imedi /  27 მარტი 2026, 17:25 / სანდო წყარო

გიორგი გაბუნია ახალაიას განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, რა თქმა უნდა, გულისხმობს ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებას

გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ბაჩო ახალაიას ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე პროკურატურამ წარუდგინა.

„ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება გულისხმობს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებას. თუ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნებაც“ უნდა დაემხოს. „ქართული ოცნება“ მართავს სახელმწიფოს და არის ხელისუფლებაში და ახლა სიტყვებით თამაში, ასე ვთქვი და ასე არ მითქვამს და იწილო-ბიწილო არავის სჯერა, - აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

27 მარტი 2026, 18:53

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რადიკალებში რომ ბრიუსელის მიერ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს დედა ეკლესია, რა არის სარწმუნოება და ღმერთი

„როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე?“, - განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არსებობის მანძილზე ათმა იმპერიამ ვერ შეძლო ქართველების ქრისტიანობისგან ჩამოშორება, შესაბამისად, ამას ვერც გლობალისტურ-ლიბერალური იმპერია შეძლებს.

27 მარტი 2026, 18:53

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „დღის ქრონიკაში“ საუბრისას გამოეხმაურა ილია მეორის გარდაცვალებაზე დასავლელი ბიუროკრატების დუმილს. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ დასავლეთში არ იციან, ვის მიუსამძიმრონ. ქართველიშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მწუხარებას გამოხატავენ ქუჩებში გამოსული მილიონ ნახევარი ქართველის მიმართ, მოუწევთ ირიბად იმ მთავრობის აღიარებაც, რომელსაც ახლა არალეგიტიმურად ცნობენ:

ვლადიმირ პუტინი

27 მარტი 2026, 18:50

მსოფლიო

CNN: ირანში ომი რუსეთის შერყეული ეკონომიკისთვის ნამდვილი მაშველი რგოლი აღმოჩნდა

ირანში ომი რუსეთის შერყეული ეკონომიკისთვის ნამდვილი მაშველი რგოლი აღმოჩნდა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი სტატიაში სათაურით „ირანის კონფლიქტი რუსეთის „ომის მანქანისთვის“ დიდი შეღავათია და საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება“.

27 მარტი 2026, 18:45

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებს, რაც ბრიტანული ბიზნესის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ გამოცხადებული ნდობის მანიშნებელია.

დავით ქართველიშვილი

27 მარტი 2026, 18:35

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მინდა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენმა სინოდმა შეინარჩუნოს მე-40 დღიდან 60 დღის ჩათვლით და ავირჩიოთ ის, ვინც უფალმა უკვე შეარჩია და სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა აირჩიოს

მინდა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენმა სინოდმა შეინარჩუნოს მე-40 დღიდან 60 დღის ჩათვლით და ავირჩიოთ ის, ვინც უფალმა უკვე შეარჩია და სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა აირჩიოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

27 მარტი 2026, 18:27

საზოგადოება

გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

„შეხვედრისას ვისაუბრეთ კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. კულტურის კომიტეტი მზად არის, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და ჩაერთონ საკომიტეტო საქმიანობაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა უფრო უკეთ გაეცნოს საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ისრაელ კაცი

27 მარტი 2026, 18:23

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდასხმები ირანზე გამწვავდება და გაფართოვდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები ირანზე გამწვავდება და გაფართოვდება.

გიორგი გამსახურდია

27 მარტი 2026, 18:14

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში - გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, უწესიერესი ადამიანი

„მეუფე შიო გახლავთ მართლაც უწესიერესი და ასკეტი ადამიანი, მის გარშემო გარდა გამოგონილი, საფუძვლებს მოკლებული, ჭორებისა, არაფერი არ მოიპოვება და არც არსებობს ბუნებაში. გარდა ამისა, ვიცნობ მას პირადად და ვიცნობ მის შესანიშნავ ოჯახს, საიდანაც მეუფე მოდის. მათ სახლში, შესანიშვავ ქალბატონ, ურსულა ქურდიანთან დავეუფლე გერმანულ ენას ბავშვობაში (იმ ბავშვობაში, რომელიც ნაცების პოლიტიკურმა წინაპრებმა არ მაცალეს) და ზვიადის და ჩვენი უახლოესი ოჯახი გახლდათ, ქურდიანების და მუჯირების ოჯახი. წარმატებები მეუფეს და გამჩენის წყალობა," - წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.

