პოლონური მედია: არის თუ არა საქართველო ნამდვილად პუტინის მოკავშირე? - პოლონეთი ევროკავშირის ნარატივის მახეში აღმოჩნდა
ფოტო: dobitnie.pl
ბოლო წლებში პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩიხში შევიდა. ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ თბილისის ერთ-ერთი მთავარი დამცველი იყო ევროპულ ასპარეზზე, სულ უფრო ხშირად იქცევა მკაცრ კრიტიკოსად, რომელიც იმეორებს ბრიუსელიდან და ბერლინიდან მომდინარე ნარატივს - წერს პოლონური მედია dobitnie.pl
სტატიის თანახმად, პრობლემა ის არის, რომ ეს ნარატივი, რომელიც მორალური დილემას ეფუძნება, ნაკლებად შეესაბამება სამხრეთ კავკასიაში არსებულ რეალობას და სულ უფრო მეტად აზიანებს პოლონეთის სტრატეგიულ ინტერესებს. უნდა გამოჰქონდეს კი პოლონეთს ცეცხლიდან ნაკვერჩხლები ევროპული ზესახელმწიფოებისთვის?
სტატიის ავტორი მარჩინ როსოლვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი, ვრცელ სტატიას აქვეყნებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და მასში საქართველოზეც საუბრობს, სადაც ამბობს, რომ „საქართველო არც მტერია და არც რუსეთის სატელიტი“.
ის ამბობს, რომ 2008 წელს საქართველო იყო სიმბოლო. რუსეთთან ომი და პოლონეთის ყოფილი პრზიდენტის ლეხ კაჩინსკის გამოსვლა თბილისში ქართველების მეხსიერებაში ჩაიწერა, როგორც რეალური მხარდაჭერის და არა დიპლომატიური თავაზიანობის მომენტი. მაშინ პოლონეთი იყო სახელმწიფო, რომელსაც ესმოდა, რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი, არა ანგარიშებიდან, არამედ საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან. დღეს ეს ნდობის კაპიტალი ჯერ კიდევ არსებობს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ შეძლებს კი პოლონეთი მისი გაფლანგვის თავიდან აცილებას?
2022 წლის შემდეგ პოლონურ დებატებში საქართველო წარმოდგენილია შავი და თეთრი ფერებით: ან სრული იდენტიფიკაცია თბილისის ლიბერალურ ოპოზიციასთან, ან „პრორუსულობის“ ბრალდება. ამ ლოგიკაში ადგილი არ რჩება ნიუანსებისთვის, უსაფრთხოების კონტექსტისთვის და საზღვრისპირა სახელმწიფოს რეალობებისთვის, რომლის ტერიტორიაზეც დღემდე დგას რუსული ჯარი. სხვათა შორის, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დადანაშაულება პუტინისადმი თბილ გრძნობებში ისევე შორსაა რეალობისგან, როგორც აბსურდული საუბრები „პრორუსულ“ პარტიებად პოლონეთის „კანონი და სამართლის“ (PiS) ან „კონფედერაციის“ მოხსენიება.
„საქართველოს პუტინიზაცია“ - საჯარო სივრცეში სულ უფრო ხშირად ისმის თეზა, რომ საქართველო ხდება „პუტინის მოკავშირე“. ეს ფართოდ ვრცელდება მედიაში, მაგრამ მყარ ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. საქართველოს 2008 წლიდან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებს, გაეროში ხმა მისცა რეზოლუციებს, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ არის არცერთი რუსული ინტეგრაციული სტრუქტურის წევრი.
რუსეთის მოკავშირე არის სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიას უთმობს ომის წარმოებას, საგარეო პოლიტიკას კრემლთან სინქრონიზაციას უკეთებს და მონაწილეობს რუსულ სამხედრო პროექტებში. საქართველო ასეთი სახელმწიფო არ არის. სიფრთხილე მოსკოვის მიმართ არ ნიშნავს ლოიალობას. ეს ნიშნავს საკუთარი შეზღუდვების გაცნობიერებას. საკმარისია რუკას შეხედო, რომ დაინახო, სად არის მოსკოვი და სად - ბრიუსელი, - წერს სტატიის ავტორი.
დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკის მთავარი პრობლემა საქართველოს მიმართ მისი შერჩევითობაა. ევროკავშირი ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას „პლურალიზმსა“ და „სამოქალაქო საზოგადოებას“, თუმცა, პრაქტიკაში ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი მიდის ძალიან კონკრეტულ წრეებთან: ლიბერალ-მემარცხენე NGO-ებთან, watchdog-ებთან და მედიასთან, რომლებიც ღიად არიან დაპირისპირებულნი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან.
ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსება არ არის, მაგრამ ეს არის ფული, რომელიც ქმნის ნარატიულ, ექსპერტულ და საკადრო ბაზას ერთი პოლიტიკური ბანაკისთვის. გერმანული პარტიული ფონდები, მათ შორის ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, საქართველოში მოქმედებენ არა როგორც ნეიტრალური დამკვირვებლები, არამედ როგორც იდეოლოგიური რბილი ძალის (soft power) ნაწილი, რომელიც ბერლინში არსებულ კონკრეტულ პოლიტიკურ მიმდინარეობებთან არის დაკავშირებული. ევროკავშირის არცერთ მსხვილ პროგრამაში არ ჩანს სიმეტრიული მხარდაჭერა კონსერვატიული, ცენტრისტულ-მემარჯვენე ან ტრადიციული წრეების მიმართ. „პლურალიზმი“ იქ მთავრდება, სადაც იდეოლოგია იწყება.
