ქართველიშვილი: ყოფილი ჩინოვნიკები - არ არის მოქმედი ხელისუფლება, წარსულში ჩადენილი დანაშაულები - არ არის დღევანდელი პოლიტიკური კურსი, პარტიული წარსული - არაა „ინდულგენცია" და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
დავით ქართველიშვილი
IMEDI/ვიდეოკადრი
ბოლო თვეებში განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში კვლავ და კვლავ ჩნდება ინფორმაცია კორუფციული სკანდალების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება წარსულში მმართველ პარტიასთან გაიგივებულ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ისტორიები მიზანმიმართულად ან ინერციით ისე წარმოჩინდება, თითქოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების დღევანდელ „პირად შემადგენლობას" ეკისრებოდეს, რასთანაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს.
„ბოლო თვეებში განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში კვლავ და კვლავ ჩნდება ინფორმაცია კორუფციული სკანდალების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება წარსულში მმართველ პარტიასთან გაიგივებულ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ისტორიები მიზანმიმართულად ან ინერციით ისე წარმოჩინდება, თითქოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების დღევანდელ "პირად შემადგენლობას" ეკისრებოდეს, რასთანაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. თითქოს სახელმწიფოს ევალებოდეს კოლექტიური დანაშაულის საკუთარ თავზე აღება იმ ადამიანების გამოც, რომლებიც დღეს აღარ იმყოფებიან არც ხელისუფლებაში და არც ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში. ზუსტად აქ გადის ის პრინციპული ზღვარი, რომელიც მკაფიოდ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უნდა განისაზღვროს: ყოფილი ჩინოვნიკები - ეს არ არის მოქმედი ხელისუფლება, წარსულში ჩადენილი დანაშაულები - ეს არ არის დღევანდელი პოლიტიკური კურსი, პარტიული წარსული - არაა "ინდულგენცია" და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას თავის ასარიდებლად. სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს "ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს. უფრო მეტიც, ამ ზღვრის განზრახ დაბინდვა პირდაპირ აზიანებს მოქმედი ლიდერების რეპუტაციას და ძირს უთხრის ინსტიტუციური სახელმწიფოს იდეას.
დიდი ალბათობით, წარსულში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი სქემების ნაყოფია ქვეყანაში შემოსული ის 25 ათასი არალეგალი-მიგრანტი - რომლის შესახებაც ამ წლის გაზაფხულზე გვამცნო შს მინისტრის მოადგილემ. მაგრამ აქაც, პრობლემის ძირი - არა საკუთრივ მიგრანტებია, არამედ, სავარაუდოდ მისი "შემქმნელი" კორუფციული მექანიზმი. იმ პერიოდში, როდესაც ამ ჩინოვნიკების ნაწილი იკავებდა საკვანძო თანამდებობებს, საქართველოში შემოაღწია აზიური რეგიონის ათეულობით ათასმა მოქალაქემ. დიდი ალბათობით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბინადრობის ნებართვას იღებდა არა გამჭვირვალე და კანონიერ პროცედურებზე დაყრდნობით, არამედ ქრთამის, ფიქტიური საფუძვლების, ყალბი დოკუმენტებისა და შუამავლური სქემების მეშვეობით.
აქ აუცილებელია მკაფიოდ ითქვას:
პრობლემა არ არის ადამიანების წარმოშობაში, მათი კანის ფერში თუ სარწმუნოებაში. პრობლემა არის მათი არალეგალური ლეგალიზაციის მექანიზმებში. მიგრანტების ქსენოფობიური სტიგმატიზაცია - სახიფათო ჩიხისკენ მიმავალი გზაა. თუმცა იმ ფაქტის იგნორირება, რომ სავარაუდოდ, სწორედ კორუფციამ გახსნა ქვეყნის კარები უკონტროლო ნაკადებისთვის, კიდევ უფრო სახიფათოა. ეს ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ქმნის სახელმწიფო კონტროლის დაკარგვის განცდას.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლების დღევანდელმა "ლიდერშიფმა" ყოველგვარი გარედან თავსმოხვეული ისტერიკისა და "პერფორმანსების" გარეშე. პირველი და სავალდებულო ნაბიჯი არის ინსტიტუციური პასუხისმგებლობის მკაფიო გამიჯვნა. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს: თუ კი ადგილი ჰქონდა კორუფციულ ეპიზოდებს - პასუხისმგებლობა ეკუთვნის კონკრეტულ პირებს და მათი მოღვაწეობის კონკრეტულ პერიოდს. სახელმწიფო პასუხისმგებელია შედეგების გამოსწორებაზე, მაგრამ არა სხვისი დანაშაულის დამალვაზე. კოლექტიური პასუხისმგებლობა ოპონენტებისთვის მოსახერხებელი ლოზუნგია, თუმცა დამანგრეველია სახელმწიფოსთვის.
