მიხეილ ყაველაშვილი: მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზეა საუბარი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესებმა ნათელი გახადა რამდენი ორგანიზაციაა დამოკიდებული გარე ძალებზე.
„პირველ დღეებში, როცა ეს ნაბიჯი გადავდგით, ჩვენს მომხრეებშიც გამოიწვია გაუგებრობა, რატომ ვიღებთ გამჭვირვალობის კანონს და რა საჭიროა ეს ვნებათაღელვა. ვხედავდით, ჩვენ ხომ გვქონდა ურთიერთობა ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, ამ ფონდების ხელმძღვანელებთან და უბრალოდ, როგორც პარტნიორები, მეგობრები ვთხოვდით, რომ ეს თქვენ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ჩადიან, პასუხისმგებლობა თქვენზეა და იქნებ გავარკვიოთ, რა ხდება. გახსოვთ მათი პასუხი, რეაგირება ნული, პირიქით, იყო ეს ყველაფერი. გვახსოვს, აღარ მოვყვები მოვლენებს, მაგრამ საკმაოდ რთული დღეები გადაიტანა მაშინ ჩვენმა ქვეყანამ, დედაქალაქმა, თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეული ჩვენგანი გამოიწრთო. ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რას ვიცავდით.
ჩვენი გავიტანეთ ბოლომდე. ეს არის ტესტი. ხვალ, ზეგ, რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზეა საუბარი. წარმოგიდგენიათ, ადამიანები თავს უფლებას აძლევდნენ, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ამხელა სიკეთე აქვთ საქართველოში განხორციელებული და კანონის ინიციირებას, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან. იმდენად აბსურდში ჩავარდნენ, რომ ამის განხილვაზე იყო მთელი ეს ვნებათაღელვა. ეს საჩვენებელი იქნება, რა საზოგადოება უნდა გყავდეს შენ, როცა ნებისმიერი აქტი, მითუმეტეს საკანონმდებლო პარლამენტში, რა დაწერილი უნდა იყოს, რომ იმის წაკითხვაც ვერ შეძლო. რა შიში უნდა გქონდეს, თუ შენ თავისუფალი, ჯანსაღად მოაზროვნე, სამართლიანი ადამიანი ხარ. აქ საუბარია, მე არ მომწონს, მაგრამ უნდა წავიკითხო და თქვენთან უნდა შემოვიდე პოლემიკაში, უნდა გითხრათ, რომ ეს კანონი ამიტომ და ამიტომ არის მიუღებელია, ამიტომ და ამიტომ არ მომწონს ეს მუხლი. ამ აბსურდზე მაქვს საუბარი.
დღესაც კი, ზოგს რცხვენია, მაგრამ დღესაც ხშირად აჩვენებენ, რომ არა, არ გავბედოთ, არ შევიდეთ ამ პროცესში, რომ კანონი განვიხილოთ. პარლამენტში კანონის ინიციირებაზეა საუბარი, რაც ევალება პარლამენტარს, რომ განიხილოს, თავისი აზრი გამოთქვას და შემდეგ უთხრას საზოგადოებას, თავის მომხრეებს, რომ ამ კანონში ეს არის მიუღებელი, ამიტომ დამიდექით გვერდით და ამ ყველაფერს წინ აღვუდგეთ. ფიზიკურად გვებრძოდნენ, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა უცებ მეორე დღეს. გვქონდა შეტყობინება აშშ-ის საელჩოდან, რომ არაფრის დიდებით არ მოვახდინოთ ინიციირება, რადგან ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, დავიწყებთ აქციებს. პირდაპირ გახდა ჩემთვის ნათელი, რამდენი ორგანიზაციაა დამოკიდებული ამ ძალებზე. ყველაფერი იკადრეს, რაც არაადამიანურია და საზოგადოებას თავისი სახე დაანახეს. ეს იყო ერთ-ერთი გამოცდა ჩვენი ქვეყნის, უფრო ძლიერები გავხდით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, თუ საზოგადოებას მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის მხარეს.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ნაბიჯი თამამად გადადგა, შემდეგ მოგვიწია რაღაც ეტაპზე უკან დახევა, ისევ ჩვენი მოქალაქეების გამო, რადგან იქ იყო ბევრი ინფორმაცია მსხვერპლზე ოპოზიციის მხრიდან. იძულებული ვიყავით, რაღაცები სხვანაირად გაგვეკეთებინა, მაგრამ დავინახეთ მთლიანად სურათი, ეს ხალხი ვისზე და რაზეა დამოკიდებული. ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო. გაგრძელდა კიდევაც, მილევად რეჟიმშია. მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს.
ასეც მოხდა და ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს ვეღარავინ ვეღარ ბედავს ამის გაპროტესტებას. იმაზე უფრო მკაცრი კანონი მიიღო პარლამენტმა. ხომ მარტივი იყო ჩემთვის შეფასებისთვის, ეს ადამიანები ვისზე იყვნენ დამოკიდებულნი და ეს დღესაც გრძელდება. ეს ადამიანები არიან მძევლები ამ ძალის, მაგრამ სახელმწიფო ვერ დაელოდება მათ გამოსწორებას და შეგნებას, ვისაც აქვს ამის სურვილი, გულწრფელია და უყვარს თავის სამშობლო, ამაზე ანალიზს გააკეთებს, თუ მართლა გულწრფელია, პატრიოტია და უყვარს თავის სამშობლო, სხვანაირად შეხედავს და სხვანაირად დაიწყებს ცხოვრებას. ეს არ გულისხმობს, გინდა თუ არა ხელისუფლება შეიყვარე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდი და ა.შ. მაგრამ შენ რომ ამით პოზიციონირებ, რომ იღუპება ჩვენი ქვეყანა, ყველაფერს რუსულს არქმევდნენ და დაინახე რომ ეს იყო საპნის ბუშტი, პირიქით იყო ყველაფერი, მოგატყუეს, გაგიყვანეს გარეთ, გქონდა აგრესია შენი ხელისუფლების მიმართ და ეს ყველაფერი იყო სიცრუე, ვინც შენ ეს ყველაფერი თავზე მოგახვია, დღეს ხომ უნდა გაბედო.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ვაკეთებთ არჩევანს, თუ ამას შენ თვითონ ვერ გაბედავ, სახელმწიფო ვერ დაგელოდება. სახელმწიფოს თავის როლი აქვს, თავისი გზა აქვს. ვიმეორებ, ჩვენ გამოცდილება შევიძინეთ, გავძლიერდით და დღეს უკვე დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას, რომელსაც ეს ადამიანები ვერც მისდევენ, ვერც აცნობიერებენ, ვერც ანალიზს აკეთებენ. ისევ რუსულ კანონში არიან ჩარჩენილი და დღეს გამოწვევები სხვა აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას. საბედნიეროდ, დაიწყო ამაზე უკვე მსჯელობა სხვადასხვა ტელევიზიაში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 03:02
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.
17 აპრილი 2026, 01:01
მსოფლიო
Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!
როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
17 აპრილი 2026, 00:12
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან
ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
17 აპრილი 2026, 00:07
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“
ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.
16 აპრილი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა
16 აპრილი 2026, 23:52
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
16 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
16 აპრილი 2026, 23:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.


