შათირიშვილი: საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ამ მდგომარეობამდე არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ მიიყვანა.
ამასთან ფილოსოფოსი ვრცელ წერილში მიმოიხილავს აშშ-ის დღევანელი ადმინისტრაციის ქმედებებს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ბრძოლა ე.წ. დიფ სთეითთან ყალბია.
„განვლილ თვეებში არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, რომელშიც კონკრეტული ფაქტების ანალიზით არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, უმეტესად „დიპ სტეიტის“ სახელით ცნობილი ჩრდილოვანი ძალები, სახეცვლილების მცდელობაში ვამხილე, ხოლო აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, ასევე მტკიცებულებების დონეზე დავადასტურე, რომ ისინი არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ, პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ.
ვინაიდან დღევანდელ სამყაროში საინფორმაციო ნაკადების მიმოსვლა არნახული სისწრაფით ხდება და საზოგადოებას, რომელიც გადატვირთულია პირადი თუ სამსახურებრივი საქმეებით, ნაკლები დრო რჩება გააანალიზოს გეოპოლიტიკური პროცესები, ასევე დაინახოს კულისებს მიღმა არსებული რეალობა, ჩემს ერთ-ერთ მოვალეობად მივიჩნევ, ქართველი ხალხი შევაიარაღო სიმართლით. ჩვენისთანა პატარა ერს ამ მოცემულობაში მხოლოდ და მხოლოდ გონივრული კოლექტიური გადაწყვეტილება გადაგვარჩენს, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი აღჭურვილი იყოს ანალიზზე დაფუძნებული სიმართლით. მით უმეტეს, რომ ხსენებული ჩრდილოვანი ძალები, დღეს სრულად აკონტროლებენ არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ მედიას, არამედ, ვითომდა კონსერვატიულ საინფორმაციო წყაროებსაც, საბოლოოდ კი, მრავალშრიანი პროპაგანდის ნიაღვარში სიმართლის გარკვევა უფრო და უფრო რთული ხდება.
როდესაც აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა, იყო განსაკუთრებული მოლოდინი, რომ დაიწყებოდა რეალური ბრძოლა ოლიგარქიული ოჯახების წინააღმდეგ. ამაზე მიუთითებდა პერსონალურად მისი განცხადებები, ამაზე მიუთითებდა მარკო რუბიოს, ჯეი დი ვენსის, ტულსი გაბარდის და სხვა მაღალჩინოსნების მძაფრი რიტორიკა, რომლებიც ყველა ბოროტების სათავედ სწორედ „დიპ სტეიტს“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) ასახელებდნენ. სიტყვებს მიღმა თითქოს ახალი ადმინისტრაციის ქმედებებიც გარკვეული იმედის საფუძველს იძლეოდა, როდესაც ტრამპის ბრძანებით ჯერ ამხილეს, ხოლო, შემდეგ დაფინანსება დაუხურეს და საქმიანობა შეუჩერეს ისეთ ფონდებს, როგორებიცაა USAID, NED და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, თუმცა, სამწუხაროდ მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მოქმედების ფორმებსა და მექანიზმებს, რაც საზოგადოებისთვის აშკარა და მიუღებელი გახდა, სახე უცვალონ.
არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე „დიპ სტეიტი“ - ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი შინაარსისა და ფორმის მქონე 10/15 ოჯახი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა ერთად მოდიან, ერთად ძარცვავენ მსოფლიოს და მართავენ მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილს, სრულად მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ღრმად აქვთ გადგმული ფესვები სხვა ქვეყნებში, თუმცა, ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ. დავუბრუნდეთ დონალდ ტრამპის ყალბ ბრძოლას „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ და რამდენიმე მოცემულობა გავაანალიზოთ. მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და სხვა ჩინოვნიკების რიტორიკა არაფორმალური გავლენების დანგრევის აუცილებლობისკენ იყო მიმართული, თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე მათ დაესახელებინოთ რომელიმე გავლენიანი ოჯახის გვარი, დაესახელებინოთ „ბლეკროკი“ და „ვანგარდი“, კორპორაციები რომლებიც ფლობენ უდიდეს აქტივებს და აერთიანებენ ამერიკის მთლიან სიმდიდრეს... თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიპ სტეიტთან“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) „მებრძოლ“ ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.
