური: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილი ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას - რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, რეალობა არის ერთი: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა
საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
01 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას - საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ.
01 აპრილი 2026, 20:51
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრის გადაფასებას ახდენს - იქნება ეს ჩვენი ჩართულობა ნატოში თუ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევისადმი უკრაინაში
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებების სრულ რევიზიას ახორციელებს.
01 აპრილი 2026, 20:49
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.
01 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: მიუსაფარი ცხოველები გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შემდეგ ისევ უკან, გარემოში აბრუნებენ
მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ, რის შემდეგაც გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში. იქ ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.
01 აპრილი 2026, 20:42
პოლიტიკა
ნინო ვარდოსანიძე: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.
01 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
„დიფ-სთეითის“ რებრენდინგი, ოპოზიციის დავალება და ხელისუფლების პოზიცია - „ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.
01 აპრილი 2026, 20:34
საზოგადოება
პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია
თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
01 აპრილი 2026, 20:26
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს
აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-ს.
01 აპრილი 2026, 20:26
სამართალი
ტერორისტული საფრთხე საქართველოში განსაკუთრებულად დაბალია - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2026 წლის ინდექსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.
01 აპრილი 2026, 20:23
სამართალი
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია - 72 საათში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები და 108 დაკავებული. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია. სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
01 აპრილი 2026, 20:22
საზოგადოება
დეზინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების შესახებ - პასუხი ცრუ კამპანიას, თითქოს ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა.


