26 იანვარი 2026, 08:17 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ჩვენ დებატები წარმოგვიდგენია, ქვეყანაში არსებული საჭირბოროტო საკითხების მწვავე, მაგრამ აკადემიურ განხილვაში, რომელიც რეალურად აწუხებს საზოგადოებას

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ხალხს აინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მაღალი ფასები, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარება, მინიმალური ხელფასის თუ პენსიების ზრდის შესაძლებლობები, განათლების რეფორმა და ა.შ. და დებატებიც სწორედ ასეთ თემებთან დაკავშირებით უნდა შედგეს.

მისი თქმით, ხალხს აინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მაღალი ფასები, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარება, მინიმალური ხელფასის თუ პენსიების ზრდის შესაძლებლობები, განათლების რეფორმა და ა.შ. და დებატებიც სწორედ ასეთ თემებთან დაკავშირებით უნდა შედგეს.

„დებატები, დებატები და კიდევ დებატები... უკვე შევეჩვიეთ, რომ დღევანდელ საქართველოში ყველაფერი განხილვისა და განქიქების თემა ხდება.
ამიტომ აღარ გვიკვირს, რომ ისეთი ბუნებრივი და ნეიტრალური საკითხიც კი, როგორიც იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის შეთავაზებული დებატების ფორმატის აღდგენა, ოპოზიციის შიგნით მწვავე დაპირისპირების საგნად იქცა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ხიშტებით შეხვდა ამ შეთავაზებას:

„ვის უნდა ვედებატოთ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას?”

„ვინც რუსეთში აბრუნებს საქართველოს?”

„ვისაც პოლიტპატიმრები ჰყავს?”

„ვინც ტროტუარზე დგომისთვის გვაპატიმრებს?”და ა. შ. და ა. შ. ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილმა განაცხადა, კარგი, ვიდებატოთო.
ზოგიერთი პირობებს აყენებს - „იმ შემთხვევაში ვედებატებით ხელისუფლებას, თუ ამას, იმას, ამათ და იმათ გაათავისუფლებენო” (ანუ ვისაც ეგენი სინდისის თუ პოლიტპატომრებს ეძახიან).

მე მგონი, ამ ადამიანებს დებატები ისე წარმოუდგენიათ, რომ ერთი მხარე მეორეს უკიჟინებს, თქვენ 9 წლის განმავლობაში ამას და ამას აშავებდითო (რაც იგულისხმება, საზოგადოებამ ზეპირად იცის და აქ აღარ გავიმეორებ), ხოლო მეორე მხარე უმრავლეს შემთხვევაში თავს გაიმართლებს და სამაგიეროდ იქით შეუტევს - თქვენ 13 წლის განმავლობაში ესა და ეს დააშავეთ და დღესაც აშავებთო (ეს პრეტენზიებიც ზეპირად იცის საზოგადოებამ და არც მათი ჩამოთვლით გადაგღლით).

თუ ამ მიმართულებით წარიმართა დებატები, ამას არავითარი აზრი არ ექნება, რადგან გლადიატორების ბრძოლას დაემსგავსება, რომლის მაყურებელსაც სისხლი სწყურია და ბოლოს, თუ ასეთი დებატი ლანძღვა-გინების, წყევლა-კრულვის და ხელჩართული ბრძოლის გარეშე დასრულდა, ტელევიზიები (გემოვნებისა და მიდრეკილების მიხედვით) დაიწყებენ შეფასებებს - აი, ხედავ, “ჩვენიანმა” რა მაგრად მოუგო სიტყვაში, რა მაგრად გალანძღა?! არა, “ჩვენიანი” უფრო მაგარი იყო, ხომ ნახე, თავზე დაახურა ყველაფერი! ასეთი დებატები მხოლოდ შინაარსგამოცლილი ხალხის გასართობ და შინაგანი ეგოების მკვებავ სანახაობად იქცევა და არც მოდებატე მხარეებისთვის და არც ხალხისთვის არაფრის მომტანი არ იქნება. უფრო პირიქით, საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ჩვენ დებატები წარმოგვიდგენია, ქვეყანაში არსებული საჭირბოროტო საკითხების მწვავე, მაგრამ აკადემიურ განხილვაში, რომელიც რეალურად აწუხებს საზოგადოებას. ხალხს აინტერესებს, რა გზას სთავაზობენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული ისეთი პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად, როგორიც არის მაღალი ფასები, უკონტროლო მიგრაცია (როგორც ემიგრაცია, ისე იმიგრაცია), ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარება, ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა, მინიმალური ხელფასის თუ პენსიების ზრდის შესაძლებლობები, განათლების რეფორმა, რუსეთთან (ამ საკითხში განსაკუთრებით საინტერესოა ოპოზიციის პოზიცია). დასავლეთთან ურთიერთობა, პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს, ციხის სისტემებში და ამ ყოველივეში გაუმჯობესების გზები, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და ა. შ. ასეთი დებატების გამართვის შემთხვევაში მათში გამოცდილ პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ სხვადასხვა დარგების პროფესიონალებმა, რომლებმაც უნდა შეძლონ მთავარი აქცენტის გადატანა დებატების შინაარსზე და არა ფორმაზე.
ბუნებრივია, დებატების დროს გვერდს ვერ ავუვლით მწვავე კამათსაც, მაგრამ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ მოდებატისთვის წამგებიანი იყოს ოპონენტისათვის პირადი შეურაცხყოფის მიყენება და ზოგადად, ადამიანური ნორმებიდან გამომდინარე წითელი ხაზების გადაკვეთა.
ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხები ძალიან ბევრია და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ასეთ კამათებში ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო ჭეშმარიტებებიც დაიბადოს. მხოლოდ ასეთ დებატებს აქვს აზრი საზოგადოებისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ასეთი დებატების სურვილი და მოლოდინები გვაქვს“, - წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 15:03

