imedi /  18 თებერვალი 2026, 14:49 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: მოსახლეობაში საჭიროა დემოგრაფიული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება - შობადობის შემცირება ძირითადად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ეროვნული ფასეულობებისა და ოჯახური ტრადიციების რყევა შეინიშნება

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც დემოგრაფიის საკითხებზე ინტერპელაციის წესით უსმენდნენ პრემიერ-მინისტრის მოხსენებას.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა დემოგრაფიულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საკითხი მოიცავს სახელმწიფო საზღვრებს, ადამიანურ კაპიტალს, შიდა კონფლიქტებსა და ერის დაბერებას. ხუნდაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთან მიმართებით არასახარბიელო პროგნოზსა და მის გავლენას საქართველოზე, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეზე:

„2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, ხოლო მეზობელი აზერბაიჯანის 53%-ით გაიზრდება, სომხეთის კი - 7%-ით. საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით დაპატარავდა და ეს ,რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი პოლიტიკური დომინანტის ფუნქციას რეგიონში“ - განაცხადა დეპუტატმა.

მისი სიტყვებით, ეროვნული და ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაცია, დემოგრაფიულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბარი და სოციალურ პაკეტებზე მუშაობა, იქნება ჯეროვანი პასუხი დემოგრაფიულ კრიზისებზე.

„იმიგრაცია, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, დემოგრაფიული პოლიტიკის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამ ნაწილში ატეხილი ქარიშხალი პირდაპირ მნიშვნელობით ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. სრულად ვემხრობი იმ არგუმენტებს და მონაცემებს, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. კითხვები კი, რომელიც აქ დასვა ზოგიერთმა ავტორმა, უფრო პოლიტიკური ქარიშხლისთვის არის, ვიდრე პრობლემებზე საუბრისთვის.

დემოგრაფია არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება. სწორედ ამიტომ გაერომ ის პოლიტიკების პოლიტიკად აღიარა. ეს არ არის მხოლოდ შობადობის აღწერა და სიკვდილიანობის თვლა. აქ მოსახლეობის ზრდა და კლება, სახელმწიფო საზღვრები, ადამიანური კაპიტალი, შიდა კონფლიქტები, ერის დაბერება და რა თქმა უნდა, მიგრაციული პროცესები ერთიან სურათშია განსახილველი.

საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები იწყება 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ჭარბი მიგრაცია. რა თქმა უნდა, დღევანდელი სურათიც არის ასახვა იმ წინა დემოგრაფიული მდგომარეობის, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაიწყო 90-იანი წლების შემდეგ.

საქართველოში შობადობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შედარებისათვის - ყველაზე მაღალი შობადობა ქვეყანაში 1961 წელს დაფიქსირდა, როცა 104 ათასი ახალშობილი გაჩნდა. 2024 წლის მონაცემით კი 40 ათასზე ნაკლებია შობადობის მაჩვენებელი და წლების განმავლობაში, კერძოდ კი 2017 წლიდან, ეს მონაცემი ყოველ წელს 1-2 ათასით კლებულობს.

მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა არის მნიშვნელოვნად დეფორმირებული, რადგან ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა, ვიდრე ბავშვთა რაოდენობა. ისევ შედარებისათვის - მე-20 საუკუნის შუა ხანებში 741 ათასით ჭარბობდა ბავშვების რაოდენობა მოხუცებულთა რაოდენობას. დღეს მხოლოდ 170 ათასით ჭარბობს, ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას. ერი არის დაბარებული, თუმცა აქ გაიჟღერა ტერმინმა - გადაბერება, ასეთი ტერმინი უბრალოდ არ არსებობს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მე მოვიტან გერმანიის კანცლერის, მერცის განცხადებასაც იმის შესახებ, რომ გერმანიას არ შეუძლია არმიის გაზრდა - გერმანელები აღარ აჩენენ ბავშვებს. ეს საკითხი საქართველოსთვისაც პირდაპირ უსაფრთხოების ხაზზე გადის, რადგან როცა ჯარის შევსება არ ხდება, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ეს თავდაცვისუნარიანობას ეხება და ამ კუთხითაც გვაქვს რისკები. ასე რომ, დემოგრაფია სახელმწიფო უსაფრთხოების განუყოფელი კომპონენტია. როცა ქვეყნაში მოსახლეობის 7%-ზე მეტია ხანდაზმული, ერი დაბერებულად მიიჩნევა. შედარებისთვის, მსოფლიოში 8%-ია ეს მაჩვენებელი, განვითარებულ რეგიონებში 16%, ევროპაში 17%, აფრიკაში 3%, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 6%, ცენტრალურ ამერიკაში 5%, ხოლო საქართველოში ესაა 16-17%. სამომავლო პროგნოზიც არასახარბიელოა: საქართველოში 2030 წლისთვის მილიონს მიაღწევს ხანდაზმულთა რაოდენობა. აქ, რა თქმა უნდა, ისევ უსაფრთხოების საკითხზე გავდივართ. შემოდის ფინანსური უსაფრთხოებაც, როცა მწარმოებელ ფენას მნიშვნელოვნად აჭარბებს ფინანსური რესურსის მიმღებთა რაოდენობა და, ვფიქრობ, რომ აქაც სწორი პოლიტიკაა გასატარებელი. ამას ემატება გარე მიგრაციაც. ეს სურათი წლების განმავლობაში არასახარბიელოა, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა შეინიშნებოდა 2009-2011 წლებში, როცა მიგრაციული სალდო ორნიშნა უარყოფითი რიცხვით იყო წარმოდგენილი. უარყოფითი ორნიშნა მაჩვენებელი 2023 წელსაც დაფიქსირდა, თუმცა ეს უკრაინის ომით იყო განპირობებული. ბოლო წლებში კი პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ემიგრაციაში მყოფი ოჯახები ნაკლებად ცდილობენ შვილის ყოლას - გადავადება ხდება, რადგან წყვილები ცდილობენ ადგილის დამკვიდრებასა და ცხოვრების მოწყობას. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ცოლ-ქმარი შობადობას, ბუნებრივია, ვერ ზრდის.

პრობლემები არის შიდა მიგრაციული თვალსაზრისითაც: ქვეყანაში დაახლოებით 204 სრულად გაუკაცრიელებული სოფელია, ხოლო 187 სოფელში ცხოვრობს 2-5 ადამიანი. აქაც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე გავდივართ, რადგან ეს სოფლები ძირითადად არის სასაზღვრო ზოლში და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა უკეთ იცავს საზღვარს. სამხრეთ კავკასიის დემოგრაფიული სურათიც ჩვენთვის არასახარბიელოა, რადგან გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, ხოლო მეზობელი აზერბაიჯანის 53%-ით გაიზრდება, სომხეთის კი - 7%-ით. საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით დაპატარავდა და ეს ,რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი პოლიტიკური დომინანტის ფუნქციას რეგიონში.

შესაბამისად, ჩვენთვის პერსპექტიული პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხიც დგება. აქ რეკომენდაციებს მინდა შევეხო: პრემიერს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მოსახლეობაში საჭიროა დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებთან დაკავშრებით ცნობიერების ამაღლება. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული და ოჯახური ღირებულებების პოპულარიზაცია. ესაა მთავარი ინსტრუმენტი, რამეთუ ზოგადი სურათი აჩვენებს, რომ შობადობის შემცირება ძირითადად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ეროვნული ფასეულობებისა და ოჯახური ტრადიციების რყევა შეინიშნება.

აქვე, უმაღლეს სასწავლებლებში პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა დაემატოს დემოგრაფიის მიმართულება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტში საკითხის პოპულარიზაციასა და კვოტების გამოყოფას. დემოგრაფია, როგორც საგანი, უნდა ისწავლებოდეს შესაბამის ფაკულტეტებზე და სკოლებისთვის მომზადდეს საქართველოს დემოგრაფიული ისტორიის სახელმძღვანელო, თუნდაც დამატებით საკითხავი ლიტერატურის სახით. რა თქმა უნდა, პროპაგანდა და ოჯახური და ეროვნული ფასეულობების გაძლიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ გადამწყვეტია სოციალური პაკეტი. ის უკვე არსებობს, მაგრამ აუცილებელია მისი მეტად დახვეწა. ამ ნაბიჯებით ჩვენ, პირველ რიგში, უნდა შევძლოთ დემოგრაფიული კრიზისის შეჩერება, ეს იქნება გატარებული პოლიტიკის მაღალი ეფექტი“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

02 ოქტომბერი 2026, 00:09

მსოფლიო

გერმანული მედია: ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 10 პროცენტია კმაყოფილი ფედერალური მთავრობისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით

გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 10 პროცენტია კმაყოფილი ფედერალური მთავრობისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით. ამას მოწმობს სოციოლოგიური კვლევის, ARD-Deutschlandtrend-ის შედეგები, რომლებიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. სოციოლოგების განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ლელა რაზიკაშვილი:

