imedi /  05 მარტი 2021, 12:00 / სანდო წყარო

სახალხო დამცველის ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას აქვეყნებს

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება: (1) შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები). (2) სახეზე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

„2020 წლის 25 თებერვალს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით მიმართა. წარდგენილი დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება. გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარესთან. აპარატი დააკვირდება სასამართლო პროცესის მსვლელობასაც.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

(1) შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები)

(2) სახეზე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

კანონიერების პრინციპთან მიმართებით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა დაწვრილებით მიმოიხილა თუ რამდენად იკვეთება ბრალდებულების ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები. ჩვენი შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ. ბრალდებულების მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მითითებული ინფორმაცია დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დოკუმენტებით. მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების, ან სხვა ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა. დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ეფუძნება ბრალდება, დღემდე არ არის შემოწმებული ვარგისიანობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ.

სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკური პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ასევე იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ტესტით, რათა შეფასებულიყო, ხომ არ არსებობდა ბრალდების წარდგენის დროს არასამართლებრივი, აკრძალული (პოლიტიკური ან სხვა) მოტივი. ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, შევაფასეთ ორი საკითხი: (1) არსებობდა თუ არა საქმეში პოლიტიკური ან სხვა უკანონო ქვენა მოტივი, (2) უპირატესი იყო თუ არა პოლიტიკური ან სხვა მოტივი შესაძლო კანონიერ მოტივთან შედარებით.

აღნიშნული საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. დოკუმენტში მოხმობილია მმართველი პოლიტიკური პარტიის მაღალჩინოსნების, პოლიტიკური საბჭოსა და მთავრობის წევრების, პარლამენტარებისა და სხვების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდებას პოლიტიკური პარტიების კრიტიკისთვის იყენებდნენ. როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა 4 დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი. ასევე ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა.

ჩვენი შეფასებით, წინამდებარე საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ჯეროვნად და დეტალურად იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებსა და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე. საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი გადაწყვეტა უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი

გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლაშა აბაშიძე

12 ივლისი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის

ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი

ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

ანდრაშ ლასლო

12 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

12 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.

ტომაშ ფროელიხი

12 ივლისი 2026, 22:28

ჯანდაცვა

ტომაშ ფროელიხი: გერმანული ეკონომიკის უდიდესი პრობლემა სწორედ ენერგორესურსებზე წარმოუდგენლად გაზრდილი ფასები გახლავთ, ეგრეთწოდებული „მწვანე“ საწარმოო პოლიტიკა, გერმანული წარმოების არქიტექტურა იმპორტირებულ და იაფ ენერგორესურსებზეა გათვალისწინებული და დამოკიდებული

მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.

თამარ იოსელიანი

12 ივლისი 2026, 22:25

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს

ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.

12 ივლისი 2026, 22:20

პოლიტიკა

დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.

12 ივლისი 2026, 22:08

საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში

პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.

12 ივლისი 2026, 21:52

სამართალი

4 ოქტომბრის საქმე - ბაჩო ახალაიას ძალადობის უმძიმესი ფაქტები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე, როგორც ჩანს კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა. სუს-მა ქვეყნის საზღვართან, ბუფერულ ზონაში გადაადგილებისას დააკავა ძებნილი ბექა ჭულუხაძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის სისრულეში მოსაყვანად დიდი ოდენობით იარაღი შეიძინა და თბილისთან ახლოს ტყეში დამარხა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:51

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

12 ივლისი 2026, 21:44

ეკონომიკა

შუა დერეფნის მთავარი კარიბჭე - ანაკლია „ლენდლორდის“ მოდელით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ანაკლიის პორტის მშენებლობა მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც წლებია, ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად განიხილება.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2026, 21:32

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“.

თამარ იოსელიანი

12 ივლისი 2026, 21:20

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან - დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული

ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.

12 ივლისი 2026, 21:13

პოლიტიკა

ეუთოს რეზოლუცია უილსონის ფასად. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რეალობას აცდენილი დასკვნები, პოლიტიკურად მიკერძოებული და დეზინფორმაციული შინაარსის მოხსენებები, ვერაფრით გამოდგება ანგარიშგასაწევ დოკუმენტად. მით უფრო, თუ ეს ჯო უილსონის კარნახით მზადდება. ეს ის უილსონია, რომელსაც საკუთარი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვაშინგტონში იმავე რეისით დაბრუნება აუკრძალა, რომლითაც სხვა წევრები მიფრინავდნენ. ჯო უილსონი საკუთარ თანაგუნდელებს აღარ უნდათ.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

12 ივლისი 2026, 20:59

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლგბტ პროპაგანდაზე: ითხოვდნენ, რომ მოგვეცით საშუალება უბრალოდ გავივლით, აღლუმსაც არ ჩავატარებთ, უბრალოდ რუსთაველზე გავივლითო. ჩვენ ვეკითხებოდით თქვენი მიზანი ხომ გავლა არ არის, საბოლოოდ თქვენი მიზანი ხომ ქორწინების დაკანონება და ბავშვის აყვანაა - ბავშვის აყვანა საშინელებაა, რადგან ბავშვის უფლებებს არღვევ ამით

ეს ნელ-ნელა მოვიდა. როცა ვხვდებოდით მათ წარმომადგენლებს, მათ ადვოკატებს, მაშინ ისინი ითხოვდნენ, რომ მოგვეცით საშუალება უბრალოდ გავივლით, აღლუმსაც არ ჩავატარებთ, უბრალოდ რუსთაველზე გავივლითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

12 ივლისი 2026, 20:46

პოლიტიკა

სამიზნეშია ქართული ეკლესია - „იმედის კვირამ“ ევრობიუროკრატებს კითხვები გაუგზავნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ ახლახან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან სკანდალური ინტერვიუ მოამზადა, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

12 ივლისი 2026, 20:41

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ევროპარლამენტარებს ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ვართ სასულიერო პირები, რომელსაც ხალხის მაჯა გვიჭირავს პირდაპირ და მათი განწყობები და დამოკიდებულებები ძალიან კარგად ვიცით. თუ გინდათ, რომ ქართველი ხალხის აზრი გაიგონოთ, ჩვენც მოგვისმინეთ, მაგრამ მათი დამოკიდებულება მაინც ზედაპირული იყო

განსაკუთრებით ბატონ კუბილიუსს და ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, მათ ვერაფრით ავუხსენი, რომ თქვენი ეს ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ არის სწორი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გასულ წლებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ევროპელი პოლიტიკოსების შეხვედრებზე საუბრისას.