imedi /  30 დეკემბერი 2017, 12:34 / სანდო წყარო

ომბუდსმენი სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, რაც შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. 

„ეს სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს. 2013–2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. 2017 წლის მხოლოდ I ნახევარში დაიღუპა 18 ადამიანი და დაშავდა 34.

28 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი სიმაღლიდან გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა და თავის დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. 27 დეკემბერს, ქუთაისში, მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ, 21 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის დემონტაჟის სამუშაოებისას ერთი მუშის დაღუპვისა და მეორის დაშავების შესახებ. შსს–ს ცნობით, სამივე  ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიება დროულად, სრულყოფილად და ეფექტიანად წარიმართოს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მსგავს საქმეებზე პრობლემაა გამოძიების გაჭიანურება და მის ფარგლებში რეალური შედეგების მიღწევა. ამასთან, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების თავიდან აცილება და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს. დროულად უნდა შეიქმნას ეფექტიანი შრომის ინსპექცია, რომელსაც დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმებისა და სანქციების გამოყენების უფლებამოსილება ექნება."- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აზრით, მას შემდეგ, რაც 9 მაისს ტყიბულის მაღაროში 4 მუშა დაიღუპა, ხელისუფლებამ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისა და ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მზაობა გამოთქვა. მიმდინარე წლის 1 ივნისს შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში იყო ინიცირებული, თუმცა ინიცირებიდან 7 თვის თავზე კანონპროექტი მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. პროცესების ასეთ რეჟიმში წარმართვა მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოება ჯერ კიდევ ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში.

სახალხო დამცველი ჩართულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში. ომბუდსმენს კანონპროექტთან დაკავშირებით პრინციპული შენიშვნები გააჩნია და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში მათი გათვალისწინება მოხდება. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, პრიორიტეტულად განიხილოს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი და მიიღოს ეფექტიანი ზომები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. 

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

04 სექტემბერი 2026, 23:12

მსოფლიო

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაცია აქვს და დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყნებზე იერიშის მიტანას არ აპირებს.

04 სექტემბერი 2026, 22:59

მსოფლიო

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნის მიერ მართული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის მფარველობასა და უკანონო აქტივების გათეთრებაში იყო ჩართული.

04 სექტემბერი 2026, 22:51

მსოფლიო

ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „კატასტროფის პირასაა“.

ვლადიმირ პუტინი

04 სექტემბერი 2026, 22:04

მსოფლიო

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და დაბომბვის კამპანიას ამწვავებს - მას სჯერა, რომ ამ გზით კიევს, შესაძლოა ამ ზამთრამდეც კი, მთავარ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას აიძულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.

04 სექტემბერი 2026, 21:52

რეგიონი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მესამე ვიზიტია ბათუმში. მისიის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა.

ზაალ ანჯაფარიძე

04 სექტემბერი 2026, 21:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.

04 სექტემბერი 2026, 21:32

სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა“, 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.

სერგეი მარჩენკო

04 სექტემბერი 2026, 21:29

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში

რუსული იერიშების ინტენსიური ზრდის ფონზე, უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.

04 სექტემბერი 2026, 21:16

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები კანონით ისჯება. სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრაციული ოქმები დღესაც განიხილა.

04 სექტემბერი 2026, 21:11

სამართალი

სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო უსაფრთხოების” აკადემიაში - დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთწლიანი პროგრამა თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ.

04 სექტემბერი 2026, 21:07

სამართალი

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით ელიზბარაშვილი და დაზარალებული 30 აგვისტოს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი, ელიზბარაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას მოყვა.

04 სექტემბერი 2026, 21:03

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

„მათი მიზანია ჩვენი განადგურება და დაშინება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ! ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

ირმჰილდ ბოსდორფი

04 სექტემბერი 2026, 21:00

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ალბათ, პირველად გვექნება შემთხვევა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწას AfD-ს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ AfD-თან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, დემოკრატიისთვის სახიფათოა, როდესაც ასე მოქმედებენ

გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების თემაზე „ქრონიკა“ ევროპარლამენტარს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრს, ირმჰილდ ბოსდორფს ესაუბრა.

მალტე კაუფმანი

04 სექტემბერი 2026, 20:55

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს

„მიმდინარეობს დისკუსია, რომ ჩვენი პარტია აიკრძალოს. თუმცა, ჯერჯერობით ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანის მცდელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ ყველას ეშინიათ, ეშინიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არ აკრძალავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კაუფმანმა.

04 სექტემბერი 2026, 20:51

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

04 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

04 სექტემბერი 2026, 20:28

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

04 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. ირკვევა, რომ ხმაურიანი საჯარო ბრალდებების უკან მხოლოდ მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და დაუდასტურებელი ეჭვებია.