03 თებერვალი 2026, 18:54 / სანდო წყარო

გურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა

გურამ ნიკოლაშვილი

გურამ ნიკოლაშვილი

დებატები არ არის პირდაპირ მიმართული ყველაზე რადიკალურ ჯგუფზე. ვიღაცებს რა თქმა უნდა ვერ დააჯერებ. ოპოზიცია არ ადგენს დღის წესრიგს. ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი, რომელიც მიყვება იმ გლობალურ მოვლენებს, რაც მსოფლიოში და ქვეყანაში ვითარდება და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს იმიტომ გახდა ეს შემოტრიალება საჭირო და დღის წესრიგში იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და ბევრ რამეს თავისი სახელი დაერქვა, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა „რადიო იმედში“.

ნიკოლაშვილმა „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაისახა. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების გზის უზრუნველყოფა აირჩია.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იყო ძალიან ზომიერი, სადღაც დათმო, ვიღაცას ელაპარაკა, ყოველ შემთხვევაში სიღრმისეულად ეს გაწყვეტა და ეს კავშირი არც დონორ ორგანიზაციებთან, არც უცხო ქვეყნის დიპლომატებთან, წარმომადგენლებთან არ ყოფილა ასეთი. იყო შეუთანხმებლობა, პრობლემა, მაგრამ მაინც ერთობლივად პროცესი მიდიოდა. გახსოვთ იყო შარლ მიშელის პროცესი, როგორ იყო „ქართული ოცნება“ ჩართული, ხელს აწერდა რაღაც მემორანდუმებს და ასე შემდეგ. ანუ, 2020-2021 წლებმა ამ ნიშნით გაიარა, მაგრამ მერე ხდება მთავარი რამ, რაც ცვლის მთლიანად მთელ სამყაროს, მთელ უსაფრთხოების არქიტექტურას, გეოპოლიტიკას და ასე შემდეგ- ეს არის 2022 წლის 24 თებერვალი. ომის დაწყებამდე პერიოდი ვისაც კარგად ახსოვს, დაახლოებით ექსპერტების 95% იძახდა, რომ ომი არ იქნება, მაგრამ ეს მოხდა და როგორც კი ეს მოხდა სამყარო უკვე შეიცვალა იმიტომ, რომ რუსეთი შევიდა ისეთ ომში, საიდანაც უკან ვეღარ გამოვიდოდა.

ჩვენ ვხედავთ უკვე ოთხწლიან ომს და თავისი ხანგრძლივობით მან გადააჭარბა დიდი სამამულო ომის ხანგრძლივობას. შეიძლება მალე გადააჭარბოს მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობას. ამიტომ „ქართული ოცნება“ იმიტომ რომ იყო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან მჭიდრო კავშირები დიპლომატებთან, მან იცოდა მონეტის მეორე მხარე, რა ხდება, რა პროცესი მიდის, საიდან ვინ როგორ არყევს. მე ვიტყოდი, ამას გააჩნდა თავის წინაპირობა, რატომაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ახლა ეს სამყარო შეიცვალა, ძალიან საშიში გახდა და ნომერი ერთი ამოცანა ეს არის უსაფრთხოება და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, მით უმეტეს ძალიან მწარედ გვახსოვს სულ რაღაც გუშინ სხვადასხვა აქტიურმა და პოლიტიკურმა თამაშებმა რა შედეგი მოგვიტანა. ამიტომ თქვა, რომ ახლა არის სიფრთხილის დრო იმიტომ, რომ ამხელა მასშტაბის ომი არ ყოფილა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის შემდეგ ეს სამყარო მთლიანად შეიცვალა“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ყველა სიახლე

ლინ ძიენი

03 აპრილი 2026, 19:37

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.

03 აპრილი 2026, 19:25

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ.

03 აპრილი 2026, 19:16

სპორტი

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება

სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრეზენტაციას მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრეს.

03 აპრილი 2026, 19:07

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს.

