23 დეკემბერი 2025, 13:37 / სანდო წყარო

თბილისის ვიცე-მერმა საკრებულოს 2026 წლის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა

გიორგი ტყემალაძე

გიორგი ტყემალაძე

თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, განსახორციელებელი ახალი მსხვილი პროექტები წარადგინა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მსხვილ პროექტებს შორის არის ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა, რისთვისაც 30 მლნ ლარია ასახული ბიუჯეტის პროექტში.

„ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად ის თანხაა, რომელიც ამ პროექტისთვის დაგვჭირდება 2026 წლის განმავლობაში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის ბოლოს უკვე სამშენებლო სამუშაოებზე გადასვლის შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

მისი თქმით, სამგორი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტირება/მშენებლობაზე ბიუჯეტის პროექტში 10 მლნ ლარია ჩადებული, სულ კი პროექტი არის 48 მლნ ლარის.

„სამი საბაგირო გზის პროექტი გვაქვს დაანონსებული და ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს ერთი პროექტი წლის ბოლომდე განხორციელებული უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რისთვისაც ასახულია 71 მლნ ლარი, აქედან საგზაო სამუშაოებზე გათვალისწინებულია 40 მლნ ლარი, კაბელარხებსა და ქვაფენილზე - 13 მლნ ლარი, გარე განათება - 3 მლნ ლარი, მიწისქვეშა კონტეინერები - 10 მლნ ლარი და გამწვანება - 5 მლნ ლარი.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირებაზე10 მლნ ლარია გათვალისწინებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო პოლიტიკასთან.

ვიცე-მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე მსხვილ პროექტებზე, რომლებიც 2026 წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, ესენია: ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა (4,4 მლნ ლარი); ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია (18 მლნ ლარი); სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (24 250 000 ლარი, მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში თბილისის ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების დამუშავების სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებები (15 389 900 ლარი); დაწყებულია ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა, ხოლო არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე კი რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება მზიურის პარკს(7 მლნ ლარი); ავარიული სახლების ნაცვლად ახლის მშენებლობის მიმართულება (16,2 მლნ ლარი); ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია (23,3 მლნ ლარი); სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) – 20,4 მლნ ლარი (პროექტი - 115,8 მლნ ლარი); თაბუკაშვილის N51 პროექტი (5 მლნ ლარი); ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია - 11 მლნ ლარი; ნიკო ფიროსმანის N29 რეაბილიტაცია - 3,9 მლნ ლარი; აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია - 3,5 მლნ ლარი; ერისთავის ქუჩის კვანძის რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; საყრდენი კედლების მშენებლობა-რეკონსტრუქცია - 24,6 მლნ ლარი; გზების მიმართულებით დაგეგმილია ჯამში 132,9 მლნ ლარი (მათ შორის გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში - 59,9 მლნ ლარი); ლიფტების მიმართულებაზე 2026 წელს 31 მლნ ლარი დაიხარჯება; ილიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 1,4 მლნ ლარი (პროექტი - 2,2 მლნ ლარი);

ახალი პროექტია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაცია, რასაც 3,3 მლნ ლარი მოხმარდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია დიღმის მასივში სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყება; „ამერის“ სპორტული კომპლექსის (მოედნების) სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრისა და მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნების რეაბილიტაცია; ბაგებში დახურული ფეხბურთის მოედნის, ღია საცურაო აუზების და პადელის მოედნების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის არის გამოყოფილი თანხა, მთლიანობაში კი პროექტი 15,5 მლნ ლარით იქნება უზრუნველყოფილი; საექსპლუატაციო ხარჯების მიმართულებით დაგეგმილია 648,2 მლნ ლარი, მათ შორის საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, დასუფთავება, გამწვანება, გარე განათების და სანიაღვრე ქსელის ექსპლუატაცია;

„რაიონების გამგეობების მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და წლიდან წლამდე ჩვენ ვცდილობდით, რომ გამგეობების ბიუჯეტები ყოფილიყო გაზრდილი. ამჯერადაც ტრადიციას ვაგრძელებთ, დავაანონსეთ, რომ 2026 წელს დავიწყებით 2025 წლის დაზუსტებული ვერსიით, რაც დაახლოებით, მთლიანობაში, 50 მლნ-იანი ზრდაა. ასევე, იანვრის ბოლოს-თებერვლის დასაწყისში გვექნება ბიუჯეტში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კორექტირება. ვფიქრობთ, ეს, დაახლოებით, დამატებით 100 მლნ ლარი იქნება, რაც სხვადასხვა პროექტზე გადანაწილდება“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 20:31

პოლიტიკა

მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თემა, რომელიც სენსიტიურია და გარკვეული ჯგუფების მიერ სპეკულაციისთვის გამოიყენება. მიუსაფარ ცხოველთა შესახებ ოპოზიციის აქტივობა, ფაქტების გარეშე მძიმე ბრალდებების გავრცელება და ყველა შესაბამისი უწყების განცხადების მიმართ უნდობლობა, მმართველ გუნდს მიზანმიმართულ კამპანიაში არწმუნებს.

02 აპრილი 2026, 20:15

საზოგადოება

პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიისთვის გლოვის და მარხვის დროს სიმშვიდე და ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ახალი პატრიარქის სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა და დისკუსია სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.

02 აპრილი 2026, 20:01

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

02 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

02 აპრილი 2026, 19:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 18:56

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

02 აპრილი 2026, 18:54

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

02 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.

გია აბაშიძე

02 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.

02 აპრილი 2026, 18:22

საზოგადოება

თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები

თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.

02 აპრილი 2026, 18:19

რეგიონი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

02 აპრილი 2026, 18:18

საზოგადოება

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი

„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.

02 აპრილი 2026, 18:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია

აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:14

საზოგადოება

დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს

მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს

„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:06

საზოგადოება

დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია

გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.