დიმიტრი ხუნდაძე: პოპულიზმის ნაწილია, როცა მუდმივადაა საუბარი დეპუტატის ხელფასზე - რომ გავანახევროთ კი არა, სულ რომ ჩამოვართვათ ხელფასი დეპუტატებს, პენსიის ოდენობა გაიზრდება 2 ლარით და 20 თეთრით
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: ხალხის ძალა
„თემა წამოსაწევია და ცვლილებები გასატარებელია, მაგრამ ასეთი მიდგომით შესაძლოა კარგის ძიებაში უარესი მივიღოთ,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როცა დებატებზე თემაზე „სოციალური დახმარების პოლიტიკა და სიღარიბის შემცირება“ სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ ოპონენტის კითხვას უპასუხა.
დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ხელფასების მატებაზე და მინიმალური ოდენობის ხელფასის განსაზღვრაზე საჭიროა სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არა პოპულიზმზე, არამედ შედეგზე იქნება ორიენტირებული.
„მე არ მგონია, რომ დეპუტატების მაღალი შემოსავალი გამოდგებოდეს არგუმენტების საფუძვლად. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპის 2022 წლის დირექტივა-რეკომენდაცია, რომელსაც ევროპის ქვეყნებიც ითვალისწინებენ. მედიანური ხელფასის 60 %-იანი დიაპაზონი (საშუალო ხელფასის განსაზღვრის მაჩვენებელი) არის სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს ინფლაციისა და უმუშევრობის გაზრდა. გერმანიის მაგალითს მოვიყვან - 2015 წელს გერმანიამ მინიმალური ხელფასის ოდენობა დააზუსტა. ისინიც კი, 48 %-იან ზღვარზე არიან და 60 %-მდე არ ასულან. თქვენი 1050 ლარიანი მინიმალური ხელფასის ოდენობა [საუბარია გახარიას გუნდის ინიციატივაზე მინიმალური ხელფასის 1050 ლარამდე გაზრდაზე], არის მედიანურის 70 %-იან დიაპაზონში.
ამ საკითხში გეთანხმებით, რომ თემა წამოსაწევია და ცვლილებები გასატარებელია, მაგრამ ასეთი მიდგომით შესაძლოა კარგის ძიებაში უარესი მივიღოთ. ასე რომ, ვფიქრობ, პოპულიზმის ნაწილია, როცა მუდმივადაა საუბარი დეპუტატის ხელფასზე. სამწუხაროა, მაგრამ თქვენი ინიციატივა იყო ხელფასების განახევრება და ამის ხარჯზე პენსიების ზრდა. რომ გავანახევროთ კი არა, სულ რომ ჩამოვართვათ ხელფასი დეპუტატებს, პენსიის ოდენობა თითოეული პენსიონერისათვის, გაიზრდება 2 ლარით და 20 თეთრით.
რა თქმა უნდა, ეს არის პოპულიზმი და სპეკულაცია. ამიტომ, სწორად უნდა დავიგეგმოთ და წარსულიც სწორად უნდა შევაფასოთ. ის, თუ რატომ ვადარებთ ციფრებს 2012 წელს, რომელ წელსაც არ უნდა შევადაროთ, დინამიკა არის კლებადი. 2012 შევადაროთ, 2014, 2016 თუ 2025-ს, დინამიკა არის კლებადი. უმუშევრობა შემცირებულია, ქვეყნის ეკონომიკა გაზრდილია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საუკეთესო მაჩვენებელი, მაგრამ რატომ გვიკვირს, რომ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა? ეს არაა საუკეთესო მაჩვენებელი და ის კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. მაგრამ განვითარებად ქვეყნებშიც არსებობს, სოციალური პრობლემები და სიღარიბე. უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ სწორად და არა პოპულიზმით და არა ისე, რომ კარგად ისმოდეს, მაგრამ შედეგს არ იძლეოდეს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 03:16
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს
უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:01
მსოფლიო
ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.
26 თებერვალი 2026, 02:52
მსოფლიო
CNN: კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 02:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.
26 თებერვალი 2026, 01:21
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა
უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 01:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. ჩვენ გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელი სამშვიდობო პოლიტიკაც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
26 თებერვალი 2026, 00:59
მსოფლიო
ილონ მასკი ბრიტანულ პოლიტიკურ პარტია Restore Britain-ს მხარდაჭერას უცხადებს - „ის გაიმარჯვებს. მან უნდა გაიმარჯვოს. ბრიტანეთის გადასარჩენად“
ტექნოლოგიური გიგანტი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია ახალი მოძრაობის, Restore Britain-ის შესახებ, რომლის რეიტინგიც უკვე 7%-ს აღწევს.
26 თებერვალი 2026, 00:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „ღამის კურიერში" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ცინიკური, საფუძველს მოკლებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია.
26 თებერვალი 2026, 00:40
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა
მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 00:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: BBC-ის სიუჟეტი კამიტზე, ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, სარეცხი მანქანები გააქვთ ქვეყნიდან, რომ დრონები დაამზადონო - ეს არის ის „ფაქტები“, რაზედაც დგანან. სრული მარაზმია
რა ხდებოდა 2022 წლიდან, ვინმე დაინტერესდა რუსეთის ეკონომიკა რა ვითარებაში იყო? სტაბილური ზრდა ჰქონდა და სრულიად მანიპულაციაზე იყო ის განცხადებები აწყობილი, რაზედაც მათივე მოსახლეობამ ხმა ამოიღო, როდესაც შვიდჯერ და რვაჯერ ძვირად იგივე ქვეყნის - რუსეთის ბუნებრივ რესურსებს ყიდულობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას.