ამგვარი პოლიტიკა საპირისპირო შედეგებს იძლევა. ქართული საზოგადოების ნაწილისთვის „ევროპულობა“ აღარ აღიქმება როგორც საერთო პროექტი, არამედ როგორც ზეწოლისა და შიდა პოლიტიკურ დავაში ჩარევის ინსტრუმენტი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ასუსტებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერას - პარადოქსულად იმ ქვეყანაში, რომელსაც რეგიონში დასავლეთისადმი მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ევროკავშირის მემარცხენე-ლიბერალური მმართველი წრეები, გაცნობიერებულად თუ უნებლიეთ, პუტინს უზარმაზარ პროპაგანდისტულ საჩუქარს უკეთებენ. ისინი აჩვენებენ, რომ მათთვის ქართული სუვერენიტეტი უნდა იყოს კონკრეტული (სასურველია ცისარტყელის) შეფერილობის. ასეთ დროს რუსეთს ჩარევაც კი არ სჭირდება - საკმარისია, რომ დასავლეთი თავად გაბრაზდეს. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არ არის „სწორი“ პარტია.
სხვათა შორის, ბრიუსელის ფარისევლური მორალური აღშფოთება „ქართული ოცნების“ მიმართ ახლოსაც ვერ მივა ევროკავშირის „ოქროს ხოხბების“ პოზიციასთან რუმინეთის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. შეგახსენებთ, არჩევნები გაუქმდა იმიტომ, რომ გამარჯვებული აღმოჩნდა კანდიდატი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს არ შეესაბამებოდა. არჩევნები ხელახლა ჩატარდა და ამჯერად, ბრიუსელის გულის გასახარად გაიმარჯვა უკვე „სწორმა“ და მორჩილმა კანდიდატმა. შეუძლია კი ასეთ გარემოს პრეტენზია ჰქონდეს იმის განსაზღვრაზე, ვის აქვს დემოკრატიული მანდატი და ვის - არა?
პოლონეთი პარტნიორისა და შუამავლის ნაცვლად იქცევა მრავალთაგან ერთ-ერთ მორალისტ კომენტატორად, კარგავს იმ გავლენას, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა. კომენტარს აკეთებს, მაგრამ არ მოქმედებს.
საბედნიეროდ, პოლონურ დებატებში უფრო დაბალანსებული ხმებიც ისმის. PiS-სა და „კონფედერაციასთან“ დაკავშირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი მიუთითებს, რომ საქართველოს იზოლირება და მისი „პრობლემად“ ქცევა სტრატეგიული შეცდომაა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ დასავლეთმა მსგავსი შეცდომები უკვე დაუშვა - დაბლოკა საქართველოს მისწრაფებები ნატო-სა და ევროკავშირში, რითაც მხოლოდ გააფართოვა რუსეთის მანევრის სივრცე. მეორე მხარეს არიან დღევანდელი მმართველი კოალიციის პოლიტიკოსები, რომლებიც ხშირად პირდაპირ აიგივებენ თბილისის ქუჩის პროტესტებს „ხალხის ნებასთან“, ხოლო ხელისუფლებას - ავტორიტარიზმსა და პრორუსულობასთან. ეს ეფექტური, მაგრამ გამარტივებული ნარატივია, რომელიც ვერ უმკლავდება ქართული პოლიტიკური სცენის სირთულეს.
გონივრული შეფასება სასწრაფოდ საჭიროა. პოლონეთს არ ევალება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, მაგრამ არც მისი დემონიზება უნდა მოახდინოს. ურთიერთობების დათბობა არ ნიშნავს თბილისის ყოველი გადაწყვეტილების მიღებას - ეს ნიშნავს საუბარს, ჩართულობას და გავლენას. სახელმწიფოები, რომლებიც მორალური სიწმინდის სახელით დიალოგზე უარს ამბობენ, ხშირად ასპარეზს სხვა მოთამაშეებს უთმობენ. მათ შორის რუსეთსაც.
პოლონეთის აღმოსავლეთის პოლიტიკა ოდესღაც - ან სულ მცირე ასე უნდა ყოფილიყო - რეალიზმსა და გრძელვადიან აზროვნებაზე იყო დაფუძნებული. დღეს კი ის ძალიან ხშირად ჰგავს სოციალური ქსელების ლოგიკას: სწრაფს, ემოციურს და შავ-თეთრს. საქართველო იდეალური ქვეყანა არ არის. მაგრამ ის არც მტერია და არც რუსეთის სატელიტი. ხოლო სახელმწიფოები, რომლებიც პოტენციურ პარტნიორებს ექცევიან როგორც მორალურად შებღალულ მთხოვნელებს, ჩვეულებრივ იღებენ ერთი მოკავშირით ნაკლებს და ერთი პრობლემით მეტს“, - წერია სტატიაში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 20:01
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა
საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:24
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
02 აპრილი 2026, 18:56
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
02 აპრილი 2026, 18:54
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


