09 დეკემბერი 2025, 15:16 / სანდო წყარო

პრემიერი: ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს ყალბი სიუჟეტის გამო. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს, ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა.

„ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ხედავდით, რომ სკანდალის შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ - ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ამ გამოძიების თაობაზე ჩვენგან ინფორმაცია, ყველას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას.

რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით. გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ეს ეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია, ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, სრული გამჭვირვალობის მზაობა არის ჩვენგან. რაც შეეხება მიმართვიანობას, ხუთმა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დღესვე. მინდა გავიხსენო, 9 აპრილის შემდეგ, როდესაც იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებითაც კი, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი საავადმყოფოები. იმიტომ, რომ როცა იყენებ ქიმიურ ნივთიერებას, შეუძლებელია, ამას არ მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები. ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია დოკუმენტაციასთან, ნივთიერებებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ვაპირებთ მივმართოთ Ofcom-ს, ანუ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

საპატრიარქო

28 აპრილი 2026, 00:58

საზოგადოება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

სხდომაზე მღვდელმთავრები ფარული კენჭისყრით, სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.

28 აპრილი 2026, 00:04

მსოფლიო

ბრიტანეთის მონარქი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა

ბრიტანეთის მეფე ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა.

27 აპრილი 2026, 23:21

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ბაიერნთან“ მატჩის წინ: თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ

„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

27 აპრილი 2026, 23:02

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები მიუნხენში - რა შეხვედრები და შეთანხმებები შედგა გერმანიაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გასაძლიერებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფებიან.

გიდეონ საარი

27 აპრილი 2026, 22:54

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება

ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უკრაინელი კოლეგის პოსტს, რომელშიც ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ჰქონდა ისრაელს შესაბამისი რეაქცია უკრაინის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე იმ გემთან დაკავშირებით, რომელმაც ჰაიფაში მოპარული ტვირთი ჩაიტანა“.

ირაკლი კირცხალია

27 აპრილი 2026, 22:52

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძეზე: ოპოზიციის მხრიდან არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში

აჟიოტაჟი არის იმიტომ, რომ იციან, რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მიხეილ მაღლაკელიძე

27 აპრილი 2026, 22:43

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

27 აპრილი 2026, 22:43

საზოგადოება

ზაზა დობორჯგინიძე: პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ქართული არხი, რომელზეც დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს ნათია კობერიძე, მოდელირებული „ქრონიკის“ წამყვანი

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ქართული არხი, რომელზეც დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს ნათია კობერიძემ, მოდელირებული ქრონიკის წამყვანმა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოცილურ ქსელში.

27 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

აშშ-ის პროკურატურამ კოულ ალენს პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა

აშშ-ის პროკურატურამ კოულ ალენს ბრალი სამი მუხლით წარუდგინა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის. მას ასევე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებული ორი დანაშაული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალენს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

27 აპრილი 2026, 22:37

პოლიტიკა

სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ხვალ პირველი მოსმენით გადის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მთავრობაში. მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება.

27 აპრილი 2026, 22:35

საზოგადოება

პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღდმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

27 აპრილი 2026, 22:34

საზოგადოება

აქტივისტების დაპირისპირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი აქტივისტები. დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევს. ალბი კორძაიას ბრალდებებს, რომელიც „ნაბიჯის“ დამფუძნებელს, ლუკა ჭოხონელიძეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, ოპოზიციონერ აქტივისტებში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა.

ირაკლი კირცხალია

27 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: სათვალავი აგვერია მერამდენე ალიანსი, მერამდენე ფანჩატური და მერამდენე სეზონის მერამდენე სერიაა, სანამ დავალებას მიიღებენ ქვეყნის გარედან. ერთმანეთის ჭამის სერიას აყურებინებენ ჩვენს საზოგადოებას

ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის მელიამ რა თქვა სააკაშვილზე, გვარამიამ რა იფიქრა და სააკაშვილმა რა შემოუთვალა ჩერგოლეიშვილს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

27 აპრილი 2026, 22:29

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე დიპლომატიური სამსახურიდან რეგიონს 8 წლის შემდეგ უბრუნდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად ემზადებიან აჭარის მთავრობაში. ზურაბ პატარაძე დიპლომატიური სამსახურიდან რეგიონს 8 წლის შემდეგ უბრუნდება.

ირაკლი კირცხალია

27 აპრილი 2026, 22:28

პოლიტიკა

კირცხალია: საზოგადოებამ კარგად ნახა, გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში თუ რა წარმატებებს მიაღწია შს სამინისტრომ, დამერწმუნეთ, იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს თავის საქმიანობას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

საზოგადოებამ კარგად ნახა, გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში თუ რა წარმატებებს მიაღწია შს სამინისტრომ ყველა მიმართულებით, დამერწმუნეთ, იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს თავის საქმიანობას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

კეროლაინ ლევიტი

27 აპრილი 2026, 22:24

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: „დემოკრატიულმა პარტიამ“ ქვეყანას თავს მოახვია მოსაზრება, თითქოს ტრამპი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას - ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს აჯერებენ, რომ ეს სიტყვები სიმართლეა

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა მოუწოდა „დემოკრატებს“, გადახედონ ტრამპის მიმართ „უსამართლო და კონფრონტაციულ რიტორიკას“.

კეროლაინ ლევიტი

27 აპრილი 2026, 22:13

მსოფლიო

თეთრი სახლი ტრამპის დემონიზაციასა და მის ჰიტლერთან შედარებას პოლიტიკური ძალადობის მიზეზად ასახელებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ძალადობაში ტრამპისა და მისი მხარდამჭერების „სისტემური დემონიზაცია“ დაადანაშაულა.

27 აპრილი 2026, 21:53

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

პარტიის ინფორმაციით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს. ინტერპელაციის წესით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პირებთან დაკავშირებული საკითხი განიხილება.

ირაკლი კირცხალია

27 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია - საქველმოქმედო ფონდმა ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელიც ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

ირაკლი კირცხალია განცხადებით, მან თავად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და ოპოზიციის ქმედებას აფასებს, როგორც უსუსურ ტყუილს, რამდენადაც „ფონდმა „ქართუმ“ ფული ასესხა თავის მეორე კომპანიას სიმბოლურ პროცენტში და თანხის დაბრუნების შემდგომ აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, კვლავ ქველმოქმედებას მოხმარდება.

კეროლაინ ლევიტი

27 აპრილი 2026, 21:51

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: თეთრი სახლის სამეჯლისო დარბაზი ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, კეროლაინ ეივიტმა თეთრი სახლის გაფართოების პროექტსა და ახალი სამეჯლისო დარბაზის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.