USAID - ი, NED - ი, ჯორჯ სოროსი, სპეცსამსახურები, შუა რგოლის მენეჯერები - როდესაც მოქმედი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას) უტევს, ძირითადად ამ სინდიკატს ახსენებს, მაგრამ საზოგადოება სულელი არ არის და კარგად აცნობიერებს, რომ ფონდებიც, ხელოვნურად შექმნილი ბიზნესმენებიც და შუა რგოლის მენეჯერებიც სპეცსამსახურებში მხოლოდ შემსრულებლები არიან, მათ უკან კი სწორედ 10/15 ოლიგარქიული ოჯახი დგას, რომლებიც განკარგავენ ყველაფერს და ასე გამალებით ცდილობენ საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვას, უხეშად რომ ვთქვათ - აყროლებული თემების გვერდზე გაწევას და რებრენდინგს. სწორედ არაფორმალური ოლიგარქების შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწეული ტერმინები - ევროპული და ამერიკული "დიპ სტეიტი", თითქოს, აშშ-ში ეს ძალა მარცხდება, ხოლო ევროპაში ძალებს იკრებს. ეს ყველაფერიც ტყუილია - არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ. ჩემ მიერ ხსენებული 10/15 ოჯახი ასეულობით წლებია ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ, ახლა რებრენდინგის გეგმას აწყობს ფორმალური გაყოფა, რომ როგორმე ამერიკას ყურადღება მოაშორონ და სიმძიმის ცენტრი ევროპაზე გადმოიტანონ.
არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი თემა, რაც აქამდე არ მიხსენებია და რაც პირდაპირ ამხელს ტრამპის სიყალბეს „დიპ სტეიტთან“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) ბრძოლაში. უფრო მეტიც, პირდაპირ ამხელს, რომ ის ოლიგარქიული ოჯახების მოკავშირეა და მათი დავალებით „რებრენდინგის“ პროცესში მონაწილეობს. კარგად გახსოვთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ რამდენიმე თვე, დონალდ ტრამპი ხმალამოღებული ებრძოდა ლგბტ იდეოლოგიას, იმუქრებოდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა და დაისჯებოდა ყველა, ვინც ცხოვრების ამ გაუკუღმართებული წესის პოპულარიზაციასა და დანერგვაში მონაწილეობდა. ჰოი საოცრებავ - იცით რამდენიმე დღის წინ რა მოხდა? იცით რა არ გააშუქა არც ლიბერალურმა და არც კონსერვატიულმა ამერიკულმა მედიამ? - რესპუბლიკური პარტიის კვოტით, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი. არადა, ტრამპის ადმინისტრაცია, უშუალოდ პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას სწორედ ამ თემაზე აგებდა და მართალიც იყო, როდესაც ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის.
ამის პარალელურად, სწორედ ტრამპი იყო ის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობას აძლევდა ამერიკელ ხალხს, რომ მკაცრად დასჯიდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხელს უწყობდნენ სხვადასხვა მეთოდით სქესის შეცვლის ოპერაციებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ამერიკაში ყოველწლიურად 10 000 ადამიანი იცვლის სქესს ქირურგიული ჩარევით, ხოლო, ამის მიღმა არაოფიციალური სტატისტიკა მინიმუმ სამმაგია. ეს ოპერაციები ჩაატარეს კონკრეტულმა ექიმებმა კონკრეტულ კლინიკებში, დააფინანსეს კონკრეტულმა ფონდებმა და ამ პროცესს პროპაგანდას უწევდა კონკრეტული მედიასაშუალებები. გინახავთ ვინმე დასჯილი? გინახავთ ეს თემა ტრამპის დღის წესრიგში? გინახავთ რომელიმე ექიმი განსასჯელის სკამზე? ცხადია არა - ეს თემაც ისევე ჩახსნა ტრამპმა დღის წესრიგიდან, როგორც ბევრი სხვა დაპირება „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლაში. ამ საკითხების მიღმა, გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად, მწყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და უიტკოფს, მათივე ეროვნების გავლენიანი პირი, ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის, „ბლეკ როკის“ მმართველი ლარი ფინკი შეუერთდა. ანუ რა გამოდის - არაფორმალური მმართველების უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს, ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს, პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს, ამიტომ მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას) ებრძვის? ვის გამოუცხადა ბრძოლა? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა. ამას ხომ უკვე პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს.
