04 თებერვალი 2026, 17:58 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: ლაშა დარსალიას ვიზიტი ვაშინგტონში ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იყოს კომუნიკაცია და საქართველო იყოს აშშ-ის დღის წესრიგში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვარ ურთიერთობები გადავტვირთოთ

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“. საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა მისი მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ბრენდან ჰანრაჰანთან.

„მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას და ამაზე საუბარს. ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა კონგრესის დელეგაცია, მათთანაც გვქონდა საუბარი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ბატონი ლაშა დარსალიას ვიზიტიც ვაშინგტონში ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იყოს კომუნიკაცია, საქართველოს შესახებ საუბარი და საქართველო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვარ ურთიერთობები გადავტვირთოთ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე შეაფასა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში რეგულარულად ერევა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ მხრივ თბილისისა და ვაშინგტონის პოზიციების თანხვედრას.

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კრიტიკა, რაც საქართველოს მიმართ ისმოდა წლების განმავლობაში, დადასტურებულად არასამართლიანი გახლდათ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუკი ასეთ საკითხებზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გვექნებოდა საუბრები. საქართველო არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რაზეც დღეს შეერთებულ შტატებში საუბრობენ. შეიძლება ითქვას, საქართველო საუკეთესო მაგალითია, თუ რა შედეგები შეიძლება მიიღო, როდესაც ასე უხეშად ერევი სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და ასეთი ჩარევები იმის ნაცვლად, რომ დემოკრატიას ხელი შეუწყოს, დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებს“, - განმარტა მინისტრმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.

მეუფე ნიკოლოზი

03 აპრილი 2026, 20:37

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით

გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

03 აპრილი 2026, 20:29

მსოფლიო

Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ

Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.

გამოცდებზე

03 აპრილი 2026, 20:21

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.

03 აპრილი 2026, 20:12

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა

აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.

03 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს.

03 აპრილი 2026, 20:04

საზოგადოება

პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მანამდე სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ თარიღსა და კანდიდატებთან დაკავშირებით შედგება.

03 აპრილი 2026, 19:52

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ლინ ძიენი

03 აპრილი 2026, 19:37

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.

03 აპრილი 2026, 19:25

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ.

03 აპრილი 2026, 19:16

სპორტი

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება

სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრეზენტაციას მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრეს.

03 აპრილი 2026, 19:07

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს.

ცოტნე ანანიძე

03 აპრილი 2026, 18:58

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში

გაეროს რეზოლუციით დღეს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ყოველთვის მზად ვართ სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკანონმდებლო ორგანოს 2 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გარკვეული ძალები ცდილობენ პატრიარქის არჩევნებში ჩარევას. მათ უნდათ, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ ეკლესიაზე, გააგრძელონ მისი დისკრედიტაცია და ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მომავალი პატრიარქის არჩევაში ჩარევის მცდელობას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ ძალებს სურთ ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც მარტივად დაემორჩილება მათ გავლენებს, სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესში ჩარევასა და მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს

„მე, როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებიდან დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს.