26 დეკემბერი 2025, 20:37 / სანდო წყარო

პარლამენტში კონფერენცია „პური ჩვენი არსობისა: ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტში კონფერენცია თემაზე - „პური ჩვენი არსობისა: ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ გაიმართა, რომელიც იუნესკო-ს მიერ ქართული ხორბლის კულტურის, მასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას მიეძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართა.

„ქართული ხორბლის აღიარება არის საშუალება, ვილაპარაკოთ მეტი იმაზე, თუ ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ შეგვიძლია ვიყოთ ხვალ. ჩვენს მემკვიდრეობას სჭირდება არა მხოლოდ დაცვა და მოფრთხილება, არამედ მას სჭირდება გამოყენება, ყოფიდან არ გაქრობა, რათა გადავცეთ მომავალ თაობებს. იუნესკო-ს ეს აღიარება შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა, რომელიც ჯერ კიდევ ელის იუნესკო-ს ყურადღებას. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შევთავაზოთ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ქართული ტრადიციის, რიტუალის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რანგში აყვანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მიესალმა.

„დღევანდელი კონფერენცია არ არის მხოლოდ თემატური ღონისძიება, ეს ღირებულებებზე დაფუძნებული შეხვედრაა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო პოლიტიკას, სამეცნიერო ცოდნას, ცოცხალ ტრადიციას, კულტურას და ქმნის ერთიან ნარატივს: ქართული ხორბალი, როგორც ეროვნული იდენტობის, კულტურული მეხსიერებისა და უწყვეტი ტრადიციის გაგრძელება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული ხორბლის საერთაშორისო აღიარება მომავალში მნიშვნელოვან კულტურულ და სოციალურ სარგებელს მოიტანს და ახალი შესაძლებლობების საფუძველს შექმნის.

„ქართული ხორბლის კულტურა, მასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები მრავალათასწლოვანი ისტორიის მატარებელია და წარმოადგენს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ ღირებულებას. დღეს, როდესაც ეს კულტურა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ აღიარებას, არამედ პასუხისმგებლობასაც - უზრუნველვყოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა და თანამედროვე სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში მისი ინტეგრირება“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ქართული ხორბლის ისტორიულ, სულიერ და კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ქართველი ერის იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

„ქართულ მრავალხმიანობას, ქვევრში ღვინის დაყენებას, ანბანის სამი სახეობის ცოცხალ ტრადიციას, ქართულ ჭიდაობას შეემატა ქართული ხორბალი, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი. საქართველომ თანამედროვე მსოფლიოში სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების სათავეებთან მდგომმა, მაღალი სულიერებისა და დიდი კულტურის მატარებელმა ერმა“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მიტროპოლიტი, სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დავითი აბბა ალავერდელი.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციიდან მეცნიერებამდე და სამართლებრივ დაცვამდე“, სადაც მომხსენებლებმა ქართული ხორბლის უნიკალურობაზე, ენდემურ ჯიშებზე, ეთნოგრაფიულ ასპექტებზე, ფერმერების როლსა და იუნესკო-ს ნომინაციის პროცესზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს გეოგრაფიული დასახელებებისა და ადგილწარმოშობის სამართლებრივი დაცვის პერსპექტივები.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის სახელით იუნესკოს-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეტანის საქმეში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმის, განსაკუთრებული ძალისხმევისა და მიზნისადმი ერთგულებისთვის იმ პირებს, ვინც თავისი შრომით ხელი შეუწყვეს ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას, მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული კომპოზიციები, ასევე წარმოადგინეს თემატური ვიდეორგოლი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ იუნესკო-ს ნომინაციაზე წარდგენილი ფილმის ჩვენებას და დაეთვალიერებინათ ქართული ხორბლის ნაწარმის გამოფენა.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ შეუძლიათ კადრები ნახონ თუ როგორ იქნა აღმოფხვრილი თითოეული რევოლუციური და გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება ცდილობდა

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ

ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

02 აპრილი 2026, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე

შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ, შენ, მოგიწყონ პროვოკაცია

ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 23:02

მსოფლიო

ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.

კიტ კელოგი

02 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.

02 აპრილი 2026, 22:29

მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.

პემ ბონდი

02 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დავით ქართველიშვილი

02 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით

„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.

02 აპრილი 2026, 21:39

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

02 აპრილი 2026, 21:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

02 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს

ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.

02 აპრილი 2026, 21:01

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან

მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.

ცოტნე კობერიძე

02 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.

ანტონიუ გუტერეში

02 აპრილი 2026, 20:54

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე

ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

02 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.

02 აპრილი 2026, 20:45

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: თავშესაფარში მოვარდნენ, ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.

02 აპრილი 2026, 20:40

საზოგადოება

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს - მიზანი ცხოველებთან ერთად, ადამიანების და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს მოდელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

02 აპრილი 2026, 20:36

ეკონომიკა

ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.