26 თებერვალი 2026, 00:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ მზად ვართ, თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის სრულიად დავივიწყოთ, რაც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, რადგან წინა ადმინისტრაციის დროს რაც იყო, ივიწყებს თვითონ ამერიკა და მსოფლიო, ფაქტია
ჩვენ მზად ვართ თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის, სრულიად დავივიწყოთ რაც იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, იმიტომ, რომ წინა ადმინისტრაციის დროს რაც იყო ივიწყებს თვითონ ამერიკა და მსოფლიო ფაქტია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინებზე საუბრისას. კირცხალიას თქმით, ხელისუფლება აშშ-სთან ღირსეულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ელოდება.
26 თებერვალი 2026, 00:29
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: სიტყვა სანქცია ამ ბოროტებასთან მიმართებით სრულიად არარელევანტურია, ვინაიდან თითოეული მათი ნაბიჯი იყო თავდასხმა დამოუკიდებელ ქვეყანაზე, საქართველოზე
პასუხი არის ძალიან მარტივი, ცოტა მეტი წვალება უწევთ და ძალიან ბევრი ფიქრი კოლექტიურ ლომჯარიასთან, გიგაურთან ერთად ამ საკანონმდებლო ბაზას როგორ აარიდოს თავი, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ წამყვანის კითხვას, თუ რატომ აწუხებს ევროკავშირს და არამხოლოდ ევროკავშირს „ენჯეოების“ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული კანონები.
26 თებერვალი 2026, 00:14
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: თითოეული მათი ნაბიჯი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ეკონომიკურად ჩამოვიქცეთ, იმიტომ რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყანა არის ადვილად დასაჩოქებელი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ
რაც შეეხება ყულევს და ასეთ დიდ პროექტებს, ყველაფერი რაც გარანტია სამშვიდობო პოლიტიკასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ურტყამენ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ჩამოქცევისკენ.
26 თებერვალი 2026, 00:09
პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო. პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას და გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.
26 თებერვალი 2026, 00:05
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია რასა იუკნევიჩიანეზე: ეს ქალბატონი ევროპის და დემოკრატიის სახელით ძირს უთხრის ევროპას და იმ ყველაფერს, რაზედაც ევროპა იდგა. ჩალის ფასი აქვს მათ რეზოლუციებს და ანგარიშებს
ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს, მათ თითოეულ რეზოლუციას და მათ შორის ანგარიში, რომელიც დღეს ქალბატონმა რასამ [იუკნევიჩიანე] გამოაქვეყნა, ძალიან ნიშანდობლივია დღევანდელ დღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, რითაც უპასუხა კითხვას - ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები ევროკავშირისგან?
25 თებერვალი 2026, 23:58
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: სიტყვა სანქცია არასწორია ყველა მიმართებით, „იმედთან“ მიმართებით ჩვენ სანქციაზე გვაქვს საუბარი? ეს არის თავდასხმა
სიტყვა სანქცია არასწორია ყველა მიმართებით, „იმედთან“ მიმართებით ჩვენ სანქციაზე გვაქვს საუბარი? ეს არის თავდასხმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ქართული საზოგადოებას ყველაფერს ხედავს და მსგავსი ნაბიჯები კონტრპროდუქტიულია.
25 თებერვალი 2026, 23:53
მსოფლიო
„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სამსახურები იხურება
მედიაკორპორაცია „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ (RFE/RL) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბულგარული (Svobodna Evropa) და რუმინული (Europa Liberă România) სამსახურები 2026 წლის 31 მარტს მუშაობას შეწყვეტენ.
25 თებერვალი 2026, 23:50
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ფორმალური ნაწილი სრულიად ანეკდოტური, ღიმილისმომგვრელი, შეურაცხმყოფელია ყველაფერთან ერთად და რეალური მიზეზი - ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“
რეალური მიზეზი, ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
25 თებერვალი 2026, 23:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს
არამხოლოდ ღიად მოგვიწოდებდნენ [რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ], თავიანთ აგენტურაზე დაყრდნობით და შემდეგ სირბილით თავიანთი მაღალჩინოსნების რუსთაველის გამზირზე, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში იღებდნენ პირდაპირ მონაწილეობას თავიანთი განცხადებებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ელჩების ნაწილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. კირცხალია ევროპული ქვეყნების მერკანტილურ ინტერესებზე საუბრობს და ამის მაგალითად ბალტიისპირეთიდან რუსეთში ღვინის ექსპორტსაც ასახელებს.
25 თებერვალი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე, როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს
მათ გადაწყვეტილი აქვთ, დიფ სთეითის ბინძურ სცენარს მიჰყვნენ. გრძნობენ, რომ ისინი წარმავალი არიან. ყოველთვის ვამბობდით ჩვენ, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს, რასაც მთელი მსოფლიო კარგად ხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.


