imedi /  19 დეკემბერი 2025, 17:11 / სანდო წყარო

ვატო შაქარიშვილი ჯაფარიძეზე: ჩივის, ადრე გამომიშვეს ციხიდან, სადაც მთავარი პრობლემა სექსის ნაკლებობა იყოო - დავფიქრდი, რა ემოცია შეიძლება დაეუფლოს ამის მოსმენისას სააკაშვილ-ახალაია-ქილერას ჯოჯოხეთგამოვლილ ყოფილ პატიმარს

ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

პატიმარი(რა აქვს ჩადენილი და ვინ არის ამაზე მოგვიანებით) ჩივის, უფრო ადრე გამომიშვეს ციხიდან, ვიდრე ველოდებოდიო, წარმოგიდგენიათ ეს რა უბედურებააო...?! თანაც იმ ციხიდან, სადაც მთავარი პრობლემა სექსის ნაკლებობა იყოო... დავფიქრდი, რა ემოცია შეიძლება დაეუფლოს ამის მოსმენისას სააკაშვილ-ახალაია-ქილერას ჯოჯოხეთგამოვლილ ყოფილ პატიმარს, ან იმ პატიმრის ოჯახის წევრს, რომელიც ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა... ვისაც ქმარი მოუკლეს, ძმა მოუკლეს, შვილი მოუკლეს, მამა მოუკლეს... ვისაც ღირსება შეულახეს, ვინც დაჩაგრეს, ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანეს, - წერს პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გადაიტანა "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროინდელი ტკივილი, ახლა კი, ჯაფარიძის ცინიზმის მომსწრენი გავხდით.

„არა რა, ეს რა ქვეყანაში გავიღვიძეთ - პატიმარი(რა აქვს ჩადენილი და ვინ არის ამაზე მოგვიანებით) ჩივის, უფრო ადრე გამომიშვეს ციხიდან, ვიდრე ველოდებოდიო, წარმოგიდგენიათ ეს რა უბედურებააო...?! თანაც იმ ციხიდან, სადაც მთავარი პრობლემა სექსის ნაკლებობა იყოო... დავფიქრდი, რა ემოცია შეიძლება დაეუფლოს ამის მოსმენისას სააკაშვილ-ახალაია-ქილერას ჯოჯოხეთგამოვლილ ყოფილ პატიმარს, ან იმ პატიმრის ოჯახის წევრს, რომელიც ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა... ვისაც ქმარი მოუკლეს, ძმა მოუკლეს, შვილი მოუკლეს, მამა მოუკლეს... ვისაც ღირსება შეულახეს, ვინც დაჩაგრეს, ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანეს...

ახლახანს იყო საგამოძიებო კომისია, რომელსაც მთელმა საქართველომ უყურა, თითქოს კიდევ ერთხელ გადავიტანეთ და გავიარეთ ის 9 წელი და იმ დროს განცდილი ტკივილი. ახლა კი, ეს უტიფარი ნაძირალა გამოდის და ასეთი ცინიზმის მომსწრენი ვართ, ბრაზი და ცრემლი ერთად მომადგა... სამუშაო მაგიდაზე, ჯაბა ხუბუას წიგნი მიდევს - „დილეგის წინაშე“... ავიღე და კიდევ ერთხელ წავიკითხე ის შემზარავი ისტორიები, რომელიც ჩვენი რეალობა იყო ახლო წარსულში, მათი წაკითხვა და მოსმენაც კი, უმძიმესია არა თუ იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გვერდით კონკრეტულ ადამიანებს დამართეს... მხოლოდ რამდენიმეს ამოვიწერ ოფიციალური ჩვენებებიდან და პატიმრების მონათხრობიდან...

„მამაკაცებმა იქვე არსებულ ხის მაგიდაზე გადამაწვინეს და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ქვედა საცვალი ჩამხადეს. ამის შემდეგ ბოთლი შემიყვანეს უკან, საჯდომში და ასე მაწამეს.“

„შარვალჩახდილი იატაკზე დამაგდეს. სიმწრისგან თავს ბეტონზე ვურტყამდი. გარეთ მყოფი პირები საკანში შემოცვივდნენ. ერთმა თავზე ფეხი დამადო, მერემ კი, სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი.“

„ე.წ. აბსლუგაში მცხოვრები პატიმარი „სომეხა“ ადმინისტრაციის დავალებით გარდაცვლილ პატიმრებს კვეთდა და შინაგან ორგანოებს აჭრიდა. მოვიდოდა და გვეტყოდა - „ბიჭო, შენ როგორ იქცევი, ხომ არ გინდა ჩემთან მოხვდე?“ თუ მორგი ცარიელი იყო, მოწყენილი დადიოდა - აუ დღეს მკვდარი არ მყავსო.