მეორე - უნდა გრძელდებოდეს გაცემული ბინადრობის ნებართვების აუდიტი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სრულად იძლევა საშუალებას ჩატარდეს რეტროსპექტული შემოწმება იმ ბინადრობის ნებართვებზე, რომლებიც გაიცა საინვესტიციო, შრომითი ან ჰუმანიტარული საფუძვლებით. ყალბი დოკუმენტები, ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებები, რეალური საცხოვრებელი ადგილის არქონა, ქრთამის ფაქტები - ეს ყველაფერი წარმოადგენს სტატუსის გაუქმების კანონიერ საფუძველს.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ: საუბარი არ არის მასობრივ დეპორტაციებზე, რომელსაც აქვს განხორციელების რთული, და ხშირად ხანგრძლივი სამართლებრივი პროცედურა - არამედ კანონის აღდგენაზე. ეს პრინციპული განსხვავებაა - როგორც იურიდიულად, ისე პოლიტიკურად. ბევრს მოეჩვენება, რომ 2025 წელს განხორციელებული 1130 დეპორტაციის ფაქტი არასაკმარისია - მაგრამ, კეთილი ინებოს და გაერკვეს ამ პროცედურის ნიუანსებს და ადვილად მიხვდება, როგორი სამართლებრივი ბერკეტებია აქ გასათვალისწინებელი.
მესამე - ქვეყანაში შესვლის კონტროლის გაძლიერება, უვიზო რეჟიმების დემონსტრაციული გაუქმების გარეშე. უნდა გამკაცრდეს სასაზღვრო ინტერვიუები, ვიზიტის მიზნის დადასტურება, ფინანსური რესურსების არსებობა, უკან დაბრუნების ბილეთი - ეს არის ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სტანდარტული პრაქტიკა. ეს არ არის „ხრახნების მოჭერა“, ეს არის ნორმალური სახელმწიფო კონტროლი. რაც შეეხება ქვეყანაში უკვე შეღწეულ კონტინგენტს: საკვანძო ამოცანაა - მკაფიო სეგმენტაცია. ყველა უცხოელი უნდა დაიყოს სამ ჯგუფად. პირველი - კანონიერად მცხოვრები და ინტეგრირებული პირები. მათ არ უნდა შეეხონ და მით უმეტეს, არ უნდა იქცნენ საზოგადოებრივი ისტერიის ობიექტად.
მეორე - ფორმალურად ლეგალური, მაგრამ საეჭვო სტატუსის მქონე პირები. მათი მდგომარეობა ექვემდებარება განმეორებით გადამოწმებას. და
მესამე - არალეგალური ან ფიქტიურად ლეგალიზებული პირები. მათ მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმები: ბინადრობის ნებართვის გაუქმება, გაგრძელებაზე უარი, ადმინისტრაციული გაძევება სასამართლოს გზით, დეპორტაციის პროცედურები. მაგრამ, აქაც - მასობრივი დეპორტაციები დაუშვებელია. თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს ინდივიდუალური, სამართლებრივად გამართული და პროცედურულად დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ ასცდება სერიოზულ პრობლემებს საერთაშორისო სამართლის კუთხით.
სახელმწიფომ დარტყმა უნდა მიეყენოს კორუფციას და არა ადამიანებს - თუ მექანიზმი არ დაიშალა, პრობლემა კვლავ დაბრუნდება. შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს მიგრაციის სამსახური, შუამავლები, უძრავი ქონების სააგენტოები, ფიქტიური დამსაქმებლები. აუცილებელია „პაკეტური ლეგალიზაციის სერვისების“ კრიმინალიზაცია და რამდენიმე ხმაურიანი საქმის მიყვანა გამამტყუნებელ განაჩენამდე. ერთი–ორი ხმაურიანი პროცესი უფრო ეფექტურია, ვიდრე ასობით განცხადება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, კონკრეტულად ვინ ყიდდა და ღალატობდა სახელმწიფოს, და არ ეძებოს დამნაშავეები კონკრეტული ეროვნებისა თუ რელიგიის ნიშნით.