ცალკე ანალიზის თემაა ის მოვლენები, რაც დღეს ევროპის და ევროკავშირის გარშემო ვითარდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ცინიზმია ის, რა განცხადებებსაც ვისმენთ დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ევროპის შესახებ. „დემოკრატია აღარ არსებობს“, „ევროპის ეკონომიკა ინგრევა“, „მიგრანტები ანადგურებენ ევროპას“, „ევროკავშირში დიქტატურაა“... გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ეს განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, ილონ მასკმა, ჯეი დი ვენსმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. საკამათო არც ერთი მოსაზრება არ არის, მაგრამ მთავარ კითხვას ყველა გაურბის - ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ევროკავშირი? მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რომლის ხელდასმით, აგენტურული მთავრობები მინიმუმ 17 წელია მიზანმიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას. და სწორედ ახლა, თავიანთი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანით და წვრილფეხა აგენტებზე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მეთაურებსა და ევროკავშირის აგენტურულ ხელმძღვანელობაზე გადაბრალებით მათ სისრულეში მოჰყავთ გეგმის შემდეგი ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა, ქვეყანათა შორის არსებული ეკონომიკური კავშირების საბოლოოდ გათიშვა და გაერთიანების გაუქმება უნდა მოჰყვეს. აკი „გაჟონა“ კიდეც მედიაში საიდუმლო გეგმამ, რომელიც ევროკავშირიდან რამდენიმე ქვეყნის გამოსვლას ითვალისწინებს.
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნუ დაგვავიწყდება, რომ იქამდე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპას სრულად ჩაუხსნეს რუსეთისგან მომავალი იაფი ენერგორესურსი, ხოლო, კიდევ უფრო ადრე, გამოგონილი „მწვანე პოლიტიკით“ უარი ათქმევინეს და დაახურინეს ატომური ენერგიის მასშტაბური წყაროები. სწორედ ოლიგარქების დავალებით, ევროკავშირის დასაშლელად მოქმედებს დღეს „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) მიერ მართული აშშ-ის ადმინისტრაცია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის მძაფრი რიტორიკა, ევროკავშირში არსებული მანკიერებების ზედაპირზე ღიად გამოტანა. მაშინ, როდესაც უკვე ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან და ამაზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იქნება, ამოქმედდება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგი დღეს 15% - ის ფარგლებში მერყეობს და ცხადია, ესეც „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) მიერ დალაგებული გეგმის ნაწილია, ვეღარ აიღებენ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ქვეყნის მართვაზე. ისინი მიმდინარე პროცესებით სრულად იძარცვებიან მინიმალური ლეგიტიმაციისგან, ამიტომ დღის წესრიგში დადგება არსებული ეგრეთ წოდებული „დემოკრატიული სისტემის“, სახელმწიფოს ინსტიტუციის სრულად გაუქმების და ახალი მოდელის დაფუძნების საკითხი. ახალი მოდელი კი იქნება კორპორაციული მმართველობა. ჩემი გათვლებით - უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს მოდელი საცდელად ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება. ხალხს ეტყვიან, რომ პოლიტიკამ და ზოგადად, არჩევნებმა ამოწურა საკუთარი თავი, კორპორაციული მმართველობა კი იქნება „სასიამოვნო სიახლე“ საცდელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ცხადია, იმ ერთ ქვეყანაში ყველაფერი იმდენად სწრაფად გამოსწორდება, იმდენად მალე დაიძლევა კრიზისი, რომ დაშლილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა იქით მოითხოვს მოდელის დუბლირებას მათ ქვეყნებში.
ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირი დაკანონება. ისინი უკვე არა პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურის ხელით, არამედ დანიშნული მენეჯერებით მომართავენ ქვეყნებს, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით აღაზევებენ ლგბტ პროპაგანდას, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით განავრცობენ ფსევდოლიბერალურ იდეებს და ადამიანს გადააქცევენ სრულიად უუფლებო, არჩევანწართმეულ და უფლებააყრილ არსებად, რომელსაც აღარ ექნება არც იდეოლოგია, არც რწმენა, არც ოჯახის სიყვარული და არც იდენტობა. კორპორაციული მმართველობის პირობებში საერთოდ გაუქმდება სახელმწიფოს არსი, ხოლო მოქალაქეები გახდებიან კონკრეტული ოჯახების მომსახურე პერსონალი. რაც ყველაზე ტრაგიკულია, ლგბტ პროპაგანდის შედეგად ადამიანთა უმეტესობა უარს იტყვის საკუთარ სქესზე და მოგონილი "გენდერული იდენტობის" საფარქვეშ ცხოვრების გაუკუღმართებული წესი ნორმად დაკანონდება. სწორედ ეს არის ის დიდი მიზანი, რომლისკენაც არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები მიმდინარე პროცესებით მიიწევენ. მოცემულ ვითარებაში ოპტიმისტური განწყობის შექმნა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, თუ რა შესაძლებლობები აქვთ ოლიგარქებს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ დიდ ძალას დავუპირისპიროთ, არის სიმართლე. არც ჩვენ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, რომ საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები - რაზეც საუკუნეებია დგას არა მხოლოდ ქართველი, არამედ ძირძველი ევროპული ცივილიზაცია“, - წერს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 13:32
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში 125 აღსაზრდელზე გათვლილი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელმაც დღეს უკვე მიიღო პირველი აღსაზრდელები, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:28
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტების მკურნალობის საკითხების გადაჭრაზე იმუშავებს
ჯანდაცვის მინისტრი კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, მათთან ერთად დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევართან შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობები და სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში როგორიცაა - Stipendium Hungaricum.
02 აპრილი 2026, 13:25
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო: 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან
ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება.
02 აპრილი 2026, 13:22
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური დაკავშირებადობა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი როლი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება სლოვაკეთის ინტერესს რეგიონის პოტენციალის მიმართ და გამოითქვა მზაობა მჭიდრო ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
02 აპრილი 2026, 13:15
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ტრამპი მსოფლიოს სთავაზობს არა პარტნიორობას, არამედ სატრანზაქციო საკონტრაქტო გარიგებას - გადაიხდი - იქნები დაცული, არ გადაიხდი - დარჩები მარტო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტელევიზიით გადაცემულ ეროვნულ მიმართვას.
02 აპრილი 2026, 13:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:07
მსოფლიო
კალასი ნატოდან აშშ-ის შესაძლო გასვლაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც ამერიკას, არც მოკავშირეებს ძლიერს არ გახდის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში - ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილის მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 12:57
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველო მტკიცედ რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული - არა შერჩევითად ან პირობითად, არამედ თანმიმდევრულად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასება უნდა იყოს დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სრულად ასახავდეს არსებულ რეალობას, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გოგი ფუტკარაძემ, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 აპრილი 2026, 12:54
პოლიტიკა
პეტერ პელეგრინი: საქართველო ძირითად როლს თამაშობს რეგიონის სტაბილიზაციაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია „გლობალური ჭიშკრის“ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
„ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდ მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურის აშენებაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც“, - განაცხადა პელეგრინიმ.
02 აპრილი 2026, 12:40
რეგიონი
„ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა
„რა არის „ექსპო ბათუმი 2026“ და რატომ არის იქ სტაჟირება განსაკუთრებული შესაძლებლობა, ამაასთან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტზე სტუდენტების შეკითხვებს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა. შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის, ექსპო ბათუმისა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
02 აპრილი 2026, 12:28
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-ის გარეშე ნატო სრულიად შიშველი რჩება
„სწორედ ამ მიზეზების გამო, და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტრამპს არ შეუძლია ნატოდან გასვლა სენატის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედის) მხარდაჭერის ან კონგრესის აქტის გარეშე, სავსებით შესაძლებელია, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველაზე საშინელი შიშები არ გამართლდეს. მართლაც, ოფიციალური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარეშეც კი, ამერიკას მოკავშირეები და ორმხრივი კავშირების შენარჩუნება მომავალშიც დასჭირდება. საბოლოო ჯამში, ანგლო-ამერიკული ალიანსი ნატოზე ბევრად ძველია. ხოლო ფრანკო-ამერიკული ალიანსი ჯერ კიდევ 1778 წლიდან იღებს სათავეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
02 აპრილი 2026, 12:23
მსოფლიო
POLITICO: მერცი სირიელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი სირიელების 80% 2029 წლისთვის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, საკუთარი კოალიციური პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 11:58
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.
02 აპრილი 2026, 11:38
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
02 აპრილი 2026, 11:37
ეკონომიკა
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group განახორციელებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.
02 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.


