ნინო ლომჯარიამ წინამორბედის მიერ დათხოვნილი პირი სამსახურში აღადგინა
ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის განცხადებით, ილია ჭანტურაია, რომელმაც ომბუდსმენის აპარატს სამსახურიდან დათხოვნის გამო დავა სასამართლოში მოუგო, სამსახურში აღდგება. იგი საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, სახალხო დამცველს დაევალა ილია ჭანტურაიას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
ჭანტურაიას 2016 წლის აპრილში დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილება გამოუცხადეს, ხოლო მოგვიანებით მის მიმართ მეორე დისციპლინური დევნა დაიწყო და ამის საფუძველზე 8 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აპარატის ოთხმა თანამშრომელმა, რომლებსაც სასამართლოში სარჩელი სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ ჰქონდათ შეტანილი, სარჩელის გამოხმობის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი კონსტრუქციული დამოკიდებულება ხელს შეუწყობს კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შექმნას.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 11:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ოქრიაშვილმა ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, სწორედ მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით - პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ
ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა „ნოდარ დუმბაძის გული მო...ან“ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და „ჰიპოტეტური“, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 11:12
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ“ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და დაგვიდასტურეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ“ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და მათ დაგვიდასტურეს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ, სადაც მინისტრი მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფება.
23 ივლისი 2026, 11:10
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მიღებისას ბერძნული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს
ბერძნული კომპანია Dynagas-ი რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის გადაზიდვას ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების პირობებშიც გააგრძელებს. ინფორმაციას Financial Times-ი სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 11:10
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა და გვქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან, გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დააახლოებს ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ.
23 ივლისი 2026, 11:07
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში - ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას, „ვაზიანის აეროპორტის პროექტი მოექცა ჩამგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში.“
23 ივლისი 2026, 10:59
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში რეგულირების ობიექტების 2411 ინსპექტირება განახორციელა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების) 2411 ინსპექტირება განახორციელეს.
23 ივლისი 2026, 10:59
სამართალი
პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
23 ივლისი 2026, 10:50
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25 პროცენტით, ადგილობრივი ექსპორტი კი 9-ჯერ გაიზარდა.
23 ივლისი 2026, 10:47
რეგიონი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს.
23 ივლისი 2026, 10:36
მსოფლიო
POLITICO: გერმანიამ რუსეთთან დაკავშირებულ ბირთვულ პროექტს მწვანე შუქი აუნთო
გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კორპორაცია Rosatom-თან დაკავშირებულმა პროექტმა სახელმწიფო უწყებებისგან განვითარების ნებართვა მიიღო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 10:27
ტაბლოიდი
ბიოჰაკერმა ბრაიან ჯონსონმა განაცხადა, რომ საკუთარი კლონი შექმნა
მან სოციალურ ქსელში X დაწერა, რომ ახალ კლონს მან ბრაიანი დაარქვა და ის ჯერჯერობით ლაბორატორიულ ჭურჭელში ცხოვრობს. ჯონსონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით. უპირველეს ყოვლისა, მას შეეძლება გახდეს საკუთარი თავის კლონი და მასზე მკურნალობის მეთოდები გამოცადოს. ასევე შესაძლებელი იქნება ტრანსპლანტაციისთვის ორგანოების გაზრდა და ახალგაზრდა უჯრედების შეყვანა.
23 ივლისი 2026, 10:21
მსოფლიო
AXIOS: აშშ-მა ირანზე იერიშისთვის B-1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი პირველად გამოიყენა
ამერიკელმა სამხედროებმა სამშაბათს ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე იერიშის მისატანად B-1 ტიპის შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი გამოიყენეს. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 10:21
საზოგადოება
„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
23 ივლისი 2026, 09:58
რეგიონი
რუსთავში ბავშვთა საზაფხულო სკოლა და სპორტული აკადემია გაიხსნა
რუსთავის მერია კიდევ ერთ საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე, მოზარდებისთვის საინტერესო და აქტიური გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
23 ივლისი 2026, 09:54
რეგიონი
ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს
ხვალ 24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალო სივრცე, სადაც 18:00 საათიდან სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.
23 ივლისი 2026, 09:49
მსოფლიო
მედია: უკრაინამ დრონებით რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სატუმბი სადგური დაბომბა. იერიშის სამიზნე „რუსულ Amazon“-ად წოდებული Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრშიც გახდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით იერიშები განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 09:43
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიაში ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება
ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 ივლისი 2026, 09:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი იქაც აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი - ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნება და ისინი შეეცდებიან, გამოასწორონ ის ყველაფერი, რაც ბატონმა ფიშერმა გააფუჭა
კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
23 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
CENTCOM-ი ირანზე განხორციელებული დარტყმების შესახებ იუწყება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა გვიან ღამით ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი სერია დაასრულეს.
23 ივლისი 2026, 09:13
კულტურა
ლანჩხუთში მარჯანიშვილის თეატრის დასმა მაყურებელს სპექტაკლი „ქალები“ წარუდგინა
სპექტაკლამდე თეატრის რეჟისორი და მსახიობი ახალგაზრდებს შეხვდნენ და თეატრის, კულტურისა და შემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეატრი გურიაში ახალი კულტურული პროექტის ფარგლებში ჩავიდა.


