პრემიერი: მოთმინების კულტურა - ეს არის ის, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში. გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება, მისი ხელმძღვანელობით მოვახერხეთ სუვერენიტეტის განმტკიცება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მივულოცო დაბადების დღე და 70 წლის იუბილე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მისივე თქმით, სწორედ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2022 წლიდან, ქვეყანამ მოახერხა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება.
„როდესაც გარდატეხაზე და გარდამტეხ ცვლილებებზე არის საუბარი, შეუძლებელია, არ ვისაუბროთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარდამტეხ როლზე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, 2012 წელს, მან მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულება. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, 2011 წელს, ვიდრე ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განაცხადს პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, იმედიც კი ჰქონდათ დაკარგული საღად მოაზროვნე ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, იმედი იმისა, რომ რაიმე შეიძლებოდა შეცვლილიყო არსებითად ჩვენს ქვეყანაში.
ყველას მინდა, შეგახსენოთ, რა ვითარება იყო 2011-2012 წლებში: დემოკრატია - ფეხქვეშ გათელილი, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა - ფეხქვეშ გათელილი, ადამიანის უფლებები - ფეხქვეშ გათელილი, ადამიანის ღირსება, საკუთრების უფლება, ბიზნესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი - ყველაფერი იყო ფეხქვეშ გათელილი. და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ნამდვილ თავგანწირვას საჭიროებდა პოლიტიკურ პროცესში შემოვლა, მითუმეტეს ადამიანისგან, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი და შეიძლება, ყველაზე მეტი ჰქონდა დასაკარგი. სწორედ, ამ დროს გადადგა მან ეს პრინციპული ნაბიჯი და გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მას შემდეგ, საქართველოში არის დამკვიდრებული დემოკრატიული სისტემა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის რეალიზება გახდა შესაძლებელი, სამართლის უზენაესობა არის უზრუნველყოფილი, ადამიანის უფლებების დაცვა, ღირსების დაცვა, საკუთრების უფლება აღდგა ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესი არის თავიდან ბოლომდე თავისუფალი, გვაქვს მედია პლურალიზმი, ყველა მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები არის, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
რაც შეეხება 2022 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ზუსტად ისეთივე რისკებთან იყო დაკავშირებული ამ პერიოდში პრინციპული პოზიციის დაკავება, როგორც ეს იყო 2011-2012 წლებში. პიროვნული რისკების ფასად შეიძლებოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა იმ სცენარისგან, რომელიც განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში და აქაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა კიდევ ერთხელ თავდადება, სამშობლოსათვის თავგანწირვა და ეს შეიძლება, ადამიანს გაეკეთებინა მხოლოდ ქვეყნის მიმართ, სამშობლოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის შემთხვევაში. ეს არის ის, რაც ამ ადამიანს გამოარჩევს. ერთია ქვეყნის სიყვარული, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ საქვეყნო საქმე სწორად აკეთო, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფრის სწორად გააზრება, გონიერება, ინტელექტი და სიბრძნე. ჩვენ გვახსოვს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მათ შორის, იყვნენ გულანთებული ადამიანები, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ გამოავლინეს სიბრძნე, მოთმინება, მათაც დაუშვეს სერიოზული შეცდომები, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. მოთმინების კულტურა - ეს არის ის, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში და მან გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის გამარჯვება და მან გახადა შესაძლებელი 2022 წლის შემდეგ უკვე ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული გამოწვევა, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყო ისეთი მტკიცე, როგორიც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოწვევები არის განსაკუთრებული, თუმცა ჩვენ გვაქვს ღირსება და ნებისმიერი ღირსეული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იყოს მტკიცე. სწორედ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლიდან პერიოდზეა საუბარი, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განმტკიცება და მადლობა ამისათვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს და მინდა, ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ყოველივე საუკეთესო,“- აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 02:55
მსოფლიო
ტრამპი: მე მშვიდობისმყოფელი ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.
18 აპრილი 2026, 02:45
მსოფლიო
ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.
18 აპრილი 2026, 01:20
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია
ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 23:51
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი შესაძლოა პაკისტანში გაემგზავროს, თუ ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.
17 აპრილი 2026, 23:45
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.
17 აპრილი 2026, 23:11
საზოგადოება
ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
17 აპრილი 2026, 22:24
მსოფლიო
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 22:09
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
17 აპრილი 2026, 22:02
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.
17 აპრილი 2026, 21:38
მსოფლიო
ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.
17 აპრილი 2026, 21:37
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა
„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 21:36
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.
17 აპრილი 2026, 21:31
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
17 აპრილი 2026, 21:25
პოლიტიკა
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას
მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.
17 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 21:17
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში
რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
17 აპრილი 2026, 21:01
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
დისკუსიისას განხილულ იქნა ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე, საუბარი შეეხო საკითხებს, თუ როგორ მოქმედებს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე.
17 აპრილი 2026, 20:51
რეგიონი
სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებში დროებითი გზა გაკეთდება - ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამეგრელოში სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.
17 აპრილი 2026, 20:47
მსოფლიო
ტრამპი: ირანელებს შეხვედრა სურთ, მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ - მგონია, რომ შეთანხმებას მომდევნო ერთ ან ორ დღეში გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს და იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.
17 აპრილი 2026, 20:47
პოლიტიკა
ძველი დიპლომების და უხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება - რა საკითხები განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი დიპლომების და უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება- განათლების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.


