16 დეკემბერი 2025, 13:03 / სანდო წყარო

დავით ჩიხელიძე: BBC-ი ეტაპობრივად გადაიქცა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანების გაშავებას სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს. რაც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იკადრა, მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაა

დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე

ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერთ დროს სანდო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სცდება საკუთარი საქმიანობის არეალს და ღიად ერევა პოლიტიკურ პროცესებში. მედიის საქმიანობა დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით, იგი აქტიურად ქმნის ნარატივებს, განსაზღვრავს „კარგსა“ და „ცუდს“ და მიზანმიმართულად ებრძვის იმ სუბიექტებს, რომლებიც მის იდეოლოგიურ დღის წესრიგში არ ჯდება - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ტრამპის მიერ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომელიც დოკუმენტურ ფილმში მისი სიტყვების მონტაჟს ეხება.

ჩიხელიძის თქმით, თუ საინფორმაციო სააგენტოები პოლიტიკური აქტორების ფუნქციას ითავსებენ, მათ უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც, როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „თავისუფალი მედიის“ სახელით სიცრუის ტირაჟირება და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება.

„ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერთ დროს სანდო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სცდება საკუთარი საქმიანობის არეალს და ღიად ერევა პოლიტიკურ პროცესებში. მედიის საქმიანობა დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით, იგი აქტიურად ქმნის ნარატივებს, განსაზღვრავს „კარგსა“ და „ცუდს“ და მიზანმიმართულად ებრძვის იმ სუბიექტებს, რომლებიც მის იდეოლოგიურ დღის წესრიგში არ ჯდება.
BBC საინფორმაციო სააგენტოდან, ეტაპობრივად გადაიქცა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანების გაშავებას სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს.
საქართველოს მაგალითი ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო ილუსტრაციაა. ის რაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იკადრეს სხვა არაფერია თუ არა, მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, რომელზეც მათ პასუხი უნდა აგონ, საქმე აღარ გვაქვს კრიტიკასთან ან ჟურნალისტურ
სკეპტიციზმთან, ეს არის ინფორმაციული ბრძოლა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ემსახურება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
მედიის პასუხისმგებლობის საკითხი არ არის მეორეხარისხოვანი. თუ საინფორმაციო სააგენტოები, პოლიტიკური აქტორების ფუნქციას ითავსებენ, მათ უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც, როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი. წინააღმდეგ შემთხვევაში, „თავისუფალი მედიის“ სახელით სიცრუის ტირაჟირება და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება, რომლის ფასსაც საბოლოოდ საზოგადოება და სახელმწიფოები იხდიან“, - წერს ჩიხელიძე.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 17:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსავლაზე: გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

02 აპრილი 2026, 17:13

რეგიონი

კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 17:11

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება

„ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს სამხარაძე.

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არარეალისტური უწოდა იდეას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა და მისი ძალით გახსნის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 16:48

პოლიტიკა

ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.

02 აპრილი 2026, 16:44

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.

02 აპრილი 2026, 16:43

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 16:40

საზოგადოება

ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა

მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 16:39

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 16:22

მსოფლიო

მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.

02 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

02 აპრილი 2026, 15:57

საზოგადოება

წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:55

რეგიონი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.

02 აპრილი 2026, 15:45

საზოგადოება

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:35

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.

02 აპრილი 2026, 15:30

საზოგადოება

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკობ ჰელბერგი

02 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

02 აპრილი 2026, 15:05

თავდაცვა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.