27 მარტი 2026, 18:09

საზოგადოება

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცპროდუქტების ეტიკეტირების ცვლილებების საკითხი განიხილეს

დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ძეხვეულის არსებული ეტიკეტირების პრაქტიკების გაუმჯობესებასა და მომხარებლისათვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესსექტორის ინტერესების გათვალისწინება.

ზვიად შალამბერიძე

27 მარტი 2026, 18:05

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ჰელსინკის კომისიის კრიტიკაზე: ვნახეთ, თუ რა დროს გაკეთდა ეს განცხადება - როდესაც მთელი საქართველო გლოვობდა ჩვენს პატრიარქს - რაც დაიწერა ჰელსინკის კომისიის მიერ, დარჩება რეზოლუციად, რომელსაც არანაირი გაგრძელება არ ექნება

მე საეროდ ვერ გავიგე, რა დატვირთვა აქვს ჰელსინკის კომისიას იმიტომ, რომ ნებისმიერი მათი წინადადება თუ განცხადება საბოლოოდ რჩება განცხადებად და ამას არანაირი ქმედებები არ მოჰყვება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

27 მარტი 2026, 17:57

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: საქართველო თავისი მდებარეობით საინტერესო ლოკაციაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ განვითარებით. ეს ინტერესი რაც უფრო მეტია, მით მეტად იქნება საქართველოს სუვერენიტეტი დაცული

საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ძალიან საინტერესო ლოკაციაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ განვითარებით. ეს ინტერესი რაც უფრო მეტი ქვეყნისთვის იქნება გამაერთიანებელი, მით მეტად იქნება საქართველოს სუვერენიტეტი დაცული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძე

27 მარტი 2026, 17:56

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ადრე თუ გვიან, ევროკავშირს მოუწევს შეარბილოს თავისი ტონის საქართველოს მიმართ

ადრე თუ გვიან, ევროკავშირს მოუწევს შეარბილოს თავისი ტონის საქართველოს მიმართ,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში".

ზვიად შალამბერიძე

27 მარტი 2026, 17:55

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვის ანაღვლებდა ქართველი ხალხის ბედი და ვის - არა - ევროკავშირის არცერთ ლიდერს სამძიმარი არ გამოუხატავს

„მილიონნახევარ ადამიანზე მეტმა მოასწრო სამებაში გლოვის დღეებში მისულიყო, ახალ კი სიონში არ წყდება ჩვენო მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რათა ჩვენს პატრიარქს პატივი მიაგონ“.

27 მარტი 2026, 17:51

მსოფლიო

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინა ფინანსური კრიზისის ზღვარზეა და ომის საწარმოებლად ქვეყანას 2 თვის სამყოფი თანხა აქვს დარჩენილი

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინა ფინანსური კრიზისის ზღვარზეა და ომის საწარმოებლად ქვეყანას 2 თვის სამყოფი თანხა აქვს დარჩენილი.

27 მარტი 2026, 17:50

ეკონომიკა

თბილისში Planet Hollywood-ის კავკასიის რეგიონში პირველი სასტუმრო გაიხსნება

საერთაშორისო ჯგუფი Planet Hollywood Resorts International-ი თბილისში თავის პირველ პროექტს იწყებს. Planet Hollywood Hotel & Casino Tbilisi კავკასიის რეგიონში ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება.

ზვიად შალამბერიძე

27 მარტი 2026, 17:44

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმაზე მალე მოხდება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განახლება და აღდგენა, ვიდრე ამის მოლოდინი თითოეულ ჩვენგანს გვაქვს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის საქართველოში სამუშაო ვიზიტი შეაფასა.

27 მარტი 2026, 17:35

სამართალი

პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი მედვედევი

27 მარტი 2026, 17:28

მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი: რუსეთში ახალი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ დგას

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების საჭიროება ქვეყანაში ამ ეტაპზე არ დგას.

ალექსანდრ სტუბი

27 მარტი 2026, 17:05

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ირანში მიმდინარე ომი უკრაინას სასიცოცხლო ჟანგბადს აცლის

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთელი ყურადღება ახლა ირანს ეთმობა.