ცოტნე ანანიძე

03 აპრილი 2026, 18:58

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში

გაეროს რეზოლუციით დღეს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ყოველთვის მზად ვართ სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკანონმდებლო ორგანოს 2 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გარკვეული ძალები ცდილობენ პატრიარქის არჩევნებში ჩარევას. მათ უნდათ, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ ეკლესიაზე, გააგრძელონ მისი დისკრედიტაცია და ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მომავალი პატრიარქის არჩევაში ჩარევის მცდელობას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ ძალებს სურთ ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც მარტივად დაემორჩილება მათ გავლენებს, სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესში ჩარევასა და მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს

„მე, როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებიდან დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს.

03 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიზანია, ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად განიხილოს მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესი. 2023 წლიდან რეფერენტული ფასების პროგრამა ხორციელდება და გვინდა, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად წარმატებულია აღნიშნული პროგრამა, - განაცხადა პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის დღევანდელი სხდომის დასაწყისში.

03 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის თავზე აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ეკიპაჟის წევრებს იპოვიან და მათ ცოცხლად ჩააბარებენ ხელისუფლებას, ჯილდოს მიიღებენ

ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ეკიპაჟის წევრებს იპოვიან და მათ ცოცხლად ჩააბარებენ ხელისუფლებას, სპეციალურ ჯილდოს მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 18:29

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გვინდა, გამოვეხმაუროთ ცხოველთა თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს - სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს - ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას

03 აპრილი 2026, 18:27

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ სამაშველო ოპერაციას ატარებს ირანის თავზე გამანადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ

ირანის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ეკიპაჟის წევრების გადასარჩენად სამძებრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

03 აპრილი 2026, 18:23

საზოგადოება

პატრიარქობის სამი კანდიდატი სინოდის შემდეგ სხდომაზე შეირჩევა

სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია: სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო, - განუცხადა საპატრიარქოსთან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თორნიკე ბერეკაშვილი
ლევან მაჭავარიანი

03 აპრილი 2026, 18:19

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი და თორნიკე ბერეკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ბერეკაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 18:16

მსოფლიო

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდეს - ამ დროისთვის ეკიპაჟის წევრების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 18:15

პოლიტიკა

ქადაგიშვილი პატრიარქის არჩევაზე: ვხედავთ ისეთი ძალების, პერსონებისა და ორგანიზაციების აქტიურობას, რომელთაც არანაირი შემხებლობა ეკლესიის ცხოვრებასთან არ გააჩნიათ, მაგრამ დაინტერესებული არიან, პროცესი სენსაციურობის ფონზე წარიმართოს

სამწუხარო სურათს ვადევნებთ თვალ-ყურს, რომ ეს დაუსრულებელი აჟიოტაჟი - ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, რაც დრო გადის და ახლოვდება შესაბამისი ვადა, უფრო და უფრო მეტი სიმძაფრით წარმოჩინდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები

თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში შეხვედრებისას დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან

როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებისას დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ჩვენ ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა იმისათვის, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, ეს პარტნიორობა მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მოტანას და არა მხოლოდ ცარიელ ფურცელზე გაცხადებულ დეკლარირებულ მიზნებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას.

ჯეი დი ვენსი

03 აპრილი 2026, 18:11

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი სამშაბათს ბუდაპეშტს ეწვევა ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებების გასამართად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სამშაბათს ბუდაპეშტს ეწვევა ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებების გასამართად. ვიზიტი შედგება 12 აპრილის გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ირაკლო ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

ქადაგიშვილი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ ფიასკო განცდილია, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. წავლენ ესკალაციაზე და გარედან იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა

აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ და ფიასკო განცდილია მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. წავლენ ესკალაციაზე და გარედან იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ჩემთვის გასაოცარია, რომ რეგიონებში გასვლა მოინდომეს. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ხალხთან ლაპარაკი საჭიროა, რაც დაგვიანებული მგონია, რადგან ხალხის ნდობა, რაც მათ ჰქონდათ, გაანიავეს

ჩემთვის გასაოცარია, რომ რეგიონებში გასვლა მოინდომეს, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ხალხთან ლაპარაკი საჭიროა.რაც დაგვიანებული მგონია, რადგან ხალხის ნდობა, რაც მათ ჰქონდა გაანიავეს,- განაცხადა „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში".