07 დეკემბერი 2025, 17:20 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ევროპა ჯერ არ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მისი სამრეწველო სუვერენიტეტი გარკვეულწილად უკვე გადაეცა პეკინს", - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თუ ევროკავშირში არ იქნება ცვლილებები, არაა გამორიცხული, რომ "გეოპოლიტიკურ ბირჟაზე" მისი გაუფასურება მოხდეს.

„თუ ევროკავშირმა ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული სავაჭრო-გეოპოლიტიკურ „ბირჟაზე“ მისი გაუფასურებული აქციები ვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში, ჩინეთს პირდაპირი მნიშვნელობით არ შეუძლია „ევროკავშირის ყიდვა“, მაგრამ მას შეუძლია ეს „ნაწილ-ნაწილ“ გააკეთოს − ვალების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, პორტების, ენერგეტიკის, ინდუსტრიისა და ბაზრისადმი დამოკიდებულების მეშვეობით.

და დიახ, სწორედ ევროკავშირის შესუსტება, მისი გაკოტრება და ტრამპის პოლიტიკა ხსნის ამ შესაძლებლობების ფანჯარას ჩინეთისთვის.

ჩინეთი ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს როგორც „ინვესტორი“, არამედ როგორც ცივილიზაციური სტრატეგი, რომელიც:
ყიდულობს არა ტერიტორიებს, არამედ საკონტროლო კვანძებს; პირდაპირ არ იტაცებს პოლიტიკურ ძალაუფლებას, არამედ ქმნის მასზე შეუქცევად დამოკიდებულებას; ფინანსურ კრიზისებს იყენებს ახალ საბაზრო სივრცეში ხელსაყრელ წერტილებად.
ევროკავშირი თანდათანობით შედის დაგროვილი უკუსვლის ფაზაში, რასაც განაპირობებს ენერგეტიკული დამოკიდებულება აშშ-ზე; გერმანიის ინდუსტრიული დაცემა იაფი რუსული ენერგიის უარყოფის გამო; საფრანგეთისა და იტალიის ვალების კრიტიკული დონე; მიგრაციული კრიზისი.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის მზარდი განხეთქილება; თავდაცვის დამოკიდებულება NATO-ზე, ხოლო NATO-ს – აშშ-ზე.

ეს არის ცივილიზაციური დაუცველობის კლასიკური სიმპტომი, რომელშიც ჩინეთი ძალიან ფრთხილად, „მილიმეტრ-მილიმეტრში“ შედის. ამ კომბინაციაში ტრამპი ხელსაყრელ სტრატეგიულ ვაკუუმს ქმნის, ძალზე მარტივი ლოგიკით: „ევროპა – რომელიც არ იხდის, აღარაა ამერიკის მოკავშირე“, რაც ნიშნავს: ამერიკული სამხედრო ყოფნის შემცირებას, NATO-ს შესუსტებას,
ბრიუსელის „ცენტრის“ გაკოტრებას. ხოლო როდესაც აშშ გადის ევროპის კონტინენტიდან – ჩინეთი ავტომატურად ხდება მისი ალტერნატივა.

ჩინეთს რა თქმა უნდა არ შეუძლია „ევროკავშირის პირდაპირი ყიდვა“, მაგრამ ირიბად – აბსოლუტურად კი. ჩინეთმა ეს უკვე გააკეთა ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: საბერძნეთში – პირეოსის პორტი (COSCO-ს კონტროლი);
იტალიაში – ტრიესტის, ჯოია ტაუროს პორტები (წილობრივი მონაწილეობა);

ესპანეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში – საპორტო ლოგისტიკაში მნიშვნელოვანი წილი აქვთ.