და რაც მთავარია, მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების გათვალისწინებით - თუ ყოველივე ეს "ჩუმად" გაკეთდება, ხელისუფლება საინფორმაციო სივრცეში დამარცხდება. აუცილებელია მუდმივი ხმამაღალი განცხადებები: საქმე არ ეხება ეროვნებას ან რელიგიას, არამედ კანონის დაცვას. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ არა უკონტროლო დერეფანი - ჩვენთან უსაფრთხოება, დემოგრაფია და მიგრაციული პოლიტიკა სუვერენიტეტის ელემენტებია. აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები - ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან.
ხელისუფლების მოქმედმა შემადგენლობამ არ უნდა იმართლოს თავი, არამედ გადადგას მკვეთრი სამართლებრივი ნაბიჯები. მან უნდა იმოქმედოს კანონის, რეალური (და არა გამოგონილი) ციფრებისა და მონაცემების საფუძველზე - პერსონალური პასუხისმგებლობის დაყენების გზით. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი ერთდროულად შეჩერდეს არალეგალური ნაკადები, გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან, შემცირდეს საზოგადოებრივი დაძაბულობა და სახელმწიფომ დაიბრუნოს პასუხისმგებელი, სუვერენული და პრაგმატული ლიდერის სახე - ხმაურის, ისტერიკისა და ღირსების დაკარგვის გარეშე“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში - ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილის მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 12:57
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველო მტკიცედ რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული - არა შერჩევითად ან პირობითად, არამედ თანმიმდევრულად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასება უნდა იყოს დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სრულად ასახავდეს არსებულ რეალობას, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გოგი ფუტკარაძემ, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 აპრილი 2026, 12:54
პოლიტიკა
პეტერ პელეგრინი: საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
„ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდ მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურის აშენებაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც“, - განაცხადა პელეგრინიმ.
02 აპრილი 2026, 12:40
რეგიონი
„ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა
„რა არის „ექსპო ბათუმი 2026“ და რატომ არის იქ სტაჟირება განსაკუთრებული შესაძლებლობა, ამაასთან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტზე სტუდენტების შეკითხვებს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა. შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის, ექსპო ბათუმისა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
02 აპრილი 2026, 12:28
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-ის გარეშე ნატო სრულიად შიშველი რჩება
„სწორედ ამ მიზეზების გამო, და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტრამპს არ შეუძლია ნატოდან გასვლა სენატის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედის) მხარდაჭერის ან კონგრესის აქტის გარეშე, სავსებით შესაძლებელია, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველაზე საშინელი შიშები არ გამართლდეს. მართლაც, ოფიციალური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარეშეც კი, ამერიკას მოკავშირეები და ორმხრივი კავშირების შენარჩუნება მომავალშიც დასჭირდება. საბოლოო ჯამში, ანგლო-ამერიკული ალიანსი ნატოზე ბევრად ძველია. ხოლო ფრანკო-ამერიკული ალიანსი ჯერ კიდევ 1778 წლიდან იღებს სათავეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
02 აპრილი 2026, 12:23
მსოფლიო
POLITICO: მერცი სირიელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი სირიელების 80% 2029 წლისთვის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, საკუთარი კოალიციური პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 11:58
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.
02 აპრილი 2026, 11:38
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
02 აპრილი 2026, 11:37
ეკონომიკა
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group განახორციელებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.
02 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.
02 აპრილი 2026, 11:33
მსოფლიო
Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 11:31
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი. უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ
ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.
02 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს
სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა და უთითებდა, რომ კომისიის საქმიანობა ზღუდავს პარტიების თავისუფლებას.
02 აპრილი 2026, 11:09
საზოგადოება
ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით
ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.
02 აპრილი 2026, 11:02
პოლიტიკა
სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.
02 აპრილი 2026, 11:01
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.
02 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს
ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.
02 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ
გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.


