საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ: „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“
ფოტო: Facebook
საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები – ოლივიე კურტო, პეტერ ფიშერი და გარეთ უორდი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ სათაურით: „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“. სტატიას საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათთვის გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ ზომების მიღებით.
„2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ურყევად იდგნენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ.
აქ, თბილისში ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს სამი ელჩი, სიტყვით გამოვდივართ უკრაინის საელჩოსთან ერთად გამართულ კონფერენციაზე. ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინას გავუწიოთ კონკრეტული და გრძელვადიანი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად.
2025 წელი გამორჩეული იყო მსურველთა კოალიციის ფარგლებში მობილიზაციისა და ერთიანობის უპრეცედენტო დონით. 2026 წლის 6 იანვარს პარიზის შეხვედრა გადამწყვეტი ნაბიჯი იყო, რომელმაც დაადასტურა ევროპას, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის კონვერგენცია უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფის გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ. უფრო კონკრეტულად: აშშ-ის ხელმძღვანელობით მომავალი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმების შექმნა; უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მხარდაჭერა, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ; ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების განლაგებისთვის მზადების გაგრძელება; რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებების სამართლებრივი ტრანსპოზიცია, სოლიდარობის მექანიზმების მეშვეობით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით.
ჩვენი პრინციპები ნათელია: უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული; უკრაინას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ხოლო უკრაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს. ევროპის შესახებ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება ევროპელების გარეშე. საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას და მოვუწოდებთ რუსეთს, კეთილსინდისიერად ჩაერთოს სამშვიდობო ძალისხმევაში და შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ მშვიდობისკენ ისწრაფვის, მაშინ როცა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მისი განმეორებითი დარტყმები აჩვენებს რუსეთის უარს, აწარმოოს მოლაპარაკებები ომის დარეგულირების საკითხზე.
ამ თვის დასაწყისში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უხელმძღვანელეს უკრაინის თავდაცვის 50-წევრიანი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას. 2025 წელს ამ ჯგუფმა უკრაინისთვის დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება შეაგროვა. 2026 წლისთვის უკვე შეთანხმებულია დაახლოებით 35 მილიარდი დოლარის გამოყოფა. გასულ კვირას დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის შტაბების უფროსებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც ჩამოაყალიბეს ევროპული თავდაცვის ხარჯების გაზრდის არგუმენტები რუსული საფრთხის გათვალისწინებით, სადაც ნათქვამია: „ამ მცდელობას მორალური განზომილება აქვს. გადაიარაღება არ არის ომის წაქეზება; ეს არის იმ ერების პასუხისმგებლიანი ქმედება, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ დაიცვან თავიანთი ხალხი და შეინარჩუნონ მშვიდობა. ძალა აკავებს აგრესიას, სისუსტე კი იწვევს მას“.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, რათა საბოლოოდ შეწყვიტოს მისი დაბომბვა და დათანხმდეს დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას. ამ კვირაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შემოიღებენ დამატებით სანქციებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ექსპორტსა და ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ეხება“, – აღნიშნულია სტატიაში.
როგორც ელჩები სტატიაში აღნიშნავენ, მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.
„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ქართველებმა იციან რუსული შეჭრის და მათი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილი. მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი. ამ კონტექსტში ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატო-ს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მის ევროპელ პარტნიორებს სუვერენიტეტის პრინციპების დასაცავად, რუსეთის აგრესიის დაგმობის, რუსეთის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობების მხარდასაჭერად და საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების გასაძლიერებლად. საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრი, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და რადგან რუსეთი ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს 1.5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით საქართველოს შეუძლია, გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ.
„საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით საქართველოს შეუძლია, გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ. რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში, ამავდროულად ხელს შეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს – ენერგეტიკულ მდგრადობას.
ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ამ კრიტიკულ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ იმ მძიმე ფასს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იხდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა იმავე აგრესორის მხრიდან. უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ასევე ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ხელს შეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ელჩების სტატიაში.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 03:02
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.
17 აპრილი 2026, 01:01
მსოფლიო
Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!
როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
17 აპრილი 2026, 00:12
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან
ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
17 აპრილი 2026, 00:07
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“
ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.
16 აპრილი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა
16 აპრილი 2026, 23:52
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
16 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
16 აპრილი 2026, 23:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.