გარდა ამისა, უნგრეთსა და სერბეთში საკვანძო სატრანსპორტო კავშირებს ფლობს; ჩეხეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში – ათობით ლოგისტიკური ცენტრი აქვს. გერმანიასა და ესპანეთში მზის ელექტროსადგურების მფლობელია; იტალიის ელექტროქსელებში – მეწილეა; საფრანგეთში წყალბადის პროექტებში აქტიური მონაწილეა. ისეთი ავტოკომპანიებით, როგორებიცაა BYD-ი, Geely-ი და სხვათა მეშვეობით, ჩინეთი: აქტიურად შედის ევროკავშირის ბაზარზე, წარმატებულად ანაცვლებს ადგილობრივ მწარმოებლებს, ევროპულ ქარხნებს საკომპლექტაციო ნაწილების წარმოებად გარდაქმნის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს. ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“ – ევროპა ჯერ არ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მისი სამრეწველო სუვერენიტეტი გარკვეულწილად უკვე გადაეცა პეკინს.

საერთაშორისო პროექტი: „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ინტენსიფიკაცია – ასევე პირდაპირ არის დაკავშირებული ევროპის დასუსტებასთან.

ბოლო სამი წლის განმავლობაში: BRICS, SCO, C5+1 და ახლა C5+სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა ჩინეთის მიერ შექმნილ არქიტექტურას, როგორც ევროკავშირის/აშშ-ის ალტერნატივას. ჩინეთი საგრძნობლად გაძლიერდა ცენტრალურ აზიაში: ყაზახეთის საექსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძინა; ყირგიზეთი და უზბეკეთი სატრანზიტო პროექტებში ჩართო; ამოქმედდა ახალი ლიანიუნგანგ-ალმატი-კასპიის ზღვის დერეფანი.

ასევე გაძლიერებულია ჩინეთის ეკონომიკური პოზიციები სამხრეთ კავკასიაში – კავკასია ერთადერთი სახმელეთო მასივია, რომელსაც შეუძლია ჩინეთი ევროპასთან დააკავშიროს აშშ-ის კონტროლის გარეშე.

ამიტომ, ჩინეთმა: გაზარდა ინვესტიციები საქართველოში; მონაწილეობს პორტების პროექტებში და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობაში; საქართველო „შუა დერეფნის“ ძირითად ელემენტად ჩართო. პარალელურად, ჩინეთი ორი გზით აძლიერებს „ევროპის ეკონომიკურ ალყას“:

აღმოსავლეთ ევროპის ღარიბი ქვეყნების (უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი) მეშვეობით;

ინდუსტრიულად სასოწარკვეთილი ლიდერების (გერმანია, იტალია, საფრანგეთი) მეშვეობით.
ერთადერთი – ჩინეთს არ შეუძლია აშშ-ის ჩანაცვლება ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით – მას არ აქვს

სამხედრო ბაზები ევროპაში, არ აქვს მზა უსაფრთხოების არქიტექტურა. მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით: ლოგისტიკაში, ენერგეტიკაში, ნედლეულის დამუშავებაში, სამრეწველო წარმოებაში – ჩინეთი ყოველთვის მიდის იქ, სადაც სისუსტე სასოწარკვეთილებაში გადადის.

ევროკავშირი დღეს სწორედ ასეთ მდგომარეობაშია"- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 08:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

02 აპრილი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

02 აპრილი 2026, 08:20

რეგიონი

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

02 აპრილი 2026, 08:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

02 აპრილი 2026, 08:06

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

02 აპრილი 2026, 07:09

მსოფლიო

NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ

NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:56

მსოფლიო

ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:32

მსოფლიო

ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:17

მსოფლიო

ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:11

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:00

მსოფლიო

ტრამპი მოკავშირეებს: მიდით ჰორმუზის სრუტესთან, უბრალოდ აიღეთ იგი, დაიცავით და გამოიყენეთ თქვენთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებს დაეკისრებათ. მან მოუწოდა მათ, „მოიკრიბონ აქამდე დაგვიანებული სიმამაცე“ და სათავეში ჩაუდგნენ ოპერაციას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე კონტროლის აღსადგენად.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 05:51

მსოფლიო

ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს განუცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“. მისი პროგნოზით, პროცესში ჩართულობა კიდევ ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია

წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

ნანა ჩაჩუა

02 აპრილი 2026, 00:37

საზოგადოება

ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:37

პოლიტიკა

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

თამთა მეგრელიშვილი

02 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას

მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.