imedi /  25 დეკემბერი 2017, 12:00 / სანდო წყარო

დედოფალმა ელისაბედ მეორემ ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა

ელისაბედ მეორე

ელისაბედ მეორე

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

„მაქვს პატივი, გულთბილად მივულოცო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის დედოფლის მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

მანამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმაც მიულოცა.

„მისი უწმინდესობა ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეკლესიისა და მთელი ქვეყნის სულიერი წინამძღვარია. ეს ის უნიკალური მაგალითია, რომელმაც დროს გაუძლო. საეკლესიო სწავლებისა და ერის მომავლის დაცვაზე საუბრისას პატრიარქს არაერთხელ ღიად უსაუბრია ქართველი ხალხის ევროპული გზით სვლისა და ამ გზის მხარდაჭერაზე. ვამაყობ, რომ მან რამდენჯერმე მიმიღო და თავისი მოსაზრებები გამიზიარა. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა, ილია მეორეს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ჩემთვის დიდი პატივია, ქართველ ხალხთან ერთად მთელი გულით მივულოცო მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, აღსაყდრების 40 წლის იუბილე“, - განაცხადა ჰერმანმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.

საზეიმო ლიტურგიას პატრიარქი, მღვდელმთავრებთან ერთად, დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

სვეტიცხოველში ასევე არიან სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები. 

ტაძარში უკვე მივიდა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად. სვეტიცხოველში მთავრობის სხვა წევრებსაც ელოდებიან. 

ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს. 

უწმინდესს დღევანდელ დღეს პრემიერი სვეტიცხოველში მიულოცავს და ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს. 

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ეკლესიას სათავეში ილია მეორე ჩაუდგა. მაშინ 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეს 46 ეპარქია, პატრიარქის ჩათვლით 47 მღვდელმთავარი და 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია ქვეყანაში.

ელისაბედ მეორე

ყველა სიახლე

30 მაისი 2024, 14:30

მსოფლიო

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ოპოზიციური ტელეარხი, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარადგინეს

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ოპოზიციური ტელეარხი, რომლებსაც, მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქები ილან შორი და ვლადიმირ პლახოტნიუკი აფინანსებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭოს“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება.

მიხეილ სარჯველაძე

30 მაისი 2024, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტზე: საქმე გვაქვს სიმულაციასთან, გამჭვირვალობის კანონის ეფექტთან, თითქოს რაღაც პროცესები უნდა დაიძრას, რომელიც შეუქცევადი, ნეგატიური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ონში, ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 14:23

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება, - ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ნინო წილოსანი

30 მაისი 2024, 14:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს

„ფაქტობრივად ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს. ონიც მუნიციპალიტეტი თავად აწესრიგებდა ინფრასტრუქტურას და სრულად უზრუნველყოფდა იმას, რომ შემდგომში უბრალოს სერვისი განეხორციელებინა ამ ორგანიზაციას“, - აცხადებს წილოსანი.

ანტონიო ტაიანი

30 მაისი 2024, 14:20

მსოფლიო

ანტონიო ტაიანი: უკრაინაში არც ერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ ვაპირებთ - ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა გლობალური ომი ან მესამე მსოფლიო ომი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, ოფიციალური რომი უკრაინაში არც ერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

30 მაისი 2024, 14:06

ტაბლოიდი

კანადაში ქალი თავისი ძაღლებისთვის Lego-სგან სახლებს აშენებს🐶

ერთი დიდი სახლის ასაშენებლად ლორეტას 3 კვირამდე სჭირდება. ყველაზე დიდი ნაგებობა,, რომელიც ქალმა თავისი ძაღლებისთვის ააგო - 2 მეტრამდე სიმაღლის სახლია. ამასთან, ლორეტა ამბობს, რომ აშენებულ სახლებს ყოველთვის ანგრევს და შემდეგ იგივე დეტალებისგან ახალ ვერსიებს აწყობს.

30 მაისი 2024, 14:05

პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა, - ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

30 მაისი 2024, 14:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

30 მაისი 2024, 13:48

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

30 მაისი 2024, 13:47

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

გია აბაშიძე

30 მაისი 2024, 13:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოში „მაიდანი" ვერ მოხდება, ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე - ვადაგასული რევოლუციური სცენარები ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება" და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 13:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 13:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს, თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ, რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 13:19

მსოფლიო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. ვიდეო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. გერეროს შტატის ქალაქ კოიუკა-დე-ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ერთ-ერთ საკალათბურთო მოედანზე მოკლეს, სადაც ის მხარდამჭერებს ხვდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსს სულ მცირე 15-ჯერ ესროლეს.

მიხეილ სააკაშვილი

30 მაისი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით

ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე

თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგა ხაინდრავა

30 მაისი 2024, 12:45

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: საბაბი იპოვა ორმა მევახშემ ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!

„ონში „ფეა თრიიზის" მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით შეჩერებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. საბაბი იპოვა ორმა მევახშემ - ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!“

კაია კალასი

30 მაისი 2024, 12:40

მსოფლიო

კაია კალასი: მაიდნის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი - ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი იყო უკრაინული მაიდანის დემონსტრაციები - იქ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მოვიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იგივე გზით აირჩია ევროპული კურსი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ შევასრულებთ 9-პუნქტიან გეგმას, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, თუმცა ბურთი მათ მხარეს იქნება

„ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე კომენტირებისას მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე : გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწვლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია სტრასბურგის პრაქტიკასთან

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.