05 მარტი 2021, 18:17 / სანდო წყარო

პროკურატურა გარეჯის საქმეზე: ომბუდსმენი უსაფუძვლოდ ცდილობს, გააბათილოს და არასწორი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნებს

საქართველოს პროკურატურა განმარტებას აკეთებს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. საქმე ეხება ომბუდსმენის მიერ საჯაროდ გავრცელებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას (Amicus Curiae), რომლითაც მან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პროკურატურა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მეგობრის სახელით სასამართლოსთვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია სასამართლოს დახმარება სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი და არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა.

„აღნიშნულის საპირისპიროდ, სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია. ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ“ - აღნიშნულია ოპროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ასევე მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას, რომელიც საქმის მასალების 16 ტომს და დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას მოიცავს და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებით ნაწილს წარმოადგენს.

„ელექტრონული ინფორმაციის გაანალიზების თაობაზე საუბარი მოსაზრების არცერთ ნაწილში არ გვხვდება, რისი მიზეზიც არის ის რომ, სახალხო დამცველი არც კი გაცნობია მტკიცებულებების ამ ნაწილს. ასევე თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველი მოსაზრების შედგენისას ასევე, გაუგებარი მიზეზით იგნორირებას უკეთებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოში ბრალდების მხარის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარია სრულად არ იცნობს სისხლის სამართლის საქმეს და ბრალდების მტკიცებულებების მნიშვნელოვან ნაწილს, შემაჯამებელ სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს მოსაზრებაში ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ გვარწმუნებს სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარემ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე გამოთქვა მზაობა შეხვედროდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და ეპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებზე, ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მათივე სურვილის შემთხვევაში, მიეცა მათთვის შესაძლებლობა საქმის მასალების გაცნობაზე.

„მიუხედავად აღნიშნულისა, სახალხო დამცველს საქმის გამოძიების არცერთ ეტაპზე ბრალდების მხარისათვის საქმის მასალების გაცნობა არ მოუთხოვია და არც საქმის სასამართლოში წარმართვამდე მოუსმენია ბრალდების მხარის არგუმენტები მოპოვებულ მტკიცებულებებთან თუ ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, პროკურატურა მიუთითებს, რომ სახალხო დამცველის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან და წარმოაჩენს მხოლოდ კონკრეტული პირების სუბიექტურ დამოკიდებულებას მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესისადმი.

„სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სახელით ცდილობს შეითავსოს როგორც სასამართლოს, ასევე ცალკეულ ექსპერტთა ფუნქციები და უსაფუძვლოდ ცდილობს გააბათილოს და არასწორი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნებს. წერილობით მოსაზრებაში მტკიცებით ფორმაში აქვს დაფიქსირებული ისეთი დასკვნები, რაც მხოლოდ შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ ჩატარებული სრულყოფილი ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული მოსაზრების დაუსაბუთებლობას და ცალმხრივობას. როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, საქმეზე ამ ეტაპზე მიღებულია ორი კარტოგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც მუშაობდნენ დარგის წამყვანი პროფესორები და ექსპერტები, ერთ შემთხვევაში შვიდი, ხოლო მეორე შემთხვევაში რვა ექსპერტი ერთობლივად“- აცხადებენ პროკურატურაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს და ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური დამკვირვებლის და ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი.

„საქართველოს პროკურატურა უახლოეს მომავალში მოამზადებს და გაასაჯაროვებს ნინო ლომჯარიას სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შინაარსობრივი მხარის დეტალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ შეფასებას, რათა არ მოხდეს მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იმედს ვიტოვებთ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისცეს ზეპირი განმარტება, მათ შორის უპასუხოს არაერთ კითხვას მის მიერ გაცემულ მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ, ბრალდებულთა მხარდამჭერ წერილობით მოსაზრებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.