რეგიონი

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.

ვატო შაქარიშვილი

03 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ

რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ

უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

03 აპრილი 2026, 14:57

საზოგადოება

ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ტყის მართვის ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

03 აპრილი 2026, 14:54

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 14:54

რეგიონი

კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან მისასვლელი, დაახლოებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ

არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ისინი ნომრიანი აგენტები არიან, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა დასანქცირების შესახებ.

03 აპრილი 2026, 14:51

სამართალი

სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონით 545 გრამი) და ვერცხლის (514 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

მეუფე ზენონი

03 აპრილი 2026, 14:47

საზოგადოება

მეუფე ზენონი პატრიარქის არჩევის პროცესზე: მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ - ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი (იარაჯული) კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესში ჩარევას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აპრილი 2026, 14:45

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი იქნება კარგად, თუ ვიქნებით ფხიზლად და გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას

ეს არის ერთი და იგივე ქსელი, რომელიც ამ პროცესს აკნინებს. დაკრძალულიც არ იყო პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემით სპეკულირება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

03 აპრილი 2026, 14:41

პოლიტიკა

პრეზიდენტი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ამ ადამიანების სისხლზე. ესენი ბედავენ აქციაზე საუბარს?!

ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმული ადამიანები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ და სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისთან დაკავშირებით საუბარს, რაღაც მასშტაბურ აქციაზე?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას.

03 აპრილი 2026, 14:39

საზოგადოება

სინოდის სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

03 აპრილი 2026, 14:33

მსოფლიო

The Times of Israel: ირანის დარტყმებმა აშშ-ში ალუმინის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა

ირანმა სპარსეთის ყურეში მდებარე ალუმინის უმსხვილესი ქარხნები დაბომბა, რის გამოც აღნიშნული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მასალის ექსპორტს აშშ-ში საფრთხე შეექმნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აპრილი 2026, 14:28

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აპრილი 2026, 14:24

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები და გამოჩნდა, რომ მათი სურვილიცაა

გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, - განუცხადა სლოვაკეთში პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.

დავით ქართველიშვილი

03 აპრილი 2026, 14:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცხოველებზე ჩნდება მწვავე ემოციური რეაქცია, მაშინ როცა ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა სხვა ქვეყნებში კანონით დარეგულირებული პრაქტიკაა და სწორედ ამ ქვეყნებიდან იმართება ქართული „ძაღლების რევოლუცია“

მიუსაფარი ძაღლების თითქოსდა მასობრივად განადგურების თემაზე საზოგადოებაში ატეხილ ხმაურს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამჯერად ხელისუფლების წინააღმდეგ ემიგრაციიდან მართულ კამპანიაზე აკეთებს აქცენტს. როგორც ის აღნიშნავს, ქართველი ემიგრანტები ორკესტრირებულად მოქმედებენ.

03 აპრილი 2026, 13:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბოგდატ ცირდიასა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.