02 ოქტომბერი 2026, 00:03

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი: მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ შენი საყვარელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ფიზიკურად გადარჩენის სიხარული

მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები. სახლში წასვლა არავის არ უნდოდა, სიხარულით დარბოდნენ ქუჩაში. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ შენი საყვარელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით. რამ მოიტანა ეს? ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც სიხარულით დადიოდა 14 წლის წინ ამ დროს საქართველოში, ჰქონდა ფიზიკურად გადარჩენის სიხარული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

02 ოქტომბერი 2026, 00:00

მსოფლიო

Die Welt: ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, ავსტრია და იტალია, ევროკომისიას მოუწოდებს, ახალი რეგულაციების მიღება დროებით შეაჩეროს და ყურადღება არსებული კანონების გამარტივებაზე გადაიტანოს

ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, ავსტრია და იტალია, ევროკომისიას მოუწოდებს, ახალი რეგულაციების მიღება დროებით შეაჩეროს და ყურადღება არსებული კანონების გამარტივებაზე გადაიტანოს. გამოცემა Die Welt-ის ცნობით, ოფიციალურ წერილში ქვეყნები გამოდიან ინიციატივით, გამოცხადდეს „განხორციელებისა და კონსოლიდაციის წელი“ - ერთგვარი საკანონმდებლო პაუზა, რათა ევროპულ ბიზნესს ბიუროკრატიული ტვირთი შეუმსუბუქდეს.

გია მურღულია

01 ოქტომბერი 2026, 23:57

პოლიტიკა

გია მურღულია IRI-ს კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს

იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ IRI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ოპოზიციის შედეგი განპირობებულია იმით, რომ ისინი მუდმივად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან.

01 ოქტომბერი 2026, 23:57

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან, სადამდე მიიყვანეს ამომრჩეველი, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა, შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის

ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან ამას, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა, შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

კრისტა პაიკი

01 ოქტომბერი 2026, 23:45

მსოფლიო

The Washington Post: კრისტა პაიკის ადვოკატების განცხადებით, იგი ცოცხალია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იღებს

კრისტა პაიკის ადვოკატების განცხადებით, იგი ცოცხალია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იღებს. მანამდე, წინა ღამით, ტენესის შტატის ხელისუფლებამ მისი სასიკვდილო ინექციით დასჯა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 23:40

პოლიტიკა

გია მურღულია: მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია

მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ნიკუშა შენგელაია

01 ოქტომბერი 2026, 23:34

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში.

ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით.

ნიკუშა შენგელაია

01 ოქტომბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი

ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით. მისივე თქმით, რომ არა 14 წლის წინანდელი არჩევანი, საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.

ვლადიმირ პუტინი

01 ოქტომბერი 2026, 22:16

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

01 ოქტომბერი 2026, 22:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

იოჰან ვადეფული

01 ოქტომბერი 2026, 22:09

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა. მან გააფრთხილა პარტნიორები, რომ სასწორზე უშუალოდ ბლოკისა და მისი რეგიონული გავლენის სანდოობა დგას.

ზაალ ანჯაფარიძე

01 ოქტომბერი 2026, 21:49

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: 14 წლის წინ სულ რაღაც ერთი წლის შექმნილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩამოაშორა სადისტების და ჯალათების რეჟიმი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სადისტების და ჯალათების რეჟიმი ჩამოაშორა.

გურამ მაჭარაშვილი

01 ოქტომბერი 2026, 21:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი

ყველაზე მთავარი, რაც 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა მოიტანა, არის ის, რომ ქართველმა საზოგადოებამ დაიბრუნა ღირსება და გაითავისა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მას პატივს სცემს, - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ოქტომბერი 2026, 21:39

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.

01 ოქტომბერი 2026, 21:21

ეკონომიკა

შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი. საერთაშორისო ფორუმი თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაზი გაესვა საქართველოს როლს ამ სფეროში. განიხილეს „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება საქართველოს სტრატეგიულ პოტენციალზე გადის.

01 ოქტომბერი 2026, 21:00

რეგიონი

ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა.

ვლადიმირ პუტინი

01 ოქტომბერი 2026, 20:59

მსოფლიო

პუტინი: თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი.

01 ოქტომბერი 2026, 20:45

საზოგადოება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

01 ოქტომბერი 2026, 20:45

პოლიტიკა

შეტევა პატრიარქსა და საპატრიარქოზე - შეურაცხმყოფელი განცხადებებით ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები გამოდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი კოორდინირებულ, მიზანმიმართულ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას.