ნანა კაკაბაძე: ხომ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე თქვენი მოკლეფეხება ტყუილები მალევე მჟღავნდება და რაც არ უნდა იძახოთ, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ქიმიური ნივთიერებებით მოგწამლათ ხელისუფლებამ და ა.შ. სიმართლე მაინც ყოველთვის იჩენს თავს
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
იმის ნაცვლად, რომ სარკეში ჩაიხედოთ, მომხრეთა რიცხვი გაზარდოთ და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოთ, რატომ იტყუებთ თავს და სხვებსაც ატყუებთ, რომ რადგან უმრავლესობას ვერ მივიმხრობთ, ამიტომ ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით დღე-დღეზე ძალადობრივად დავამხობთ მთავრობას და ისე მოვალთ ხელისუფლებაშიო?, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ნანა კაკაბაძე ვრცელ პოსტში მიმოიხილავს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიას და ამ კონტექსტში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით კონკრეტულ კითხვებს სვამს.
„შეკითხვა აკაცუკებს: ტრამპი რუსეთის აგენტია?
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული სტრატეგიისგან. ახლო აღმოსავლეთზე მსჯელობისას, ახალი სტრატეგია მწვავედ კრიტიკულია ევროპელი მოკავშირეების მიმართ და ნათქვამია, რომ ევროპა „ცივილიზაციური ეროზიის“ რისკის წინაშეა. ტრამპის ადმინისტრაცია წინააღმდეგობაშია ევროპულ მთავრობებთან, რომლებსაც „უკრაინის ომთან დაკავშირებით არარეალისტური მოლოდინები აქვთ“. ამასთან, ევროპის ქვეყნების ლიდერები დოკუმენტში დახასიათებულნი არიან როგორც „უმცირესობის, არასტაბილური მთავრობები“.
„ფართო ევროპულ უმრავლესობას მშვიდობა სურს, თუმცა მათი სურვილი არ ითარგმნება პოლიტიკაში, დიდწილად ამ მთავრობების მიერ ძირგამოთხრილი დემოკრატიული პროცესის გამო“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დაგმობილია ევროპული მთავრობების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნა „ევროპის იმ პატრიოტული პარტიების მიმართ, რომელთა მხარდაჭერაც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა“.
ბაიდენის სტრატეგიისგან განსხვავებით, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის მიერ წამოწყებულ „არაპროვოცირებულ ომზე“ და მისი შეკავება ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად იყო დასახული, წლევანდელ ვერსიაში საუბარია მხოლოდ „უკრაინის ომზე“. ამასთან, ფაქტობრივად არის მოწოდება ევროპელებისადმი, რომ მათ აღადგინონ ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან.
დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ნატოს შესახებ ჩანაწერი, რომ მხარს უჭერს ნატოს გაფართოების შეწყვეტას, რასაც რუსეთი ბოლო 25 წელია მოითხოვს. ახალი სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიის წახალისება და თავისი პოლიტიკური სისტემის თავს მოხვევა რეგიონული პარტნიორებისთვის და ნაკლები აქცენტი გააკეთოს ამ ქვეყნების შიგნით ადამიანის უფლებების დარღვევებზე. „ეს უნდა იყოს მშვიდობის, მეგობრობისა და ინვესტიციის ადგილი“ - ნათქვამია დოკუმენტში.
მართალია, საქართველო არ მოიაზრება გეოგრაფიულად ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ ჩვენი ქვეყანაც იყოს „მშვიდობის, მეგობრობისა და ინვესტიციის ადგილი“? როგორ დავიჯეროთ, რომ თქვენ მართლა ადამიანის უფლებები გაწუხებთ და არა სხვა ანგარებიანი წუხილები (გულუბრყვილო გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), როდესაც იმ ხალხის გვერდით დგახართ, ვინც ამ უფლებების დარღვევები სისტემად აქცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს?
ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვიცით, რომ მას თვალი უჭირავს ჩვენი და სხვა მეზობლების გადაყლაპვაზე, ისიც ვიცით, რომ თქვენი აზრით, მხოლოდ რუსეთის სამხედრო დამარცხება, დაშლა ან საერთოდ პირისაგან მიწისა აღგვა იქნებოდა ასეთი საშიში მეზობლისგან დაცვის ერთადერთი ვარიანტი, მაგრამ თუ აშშ-ს ადმინისტრაცია ხვდება, რომ ეს შეუძლებელია მსოფლიო კატასტროფის გარეშე, თქვენ რატომ ხართ უფრო ჭკვიანები, უფრო მამაცები და უფრო შორსმჭვრეტელები? რატომ ებრძვით საკუთარ სახელმწიფოს (დიახ, სახელმწიფოს და არა მთავრობას), რატომ ცდილობთ მისი განვითარების შეჩერებას (ან შეფერხებას მაინც)?