„რასაც მეუბნებოდნენ სიტყვასიტყვით გავიმეორებ: „შენ ბიჭო ხომ არ გავიწყდება შენი ცოლი უკაცოდ დადის.“ დედაშენს „მარშრუტკა“ დაარტყამს ბიჭო!“

„ცემაში კლავდნენ პატიმრებს. საჭმელში გვიფურთხებდნენ და ძალით გვაჭმევდნენ. საათობით შეაგდებდნენ ცივ წყალში, დააბამდნენ, დააგდებდნენ და 2-3 დღეს ჰყავდათ ასე. გვერდით კორპუსებიდან მუდმივად ისმოდა ყვირილის, კვნესის, ცემა-ტყეპის ხმა."

არანაირმა მუქარამ რო არ გაჭრა, ჩემი თანამესაკნეების ცემა დაიწყეს, მაშინ შევწყვიტე შიმშილობა.“

„მუქარისა და გინების შემდეგ ზურგზე ვიგრძენი საშინელი ტკივილი, დამწვრობის სუნიც ვიგრძენი, მივხვდი, რომ სიგარეტს მაქრობდნენ ტანზე. ფეხის ტერფებზე შემომახვიეს გაზეთები, დაახვიეს ტელეფონის მავთულები და შეუერთეს დენი, ზედმეტი მოუვიდათ და გონება რამდნეჯერმე დავკარგე.“

„მორგში ორი დღე გამატარებინეს, ეს პაქტიკა იყო, გვამზე აბამდნენ ცოცხალ ნაწამებ პატიმრებს და რამდენიმე დღე ასე ტოვებდნენ.“

„ის მამათმავალი პატიმარი გელა კარცერში ჩამოიყვანეს და გვერდით საკნიდან ისეთი ხმები ისმოდა ცხოვრებაში არ დამავიწყდება. გლდანის ციხეში, ერთ-ერთმა პატიმარმა მასთან პაემანზე მისულ მეუღლეს უთხრა - ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, მე გამაუპატიურეს და ის კაცი აღარ ვარ, ვისაც შენ ცოლად დაყევიო.“

„ახალაიას პირადად გაყავდა პატიმრები საკნებიდან და პირადად აწამებდა მათ, კალმახელიძესთან მიდიოდა კარანტინის დაშლის დროს გადაღებული ცემის და წამების კადრები.“

„ყურის აპკი პატიმართა დიდ ნაწილს დახეთქილი ჰქონდა გაშლილი ხელების ყურებში შემორტყმით, რაც აუტანელ ტკივილს იწვევდა. ლაპარაკი კი არა ჩურჩულიც არ შეიძლებოდა, 5 საათამდე ვერ დაჯდებოდი და ვერ დაწვებოდი, მთელ საკანს ცემდნენ თუ ვინმე ამას დაარღვევდა.“

„ერთხელ ჩემს გვერდით პატიმარი დაეცა, კრუნჩხვა დაეწყო, გამოძახენულმა ექიმმა ორი თითი ყელზე დაადო მოკვდა საწყალიო, მეანიკურად მივვარდი, ხელოვნურ სუნთქვას და გულის მასაჟებს ვუკეთებდი, ამოისუნთქა, თუმრე შეიძლებოდა გადარჩენა.“

„იატაკზე ხელებგაშლილი დამაწვინეს, ხელებზე დამადგა ორი სპეცრაზმელი, ორი ფეხებს მიჭერდა, ერთმა ფეხი სახეზე დამადგა, დარანჩენები ჩემს სხეულზე დახტოდნენ...“

„ჩემი საკნიდან ჩანდა ციხის საავადმყოფო, იყო დღეები, როცა 3-4 მიცვალებული გამოჰყავდათ.“

„წელიწადი 200 პატიმარის გარდაცვალება ფიქსირდებოდა, რეალურად ეს ციფრი ბევრად უფრო მაღალი იყო...“

ასეთია ასობით, ათასობით ისტორია... მოკლული, ნაწამები, ღირსებააყრილი ადამიანი, განადგურებული ოჯახები...

შეგახენებთ, რომ დღეს, რამდენიმე საათით ადრე გამოშვებული და სექსის ნაკლებობისგან „დატანჯული“ გირჩი აცხადებდა, რომ იცოდა იმ ყველაფრის შესახებ, რაც მისი პარტიის მმართველობის დროს ციხეში ხდებოდა..." - წერს ვატო შაქარიშვილი.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 16:22

მსოფლიო

მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.

02 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

02 აპრილი 2026, 15:57

საზოგადოება

წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:55

რეგიონი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.

02 აპრილი 2026, 15:45

საზოგადოება

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:35

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.

02 აპრილი 2026, 15:30

საზოგადოება

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკობ ჰელბერგი

02 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

02 აპრილი 2026, 15:05

თავდაცვა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:03

საზოგადოება

ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

რენდ პოლი

02 აპრილი 2026, 14:54

მსოფლიო

ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან

ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 14:48

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.

02 აპრილი 2026, 14:47

სამართალი

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 14:43

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

ნინო ენუქიძე

02 აპრილი 2026, 14:43

პოლიტიკა

ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა

2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.

დეკანოზი ლევანი (ალადაშვილი)

02 აპრილი 2026, 14:40

საზოგადოება

დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.

პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.

სალომე კვარაცხელია

02 აპრილი 2026, 14:37

საზოგადოება

სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით

„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.