იმის ნაცვლად, რომ სარკეში ჩაიხედოთ, მომხრეთა რიცხვი გაზარდოთ და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოთ, რატომ იტყუებთ თავს და სხვებსაც ატყუებთ, რომ რადგან უმრავლესობას ვერ მივიმხრობთ, ამიტომ ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით დღე-დღეზე ძალადობრივად დავამხობთ მთავრობას და ისე მოვალთ ხელისუფლებაშიო? ხომ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე თქვენი მოკლეფეხება ტყუილები მალევე მჟღავნდება და რაც არ უნდა ხმამაღლა და სისტემატურად იძახოთ უსაბუთოდ, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ძალადობრივი მიტინგები მშვიდობიანი იყო, რომ ქიმიური ნივთიერებებით მოგწამლათ ხელისუფლებამ და ა. შ., სიმართლე მაინც ყოველთვის იჩენს თავს და ამიტომაც ვერ მრავლდება თქვენი რამდენიმეათასიანი მრევლი, რომელიც, სამწუხაროდ, არქიფო სეთურის მრევლს დაემსგავსა? რატომ ვერ ხედავთ, რომ „ბიბისის“ პროვოკაციას დამაჯერებლად გაეცა პასუხი და ამ მედია საშუალებამ ბოლო წლებში შელახული საკუთარი რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახა? რატომ არ გიხარიათ და პირიქით, რატომ იბოღმებით, როცა იგებთ, რომ 2024 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 9%-იანი იყო, ხოლო წელს - 7.6%-ს, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის ყველა ქვეყანას, დანიის გარდა, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის სტაბილური ბიზნესის რეგულაციების რეიტინგში საქართველო მე-15 ადგილზეა, რაც ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე მაღალია, გარდა 4-ისა, რომ გლობალური რეიტინგების უმეტესობაში ის ზოგადად აღემატება ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას?
რატომ ცდილობთ და გიხარიათ, რომ თქვენმა ევროპელმა მეგობრებმა ქვეყანას უვიზო მიმოსვლა გაუუქმონ (თქვენი ბოლო კოზირი!) და თუ ეს ვერ მოხერხდა, ხელისუფლების ჩინოვნიკების წინააღმდეგ მაინც დააწესონ ფართომასშტაბიანი სანქციები? მარაზმატიკი უილსონის და ვითომ მეგობარი ევროპელების იმედად რატომ გინდათ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა? სულ ერთი კვირის წინ არ იყო, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღფრთოვანება გამთქვა უკრაინელების მიერ შავ ზღვაში ორი რუსული ტანკერის აფეთქების გამო (რაც მკაცრად დაგმო თურქეთი პრეზიდენტმა ერდოღანმა), მაგრამ იქვე გააფრთხილა უკრაინელები, ასეთი რამ ბალტიის ზღვაში არ გააკეთოთ, რადგან ჩვენთვის საშიშიაო? სხვები თუ ზრუნავენ საკუთარ ქვეყანაზე, თქვენ რა დაგემართათ, რამ დაგბოღმათ და დაგაბრმავათ?
და ბოლოს, მთავარი შეკითხვა: ტრამპი რუსეთის აგენტია?“, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
02 აპრილი 2026, 08:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.
02 აპრილი 2026, 08:51
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.
02 აპრილი 2026, 08:35
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში
2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
02 აპრილი 2026, 08:20
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.
02 აპრილი 2026, 08:18
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.
02 აპრილი 2026, 08:06
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
02 აპრილი 2026, 07:09
მსოფლიო
NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ
NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.
02 აპრილი 2026, 06:56
მსოფლიო
ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.
02 აპრილი 2026, 06:32
მსოფლიო
ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.
02 აპრილი 2026, 06:17
მსოფლიო
ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.
02 აპრილი 2026, 06:11
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.
02 აპრილი 2026, 06:00
მსოფლიო
ტრამპი მოკავშირეებს: მიდით ჰორმუზის სრუტესთან, უბრალოდ აიღეთ იგი, დაიცავით და გამოიყენეთ თქვენთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებს დაეკისრებათ. მან მოუწოდა მათ, „მოიკრიბონ აქამდე დაგვიანებული სიმამაცე“ და სათავეში ჩაუდგნენ ოპერაციას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე კონტროლის აღსადგენად.
02 აპრილი 2026, 05:51
მსოფლიო
ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს განუცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“. მისი პროგნოზით, პროცესში ჩართულობა კიდევ ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება.
02 აპრილი 2026, 00:55
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია
წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
02 აპრილი 2026, 00:37
საზოგადოება
ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის
უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.
02 აპრილი 2026, 00:37
პოლიტიკა
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ
მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.
02 აპრილი 2026, 00:10
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე
ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.
02 აპრილი 2026, 00:08
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას
მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.


